მოძრავი სახლები უსახლკაროებისთვის
მოძრავი სახლები უსახლკაროებისთვის.
ათასობით ადამიანი დედამიწაზე უვლის იმ ფრინველებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს თბილ ქვეყნებში გაფრენა, მაგრამ ცოტას თუ ახსენდება ის ადამიანები, რომლებმაც ზამთარი ქუჩაში უნდა გაატარონ რადგან უსახლკაროები არიან. ასეთ ადამიანებს უწევთ ცხოვრება სარდაფებში, მიტოვებულ სახლებში ან პირდაპირ ქუჩებში, ხოლო ეს ყველაფერი კი საკმაოდ მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება საზოგადოებას, საზოგადოებამ მათ ზურგი აქცია და ახლა მათ თვითონ უწევთ საკუთარი პრობლემების გადაჭრა, მაგრამ დედამიწაზე არის ისეთი ადამიანი, რომელიც უსახლკაროების ასეთი მდგომარეობით შეწუხებული არის და არამარტო უბრალოდ შეწუხებული, არამედ მათთვის შესანიშნავი ნივთიც კი შექმნა.
უსახლკაროების მაშველის სახელი არის გრეგორი კლოენი. მხატვარი უკვე მრავალი წელია, რაც ქმნის გადასაადგილებელ სახლებს. საშენებელ მასალას წარმოადგენს…ნაგავი. ამერიკელი ნაგავსაყრელიდან აგროვებს ყველაფერს რაც კი გამოადგება: გადაგდებულ ხის მასალას, კალათებს ძაღლებისთვის, გამოუსადეგარ ელექტრო ტექნიკას, ავტომობილების დეტალებს და ა.შ. ცოტა ფანტაზია და გუშინდელი ნაგავი გადაიქცევა კომფორტულ სახლად 1-2 უსახლკაროსთვის. მიუხედავად იმისა, რომ მასალად გადაგდებული ნივთები გამოიყენება, სახლები მაინც საკმაოდ გამძლეები და გადასაადგილებლათ მარტივები გამოდიან.
ასეთი სახლი შესანიშნავად დაიცავს უსახლკაროებს თოვლისგან, წვიმისგან, ქარისგან და მაწანწალა ძაღლებისგან. ამ კეთილ საქმეში გრეგორი კლოენ ეხმარებიან საშუალო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თავიდან მოხიბლულები იყვნენ, ხოლო შემდეგ კი შეურთდნენ გრეგორის ამ კეთილ საქმეს. სულ შექმნილია 30 მობილურ სახლზე მეტი, რომელთა უმეტესობამ უკვე იპოვეს თავიანთი მფლობელები.