არქივი

ასე ილოცებიან მთაში

62e7d023d707

ფშავ-ხევსურეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა,თავისი უძლიერესი ხელოვნებით… გაგრძელებაში ნახავთ როგორ ილოცებიან მთაში

ღმერთმა გაცოცხლოს და გადღეგრძელოს, ვისაც შენი სიცოცხლე არ უნდოდეს, ღმერთმა ის ნუ აცოცხლოს, შენი ამჯობინოს შენი მტრისას. შეგეწიოს ფშავ-ხევსურეთის სალოცავები, კეთილ საქმეზე ხელი მოგიმართოს, გაგახაროს, (ქალს) ძმები გიცოცხლოს, შენს ბედნიერობას შაგვასწროს, შენს მაყრად მოვდიოდე, ქორწილში ღვინოსა ვსომდე.

ბებერო, გაცოცხლოს, მანამ გინდა რო იცოცხლო, ღმერთმა მოგცეს მუხში ჯანი და თვალის სინათლე, შენი შვილების ხელით გეღირსოს გულზე მიწა, გიცოცხლოს ისინიც, ვინც გყვანან და გეიმედებიან. სააქაოს ცხოვრება მოგცეს, საიქიოს ცხონება.

პატარძალო, გაგახაროს, კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ოჯახში, ისითა ჭკვა-ნამუსისა გამყოფოს, რო თხასა და მგელს ერთად აძუებდე, ისითა საყვარელი გამყოფოს, რო დედამთილი მამამთილს ეჩხუბებოდეს, როგორ თუ პატარძალი გამიჯავრე და მამამთილი დედამთილსა.

მე მაამოს, თქვენ გაგიმარჯოსთ, – ესე მტერი დაგესცალოსთ.

მამაო მღვდელო, შე გაცოცხლოს, შენი წირვა-ლოცვის მადლი შენც შაგეწიოს და ჩვენც, ცოლ-შვილი გიცოცხლოს.

ბალღო, შენც გაცოცხლოს, დედ-მამა გიცოცხლოს, კაი კაცი გამოგიყვანოს, – პურადი, გულადი, – მტერს მტრულადა ჰხვდებოდე, მოკეთეს მოკეთურადა, არ იყო წარამარაი. მე აქ ვილოცები, გამგონე ღმერთია

მსგავსი ამბები

Back to top button