ახალი ამბებიგამოგონება

სარკინიგზო გზა ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის


სარკინიგზო გზა ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

ჩინეთი მზადაა დაახარჯოს ფული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნას, რომლებიც შეძლებენ, რომ ეს ქვეყანა აიყვანონ განვითარების ახალ დონეზე. ჩინეთში გაჩნდა იდეა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ გაკეთდეს მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზი პეკინიდან ლოს-ანჯელესამდე, ხოლო გვირაბის ნაწილი გაივლის წყლის ქვეშ.

ეს შეიძლება გავდეს საპირველაპრილო ხუმრობას, მაგრამ ჩინეთი სერიოზულად ფიქრობს, რომ მოახდინოს გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, რომელიც დააკავშირებს აზიას ჩრდილოეთ ამერიკასთან სარკინიგზო გზით. პრესა ამ თემას უკვე თვეებია რაც განიხილავს, ჩინეთის მთავრობა აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომ მთაბრობა მზადაა საქმეს ხელი მოკიდოტ, ხოლო ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტები ითვლიან მარშრუტებს და ბიუჯეტს რკინიგზისთვის.

სავარაუდოდ ხაზი იქნება 13 ათასი კილომეტრის სიგრძის და დაიწყება პეკინიდან, გაივლის ვლადივასტოკს, ოხოტის ზღვის ნაპირებს, ჩაყვინთავს 200 კილომეტრიანი გვირაბის ქვეშ, ხოლო შემდეგ კი ისევ მიწაზე გაივლის მთელ ალიასკას, კანადის დასავლეთ სანაპიროს ვანკუვერით, ხოლო შემდეგ კი მიადგება ამერიკის შეერთებულ შტატებს და გაჩერდება ლოს-ანჯელესში.

მაღალსიჩქარიანი მატარებელი ამ მანძილს დაფარავს სულ რაღაც ორ დღეში, რაც ამ რკინიგზას ხდის უფრო კარგ ალტერნატიულ გადაადგილების საშუალებად თვითმფრინავების სანაცვლოდ.

ეს გამოიყურება ფანტასტიკურად, მაგრამ ღირს გავიხსენოთ, რომ ჩინეთი წელწადში აკეთებს 2 ათას კილომეტრიან მაღალსიჩქარიან სარკინიგზო ხაზებს. ასეთ სარკინიგზო ხაზებს აკეთებენ არამხოლოდ ჩინეთში, არამედ აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთშიც, მაგრამ თავი არის პეკინი, ხოლო ვინც აკონტროლებს ინფრასტრუქტურას ის აკონტროლებს თანამედროვე სამყაროსაც. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეს პრინციპი საკმაოდ კარგათ ესმით.

მსგავსი ამბები

Close
Close