გასართობიკრეატივისურათები

ათი სარეკლამო კამპანია, რომელმაც ადამიანები შოკში ჩააგდო

image

ამოთხრილი თვალი, სანტა-კლაუსის მოჭრილი თავი, ძროხის სექსუალური მოწველა და კიდევ უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რეკლამის მკეთებლები საბოლოოდ შეიშალნენ ჭკუიდან და ნამუსი სულ დაკარგეს. მინდა ამ პოსტში წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ასეთი რეკლამის ნიმუში.

ბრიტანელი ნაყინის მწარმოებელი Antonio Federici თავისი სარეკლამო კამპანიის სლოგანით “ნაყინი-ეს ჩვენი რელიგიაა” ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში მისი რეკლამების აკრძალვის გამო, რომელიც მორწმუნეების ნერვებზე მოქმედებდა: თავიდან იყო ფეხმძიმე მონაზონი, შემდეგ მონაზვნისა და მღვდლის კოცნა და ბოლოს…აი ეს “შედევრი”.

image

თურქული კომპანიის Pilates with Gerda რეკლამა სლოგანით:” ძალიან ბევრ რამეს ატარებთ თან? “- ითვლება წარმატებული შოკის მაგალითად. ფიტნეს-ცენტრები ნელ-ნელა იშორებენ სტერეოტიპებს და ყველანაირად ცდილობენ კრეატიულები იყვნენ რეკლამის საქმეში. მუცელი მძიმე ჩანთის სახით, რომლის მოცილებაც აუცილებელია-არც თუ ისე ცუდი სარეკლამო ფოტოა.

image

ეს არის სკანდალური ფოტოგრაფის ტერი რიჩარდსონის ნამუშევარი მოდური პროვოკაციული მარკისათვის Sisley. კამპანიის საფუძველია თითქოსდა ცხოვრებიდან ამოჭრილი კადრები. ახალგაზრდობა ამ რეკლამების ფოტოებზე დაკავებულია სხვადასხვა უწყინარი საქმით: კოტრიალობენ მინდორზე, ჭამენ ბანანს, წუწნიან ჩუპა-ჩუპსსს ან როგორც ამ ფოტოზეა ნაჩვენები, გოგონა უბრალოდ “სვამს” რძეს.

image

აჩვენო სხეულის რომელიმე დამახინჯებული ნაწილი ან ამოთხრილი თვალი-ესეც ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი ხერხია. ეს არც ლინზების და არც ვიდეოსაიტების რეკლამაა, ესაა ვასაბი Mama Itos-ის რეკლამა.

image

United Colors of Benetton-ის მორიგი ცნობილი მანიფესტი რასიზმის წინააღმდეგ:კომპანიამ ჩათვალა, რომ სხვადასხვა ფერის კანის მქონე ადამიანების კოცნა და ჩახუტება უკვე მოძველებული მეთოდია და უკვე შინაგან ორგანოებზე გადავიდა.

 

image

ეს კი მოდური მარკის American Apparel-ის კიდევ ერთი სკანდალური რეკლამაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიას მუდმივად უხდება სასამართლოში სიარული სექსის და სექსუალური პროვოკაციების ჩვენებისათვის, ამან რეკლამის მესვეურები სულაც არ შეაშინა. ეს ფოტო მათი უკანასკნელი ნამუშევარია.

image

კეთილი მიზნებისათვის სანტა-კლაუსისთვისაც შესაძლებლია თავის მოჭრა-ასე თვლიან მილანის სარეკლამო სააგენტოს «Milc»-ის კრეატიულად მოაზროვნე წარმომადგენლები.

image

როგორც წესი, ქსელი DIY ამგვარი რეკლამით ნაკლებად ანებივრებს მყიდველებს. მაგრამ ეს რეკლამა გამონაკლისია. როცა ჩაქუჩებით ვაჭრობ, ძალზე იოლია ჯოხის გადატეხვა. ამ რეკლამაში მისმა ავტორებმა აიღეს ანეგდოტური სიტუაცია სლოგანით :”ჯობია ეს შენ თვითონ გააკეთო”.

image

ტელეარხი 13th Stree, რომელიც სპეციალიზირდება საშინელებაათა ჟანრის ფილმებზე, თავისი სისხლიანი რეკლამებით მთელ მსოფლიოშია ცნობილი. აი მათი ბოლო “შედევრი”.

image

საფოსტო სამსახურსაც კი შეუძლია თურმე, რომ შიშველი სხეული გვაჩვენოს. ამ მხრივ Deutsche Post პირდაპირი გზით წავიდა და პირდაპირ “ჩატენა” ადამიანის ტორსში საფოსტო ყუთი.

image

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close