არქივი

5 ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გენეტიკაში ბოლო წლების განმავლობაში

0831da9f21a4
5 ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გენეტიკაში ბოლო წლების განმავლობაში.

ინტელექტის გენი

ამერიკელმა მეცნიერებმა კალიფორნიიდან აღმოაჩინეს ცილა სახელწოდებით “კლოტო” და გენი KL-VS, რომელიც პასუხისმგებელია მის გამომუშავებაზე. უკანასკნელმა მაშინვე მიიღო სახელწოდება “ინტელექტის გენი”, რადგან მოცემულ ცილას შეუძლია IQ-ს მაჩვენებლების გაზრდა 6 პუნქტით.

ამასთან ერთად მოცემული ცილის სინთეზირება შესაძლებელია ხელოვნურადაც და არ აქვს მნიშნველობა, რა ასაკისაა ადამიანი. სავარაუდოდ მომავალში მეცნიერები ისწავლიან მეთოდებს თუ როგორ უნდა გახადონ ადამიანები უფრო ჭკვიანები, მიუხედავად მათი ბუნებრივი ინტელექტუალური მონაცემებისა.

რათქმაუნდა, “კლოტოს” დახმარებით შეუძლებელია ნორმალური ადამიანის გენიოსად გადაქცევა, მაგრამ ეს დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან გონებრივად განვითარებულები.

ალცჰაიმერის დაავადება

ალცჰაიმერის დაავადებას, რაც შეეხება, როდესაც 1906 წელს ის აღწერეს, ვერ გაარკვიეს მისი წარმომავლობა, გაურკვეველი მიზეზების გამო ის უნვითარდებათ ერთ ადამიანებს, ხოლო სხვებს კი არა. ცოტახნისწინ კი ნამდვილი გარღვევა მოხდა ამ დაავადების შესწავლისას. იაპონელმა მეცნიერებმა ოსაკას უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს გენი, რომელიც უნვითარებს ალცჰაიმერის დაავადებას საცდელ თაგვებს.

გამოკვლევის შემდეგ გამოავლინეს გენი klc1, რომელსაც შეუძლია ტვინის ქსოვილებში ბეტა-ამილოიდური ცილების მოზღვავება, რომელიც არის მთავარი ფაქტორი ალცჰაიმერის დაავადების განვითარებისა.

ცდებმა თქვეს, რომ klc1 დაბლოკვის შემთვევაში, ბეტა-ამილოიდური ცილების მოზღვავება ქსოვილებში იკლებს 45%-ით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში მათი კვლევები დაეხმარება ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში მოხუცებს.

სიბრიყვის გენი
გაირკვა, რომ თურმე არსებობს არამხოლოდ ინტელექტის გენი, არამედ სიბრიყვის გენიც. ყოველშემთხვევაში ასე თვლიან მეცნიერები ემორის უნივერსიტეტიდან, ტექსასიდან. მათ აღმოაჩინეს გენეტიკური გადახრა RGS14, რომლის გამორთვაც ხელს უწყობს ინტელექტის განვითარებას საცდელ თაგვებზე.

გაირკვა, რომ RGS14-ის ბლოკირება ხდის უფრო აქტიურს რაიონ CA2-ს ჰიპოკამპში – ტვინის რაიონს, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ცოდნისა და მეხსიერების დამახსოვრებაზე. ლაბორატორიის თაგვებმა ამ გენეტიკური მუტაციის გარეშე დაიწყეს ობიექტების უფრო კარგად დამახსოვრება.

მეცნიერები ტექსასიდან იმედოვნებენ, რომ მომავალში შექმნიან პრეპარატს, რომელიც დაუბლოკავს გენ RGS14-ს უკვე ცოცხალ ადამიანს. ეს მისცემს ადამიანებს აქამდე არნახულ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, მაგრამ მოცემული იდეის რეალიზაციისთვის საჭიროა კიდევ ერთი ათწლეული.

გასუქების გენი

აღმოჩნდა, რომ გასუქებასაც თავისი გენეტიკური მიზეზები აქვს. სხვადასხვა წლებში მეცნიერები პოულობდნენ სხვადასხვა გენებს, რომლებსაც შეეძლოთ ზედმეტი წონის გამოვლენა, მაგრამ მათ შორის “მთავარი” მოცემულ მომენტში ითვლება IRX3.

გაირკვა, რომ გენი გავლენას ახდენს ქონის პროცენტულობაზე საერთო მასის მიმართებაში. ლაბორატორიული კვლევების დროს აღმოჩნდა, რომ თაგვებს დაზიანებული აქვს IRX3 და ქონის პროცენტი ორგანიზმში ორჯერ უფრო ნაკლები აქვთ ვიდრე სხვა დანარჩენებს, მაგრამ ამასთან ერთად თაგვებს აჭმევდნენ ერთი და იგივე მაღალკალორიულ საკვებს.

IRX3-ის მომავალი გენეტიკური სწავლის შემთხვევაში ცოტახანში გამოიგონებენ ეფექტურ საშუალებას გასუქებისა და დიაბეტის წინააღმდეგ.

ბედნიერების გენი
მეცნიერებმა ჯანმრთელობის ლონდონის სკოლიდან აღმოაჩინეს გენი 5-HTTLPR, რომელსაც უწოდებენ “ბედნიერების გენს”. აღმოჩნდა, რომ ის პასუხობს ჰორმონ სეროტონინის გავრცელებას ნერვულ უჯრედებში.

ითვლება, რომ სეროტონინი არის ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც პასუხობს ადამიანის განწყობილებზე და ის აიძულებს ადამიანს გაუხარდეს ან მოიწყინოს. მათ ვისაც აქვს ამ ჰორმონის დაბალი დონე, მას აქვს ცუდი განწყობა და დეპრესია, ასევე მიდრეკილება პესიმიზმისკენ.

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ 5-HTTLPR ე.წ. “გრძელ” ვარიაციას შეუძლია სეროტონინის საუკეთესოდ მიწოდება თავის ტვინში, რაც აიძულებს ადამიანს ორჯერ ან სამჯერ უფრო ბედნიერად იგრძნოს თავი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button