არქივი

ლეთარგიული ძილი – მიცვალებული მობილურით

84a35da75234

ინგლისში დღესაც არის კანონი,რომ მორგში,ყველა მაცივარში ზანზალაკი უნდა იყოს ჩამოკიდებული,რათა გაცოცხლებულმა „მიცვალებულმა“ შველა ითხოვოს.1960-იანი წლების მიწურულს,გამოიგონეს აპარატურა,რომელიც გულის უმცირეს ელექტრულ აქტივობას აფიქსირებს და რომლის მეშვეობითაც ცოცხალი ქალი იპოვეს.სლოვაკეთში ხალხმა უფრო ღრმად შეტოპა:ისინი მიცვალებულს კუბოში მობილურ ტელეფონს უდებენ.

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ,ძილი – საუკეთესო წამალია.მართლაც,ძილი ხალხს მრავალი სტრესისგან იხსნის,ავადმყოფობებისაგან და დაღლილობისგანაც კი.ითვლება,რომ ნორმალური ადამიანის ძილის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 5-7 საათია.ხანდახან საზღვარი ჩვეულებრივსა და სტრესით გამოწვეულ ძილს შორის ძალზედ მოკლეა.საუბარია ლეთარგიაზე(ბერძ. Lethargia : lethe – დავიწყება; argia – უმოქმედობა),ავადმყოფურ მდგომარეობაზე,რომელიც ძილს გავს და გამოირჩევა უმოქმედობით გამღიზიანებელზე და სიცოცხლის კვალის არქონით.

f52d6e9faf31

ლეთარგიულ ძილში ჩავარდნას ხალხი ყოველთვის უფრთხოდა,იმიტომ,რომ მაშინ ცოცხლად დამარხვის საშიშროების წინაშე დადგებოდი.მაგალითად,მეცხრამეტე საუკუნის იტალიელი პოეტი,ფრანჩესკო პეტრარკა 40 წლის ასაკში დაავადდა და გონება დაკარგა.ხალხმა ჩათვალა,რომ იგი გარდაიცვალა და დამარხვა დაუპირეს.ბედი მისი,რომ იმდროინდელი კანონის თანახმად,ცხედარს გარდაცვალებიდან დღე-ღამეში მარხავდნენ.მან თავის საფლავთან გაიღვიძა,თქვა,რომ შესანიშნავად გრძნობდა თავს და კიდევ 30 წელი იცოცხლა.

c726c557ee23

1838 წელს,ინგლისის ერთ-ერთ სოფელში ადამიანის ცხედარს მარხავდნენ.როდესაც მიწაში კუბო ჩაუშვეს,იქიდან რაღაც ხმები მოესმათ.სანამ დაბნეული და შეშინებული სასაფლაოს მუშები გონს მოვიდოდნენ,ამოთხრიდნენ კუბოს და თავს ახდიდნენ,უბედურება მოხდა.როდესაც მათ თავი ახადეს,დაინახეს შიშში და კოშმარში გაყინული სახე.გაგლეჯილმა საფარველმა და წყლულებით დაფარულმა ხელებმა მიანიშნა,რომ დახმარება ძალიან გვიან მოვიდა…

c335cd8851f2

1773 წელს,საფლავიდან ამოსული ხმების გაგონების შემდეგ,ექსჰუმირებულ იქნა წინა დღეს გარდაცვლილი ორსული ქალი.თვითმხილველებმა აღმოაჩინეს სიცოცხლისთვის ბრძოლის კვალი:დამარხულის ნერვულმა აშლილობამ დააჩქარა მშობიარობა და გაჩენილმა ბავშვმა უჰაერობაში ვერ გაძლო…

კარგადაა ცნობილი,რომ ნიკოლაი გოგოლსაც სხვებივით ჭირივით ეშინოდა ცოცხლად დამარხვისა.საბოლოო ფსიქიკური დარტყმა იმ ქალის სიკვდილისას მიიღო,რომელიც მას თავდავიწყებით უყვარდა – თავისი მეგობრის ცოლის,ეკატერინა ხომიაკოვას სიკვდილისას.მისმა სიკვდილმა იგი შეძრა.მალე მან ”მკვდარი სულების” მეორე ნაწილის ხელნაწერი დაწვა,დასაძინებლად წავიდა და ლეთარგიული ძილით ჩაეძინა.1931 წელს ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს დანილას მონასტრის სასაფლაოს განადგურება(სადაც გოგოლი იყო დამარხული).ექსჰუმირებისას მათ აღმოაჩინეს,რომ მწერლის კუბოს მთელი შიგნეულობა გამობრდღვნილი იყო და თავის ქალა გვერდზე მობრუნებული.

8d03539b0f01

ლეთარგიის მიზეზები მედიცინისთვის ჯერ ცნობილი არაა.ასევე შეუძლებელია გაღვიძების დათის განსაზღვრა.ლეთარგიული მდგომარეობა შეიძლება ათულობით წელს გაგრძელდეს.დაძინებულებს დაბერების პროცესი შენელებული აქვთ,მაგრამ ბიოლოგიურ ასაკს გაღვიძებიდან 2-3 წელიწადში ეწევიან.გაღვიძებულები ირწმუნებიან,რომ თითოეული სიტყვა ესმოდათ მათ გარშემო,ისე კი თითის განძრევაც არ შეეძლოთ.

ნაზირა რუსტემოვა,ყაზახეთიდან,ლეთარგიულ ძილში 4 წლის ასაკში ჩავარდა,გულის წასვლის შემდეგ.ადგილობრივი საავადმყოფოს მედიკოსებმა გოგონა გარდაცვლილად ჩათვალეს და მალევე მშობლებმა ცოცხლად დამარხეს.ნაზირას მხოლოდ იმან უშველა,რომ მუსულმანური წესის თანახმად,სხეულს არა მიწაში მარხავენ,არამედ სახლში ტოვებენ.მას 16 წელიწადს ეძინა და 20 წლისამ გაიღვიძა.გოგოს დამარხვიდან მეორე ღამეს,მამას და ბაბუას სიზმარში ხილვა ჰქონდათ და გაიგეს,რომ ბავშვი ცოცხალი იყო,რამაც მათ ყურადღება მიაქცევინა სიცოცხლის პატარა ნიშნებზე.

b7dd768682b5

ოფიციალურად ყველაზე გრძელი ლეთარგიული ძილის შემთხვევა გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.34 წლის ნადეჟდა არტემოვნა ლებედინამ 1954 წელს ქმართან იჩხუბა,დაიძინა და 1974 წელს გაიღვიძა.ექიმებმა იგი ჯანმრთელად სცნეს.

არის აგრეთვე სხვა რეკორდიც,რომელიც რატომღაც გინესის რეკორდების წიგნში შეტანილი არაა.მშობიარობით გამოწვეული სტრესის შემდეგ ავგუსტინა ლეგარდმა დაიძინა და არც ნემსებზე და არც დარტყმებზე აღარ რეაგირებდა.გავიდა 22 წელი,თუმცა იგი არ ბერდებოდა.ქალი კვებისას პირს ოდნავ აღებდა.ერთხელაც იგი შეფრთხიალდა და ალაპარაკდა:”ფრედერიკ,ალბათ უკვე გვიანია,ბავშვს მოშივდებოდა,უნდა ვაჭამო.”მაგრამ ახალდაბადებული ბავშვის ნაცვლად დაინახა 22 წლის ქალი,რომელიც მას ძალიან ჰგავდა…დრომ თავისი ქნა:გაღვიძებულმა ქალმა ელვის სისწრაფით დაიწყო დაბერება,ერთ წელიწადში მოხუცს დაემსგავსა და 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა.”

697b8f62d0fb

ზოგჯერ ლეთარგიული ძილი პერიოდულად მეორდება.ერთ ინგლისელ მღვდელს კვირაში ექვსი დღე ეძინა და მხოლოდ კვირაობით,საჭმელად და წირვა-ლოცვის აღსავლენად იღვიძებდა.ჩვეულებრივ ლეთარგიის მსუბუქ ფორმებში აღინიშნება : უმოძრაობა,კუნთების ატროფია,თანაბარი სუნთქვა,მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ეს ყველაფერი სიკვდილს ემსგავსება:კანი ცივი და თეთრია,თვალის გუგები არ რეაგირებს,ძლიერი გამღიზიანებლისადმი რეაქცია არაა,ხოლო სუნთქვისა და პულსის აღმოჩენა ძნელია.

როდესაც ჩნდება ეჭვი ლეთარგიულ ძილზე,ექიმების რჩევაა ავადმყოფს სარკე პირთან მივუტანოთ – სიცოცხლის ნებისმიერ ფორმაში იგი დაიორთქლება.ლეტარგიისგან თავის დაზღვევის ყველაზე კარგი საშუალებაა მშვიდი და უსტრესო ცხოვრებით ცხოვრება.

Grigol Amanatashvili | შექმენი შენი ემბლემა
100001979419114.1059.2017624992

მსგავსი ამბები

Back to top button