გასართობიკრეატივისურათები

იცით თუ არა, რომ..ანუ საინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებ (+ ვიდეოები)

image

კინოკომპანია «20th Century Fox»-ის ყოფილმა პრეზიედენტმა სკოტ ნისონმა გაყიდა თავისი მდიდრული ვილა, ავტომანქანა და იახტა, დატოვა კინოინდუსტრია და დააარსა ფონდი “დავეხმაროთ კამბოჯელ ბავშვებს”, რომელიც უზრუნველყოფს ღარიბი ოჯახების ბავშვების განათლებას და ინტერნატში ცხოვრებას. ნისონი თავადვე აკონტროლებს ამ ფონდის მოღვაწეობას და თვითონვეა მისი აღმასრულებელი დირექტორი

image

 

ექიმი, რომელიც პირველი ალაპარაკდა ჭამის წინ ხელების დაბანის აუცილებლობის შესახებ, გახდა კოლეგების ცინიკური დაცინვის ობიექტი, რის გამოც მიიღო სერიოზული ნერვიული სტრესი. ეს ექიმი იძულების წესით გაგზავნეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც იმ მიზეზით, რომ მას პატარა ჭრილობაში მისი არასათანადო დამუშავების გამო ინფექცია შეეჭრა

image

მკვლევარები ტერმიტებს განიხილავენ, როგორც შესაძლო განახლებადი ენერგიის წყაროებს. ამ მწერებს შეუძლიათ ორი პატარა ფოთლის შეჭმით ორ ლიტრამდე წყალბადის წარმოქმნა. ასე რომ ტერმიტები შეიძლება ჩავთვალოთ პლანეტაზე ყველაზე ძლიერ ბიორეაქტორებად

image

 

ვიეტნამის ომის დროს ამერიკული სადაზვერვო განყოფილების “Tiger Force”-ის ჯარისკაცებს წესად ჰქონდათ ტყვეებისათვის მოეჭრათ ყურები და მისგან ყელსაბამი გაეკეთებინათ

image

ამერიკული ჭაობის ჩიტი იჭერს თევზებს სატყუარის გამოყენებით

 

ბრიტანული დაზვერვის სპეციალისტებმა გატეხეს ალ-ქაიდას ვებსაიტი და ბომბების დამზადების ინსტრუქცია შეცვალეს კექსების გამოცხობის რეცეპტით

image

ფრანგმა მკვლევარებმა შექმნეს მუზარადი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს ჰქონდეს 360-გრადუსიანი ხედვა, ანუ ეს მუზარადი საშუალებას იძლევა დავინახოთ რა ხდება ჩვენს ზურგს უკან

 

ამაზონის შემოგარენში იზრდება სოკოს განსაკუთრებული ჯიში, რომელიც პლასტიკატით იკვებება

image

2007 წელს ცენტრალური ლონდონის ერთ-ერთი ქუჩა გადაკეტილი იქნა მიზეზით, თითქოსდა ამ ადგილას გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი. მიზეზი აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ ცხარე სოუსი, რომელსაც ერთ-ერთ ტაილანდურ რესტორანში ამზადებდნენ

image

ამერიკის ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ ციხეში ასეთი შემთხვევა მოხდა: სიკვდილმისჯილმა სცადა თვითმკვლელობა დასჯამდე ორიოდე საათით ადრე. მან ვენები გადაიჭრა. პატიმარი გადაარჩინეს, განკურნეს და ერთი კვირის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს

image

პოლარული ვარსკვლავი სინამდვილეში ვარსკვლავების ჯგუფია, რომლებიც ერთმანეთის ორბიტების გარშემო მოძრაობენ

image

 

მექსიკაში პოპულარული სუპ-რაგუ “პოსოლე” თავდაპირველად ადამიანის ხორცით მზადდებოდა, შემდეგ ის შეცვალეს ღორის ხორცით, რადგან გემოთი ადამიანის ხორცს ყველაზე მეტად ღორის ხორცი ჰგავს

image

როგორც კვლევებმა აჩვენეს, მშიერ მამაკაცებს, როგორც წესი, პუტკუნა ქალები მოსწონთ

image

ფილმ “ნათლიმამას” ეპიზოდში, სადაც ჯონ მარლი ცხენის თავის დანახვაზე სასოწარკვეთილი ყვირის, ყვირილი ძალიან ბუნებრივია, რადგან რეპეტიციების დროს გამოყენებული მულაჟი გადაღების დროს შეცვალეს ნამდვილი ცხენის თავით ისე, რომ მსახიობი წინასწარ არ გაუფრთხილებიათ

 

წყარო  : intermedia.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close