გასართობილაშქრობებისაკითხავი

მსოფლიოს პატარა ქვეყნები (11 ნაწილი)

დომინიკელთა რესპუბლიკა-სახელმწიფო კარიბის ზღვის კუნძულ ჰაიტის არმოსავლეთ ორ-მესამედზე მდებარე ქვეყანა. დომინიკელები ხშირად საკუთარ ქვეყანას ქისქეიას უწოდებენ ეს  მათ ტაინოს ტომის ინდიელებმა შეარქვეს.  დომინიკელთა რესბუბლიკის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია სანტო-დომინგო მასში 2,000,000 მდე ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში ოფიციალური ენაა ესპანური ხოლო ვალუტა დომინიკური პესო. 2007 წლის მონაცმებით სახელმწიფოში 9,760,000 კაცი ცხოვრობს და იგი ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ქვეყნებს შორის მოსახლეობის მიხედვით 82-ე ადგილზეა.

დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა

კაიმანის კუნძულები-გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთი)-ს ტერიტორია ვვესტ-ინდოეთში, კარიბის ზღვაში. კუნძულის მაცხოვრებლების ძირითადი სამუშაო ტურისტების მომსახურებაა. ქვეყანაში წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე 43.800 ამერიკული დოლარი მოდის. კაიმანის კუნძულების დედაქალაქი და ამავდროულად უდიდესი ქალაქია ჯორჯტაუნი. ოფიციალური ენაა ინგლისური ხოლო ვალუტა კაიმანის კუნძულების დოლარი. 2009 წლის მონაცემებით ქვეყანაში 49.035 კაცი ცხოვრობს.

კაიმანის კუნძულების დროშა

ბელიზი-სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მექსიკა ხოლო დასავლეთიდან გვატემალა. დედაქალაქი ბელმოპანი. ოფიციალური ენა ინგილისური ხოლო ვალუტა ბელიზის დოლარი. 2008 წლის შეფასებით ქვეყანაში 301,270  კაცი ცხოვრობს. ბელიზი ერთა თანამეგობრობის წევრია.

ბელიზის დროშა

ლიბანი-ქვეყანა აზიაში, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მას ესაზღვრება სირი ხოლო სამხრეთით ისრაელი. მისმა მდებარეობამ ხმელთაშუაზღვის ზღვისპორეთსა და არაბულ სამყაროს შორის განაპორობა მისი მდიდარი ისტორია, კულტურული იდენტობა, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება. ოსმალეთა იმპრეიის დაშლისა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლიბანი გახდა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორია. 1943 წელს ლიბანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ საფრანგეთის ჯარებმა ქვეყნის ტერიტორია დატოვა. ლიბანის ეკონომიკური რესურსებია:კირქვა,მარილი,სასოფლო-სამურნეო მიწები. ლიბანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბეირუთი. ოფიციალური ენაა არაბული ხოლო ვალუტა ლიბანური ფუნტი.2008 წლის შეფასებით ქვეყანაში 4,196,453 კაცი ცხოვრობს.

ლიბანის დროშა

ეს არის ჩემი ბოლო სტატია პატარა სახელმწიფოების შესახებ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close