გასართობისაკითხავიუცნაური

ინტერნეტით დაწყებული მეგობრობა და წონაში დაკლებული 180 კილოგრამი (ერთი ამერიკელი ბიჭის ისტორია)

image

მიჩიგანელი ბრაიან ფლემინგი ჭარბწონიანობით, დეპრესიით და დიაბეტით იტანჯებოდა და ალკოჰოლში ეძებდა ერთადერთ ხსნას. მას თავისი ცხოვრების კარდინალურად შეცვლაში ინგლისელ ჯეკი ისტჰემთან შემთხვევითი ნაცნობობა დაეხმარა.

image

ყველაფერი 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა 30 წლის ბრაიანის და 50 წლის ჯეკის გზები შემთხვევით გადაიკვეთა თამაშში Draw Something (დახატე რამე). ისინი ერთმანეთს ნახატებს უცვლიდნენ და ბრაიანი მოხიბლა ჯეკის ხალასმა იუმორმა. თავდაპირველად წყვილი უბრალოდ სურათებს და ხუმრობებს უგზავნიდა ერთმანეთს, შემდეგ უკვე ფეისბუქზე და სკაიპზე გადავიდნენ და დადგა დრო გულახდილი სულიერი საუბრებისა. ფლემინგმა ჯეკის თავისი პრობლემები გაანდო-ისინი კი მას საკმარისად ჰქონდა. იმ დროისათვის მამაკაცი 280 კილოგრამს იწონიდა, ხოლო მისი სამედიცინო ბარათი ბევრს შეაძრწუნებდა: სიმსუქნე, ცელულიტი, დიაბეტი და დეპრესია, გამოწვეული უიმედობითა და მარტოობით. სიცარიელის შესავსებად ბიჭი ყოველდღე ღებულობდა სპირტიან სასმელებს. მთელი დღე იწვა დივანზე, თამაშობდა ვიდეოთამაშებს, სვამდა ხუთმაგ ალკოჰოლის დოზას და მომავალზე აღარ ფიქრობდა. ბრაიანმა მიატოვა კოლეჯში სწავლა, გამოაგდეს სამსახურიდანაც და საშინელ დეპრესიაში ჩავარდნილი მთელ დროს ჭამასა და სმაში ატარებდა.

image

 

როცა ბრაიანის ამბავი შეიტყო, ჯეკი შეშფოთდა და განრისხდა იმის გამო, რომ იგი ბედს მინებდა და მომავლის იმედი დაკარგა. თავად ჯეკი საკმაოდ ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევდა, რისკენაც მისმა დაავადებამ უბიძგა: ქალს აღმოაჩნდა მემკვიდრეობითი დაავადება-მიასთენია. ესაა უიშვიათესი ნერვულ-კუნთოვანი დაავადება, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა და გამოიხატება კუნთების ხანგრძლივი სპაზმებით. მას თან ახლავს ნივთიერებათა ცვლის სერიოზული დარღვევა, რის გამოც ავადმყოფებმა სულ უნდა აკონტროლონ კვების რეჟიმი.

image

 

ბრიტანელი მეგობრის რისხვამ ერთგვარად გამოაფხიზლა ბრაიანი: მან ბოლოს და ბოლოს შეიგნო, რომ სულ უფრო და უფრო მიექანებოდა უფსკრულისაკენ. გარდა ამისა, მას შეეშინდა მეგობრის დაკარგვის. ბრაიანმა იფიქრა, რომ ერთხელაც ჯეკის მოწყინდებოდა მისი მუდმივი წუწუნის მოსმენა და შეწყვეტდა მასთან მეგობრობას. ეს კი ბრაიანისათვის ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა.

 

image

 

პირველ რიგში ბიჭმა შეწყვიტა დალევა:მიუხედავად იმისა, რომ კვების რაციონი არ შეუცვლია, სასმელზე უარის თქმით პირველივე თვეში ბრაიანმა 45 კილოგრამი დაკარგა. ამან მას ისეთი სტიმული მისცა, რომ გადაწყვიტა დიეტა დაეცვა. აქამდე ამერიკელი 7000 კალორიას იღებდა დღეში და მისი საკვები ძირითადად იყო ფასტ-ფუდი, რომლის შეკვეთასაც ის ბინაზე მიტანით აძლევდა. ახლა ბრაიანმა გადაწყვიტა მიეღო მხოლოდ ჯანსაღი საკვები: დილით მიირთმევდა მიუსლის და ნატურალურ არატკბილ იოგურტს, სადილზე და ვახშამზე-მოხარშულ ქათამს და ბრინჯს. მხოლოდ პარასკეობით აძლევდა ის თავს უფლებას ერთი ულუფა ნაყინი ეჭამა.

 

image

 

შემდეგი ნაბიჯი უკვე ფიზიკური დატვირთვა გახდა. ბრაიანმა თავიდან ფეხით სიარული დაიწყო, შემდეგ ველოსიპედით სეირნობაზე გადავიდა და ბოლოს სირბილიც კი შეძლო. პარალელურად ფლემინგმა სამუშაოც იშოვა და მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. თუკი ადრე მას საავადმყოფოში რიგითი ვიზიტისათვის სპეციალურ ავტომანქანას უგზავნიდნენ, ახლა მარათონშიც კი მიიღო მონაწილეობა პირველად ბოლო 10 წლის მანძილზე. ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდა კაცმა წონაში 180 კილოგრამი დაიკლო.

 

image

 

2013 წლის დეკემბერში, როცა მათი Draw Something –ში გაცნობის 2 წელი ახლოვდებოდა, ბრაიანი თავად გაემგზავრა ევროპაში, რომ თავისი გადამრჩენელი საკუთარი თვალით ეხილა. ისინი ერთად ავიდნენ ეიფელის კოშკის სულ ზედა მოედანზე და ლიფტით კი არა, რაც ყველაზე საინტერესოა, არამედ ფეხით.

 

image

 

“-ჯეკი-ეს ყველაზე ძვირფასია, რაც მე ცხოვრებაში შევიძინე, მან მე გადამარჩინა, თუმცა თავად არ სურს ამის აღიარება, “-ამბობს გახარებული ბრაიანი.

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close