არქივი

ახლად აღმოჩენილი პაპირუსი

a06c36b18a86

ავსტრალიაში, კვინსლენდის მუზეუმში პაპირუსის ფრაგმენტებს მიაკვლიეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეგვიპტელის, ამენჰოტეპის, ჰაპუს ძის, სარიტუალო დაკრძალვას შეეხება.

გრაგნილის ფრაგმენტების წარმომავლობა ეგვიპტოლოგმა ჯონ ტეილორმა შემთხვევით დაადგინა. მკვლევრის ყურადღება დოკუმენტებმა მიიქცია, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმის მუმიასთან ერთად გამოიფინა. მანამდე ისინი საცავში ინახებოდა.
27534458d3c7
ავსტრალიაში ჩასულმა ტეილორმა, რომელიც კვინსლენდში გამოფენილ ბრიტანეთის მუზეუმის მუმიას ახლდა, აღმოაჩინა, რომ ეს დოკუმენტები მკვდართა წიგნის ფრაგმენტებს წარმოადგენდა. ანუ პაპირუსს სარიტუალო დაკრძალვის ტექსტით, რომელსაც გარდაცვლილს სარკოფაგში ატანდნენ.
ამენჰოტეპის მკვდართა წიგნის ცალკეული ფრაგმენტი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში ინახება. მათ შორის ბოსტონის მუზეუმში, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმსა და ბრიტანეთის მუზეუმში. კვინსლენდის კოლექციაში დაცულ ნაწილზე კი აქამდე არაფერი იყო ცნობილი.
74724c3f9be3
ეს ფრაგმენტები მუზეუმს კერძო კოლექციონერმა 1913 წელს აჩუქა. გრაგნილი ოცი მეტრის სიგრძისაა და როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ტეილორმა განმარტა, რომ XIX საუკუნის 90-იან წლებში ეგვიპტეში არტეფაქტების საყიდლად არაერთი კერძო პირი ჩადიოდა და მათი დიდი უმრავლესობა დოკუმენტირებული ამ დრომდე არ არის. მეცნიერები აღმოჩენილი ფრაგმენტის აღწერასა და გრაგნილში მისი ადგილის პოვნას აპირებენ.
6c13fdb0bb75
მკვდართა წიგნი ძველი ეგვიპტის რელიგიური ტექსტებისა და ჰიმნების ნაკრები იყო. მისი დანიშნულება მკვდართა სამეფოში მოგზაურობისას გარდაცვლილის შემწეობა გახლდათ. ტეილორმა აღნიშნა, რომ პაპირუსი არა ვინმე რიგით, არამედ “ეგვიპტის ზეობის ხანის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოხელეს ეკუთვნოდა”.
ამენჰოპეტი, ძე ჰაპუსი, ძვ. წ. 1458-1425 წლებში ცხოვრობდა და რამდენიმე პროექტის განხორციელებას ხელმძღვანელობდა. მათ შორის ამენჰოტეპ მესამის ტაძრისას ფივაში, მემნონის კოლოსისა და ამონის დიდი ტაძრისას. გარდაცვალების შემდეგ ის მკურნალთა მფარველად მიიჩნეოდა, ხოლო მოგვიანებით გააღმერთეს.

745af2a9ace1

Back to top button