გასართობისაკითხავიუცნაური

საინტერესო ფაქტები Eminem-ზე


საინტერესო ფაქტები Eminem-ზე.

ემინემი გინესის რეკორდების წიგნში სამჯერ არის მოხვედრილი: ემინემი არის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ჰიპ-ჰოპ არტისტი. მან თავის სიმღერაში Rap God-ში 100 სიტყვის თქმა მოახერხა 15 წამში და მისი ალბომი Recovery გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი ჰიპ-ჰოპ ისტორიაში.

მანამ სანამ “Shady Records”-ის წევრი გახდები, მანამდე ემინემი უნდა დაამარცხო რეპ-ბეტლში.

“8 მილის” გადაღებების დროს, ემინემი შესვენებებისას წერდა საუნდტრეკებს ფილმისთვის. როდესაც შესვენება დასრულდებოდა, გამღები ჯგუფის წევრები ემინემს ხელიდან აგლიჯავდნენ რვეულს, რომ მისი ყურადღება რამენაირად მიეპყროთ.

პატარა ემინემს შეეძლო ემღერა რამე სიმღერა ისე, რომ ვერც შეეგრძნო მის გარშემო მყოფების არსებობა.

ემინემი ფესვებით არის შოტლანდიელი და უელსელი.

ტყული ცნობები იმის შესახებ, რომ ემინემი გარდაიცვალა გავრცელდა 5-ჯერ, მათ შორის 4-ჯერ გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში, ხოლო ერთხელ ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო.

ემინემი არის ფილმ “ადამიანი-ობობას” ფანი, მაგრამ მისი საყვარელი ფილმი არის “მატრიცა”, ასევე ემინემის საყვარელი ფილმების სიაში შედის “How High” და “Orange Country”.

ემინემი რელიგიის მიხედვით არის ბაპტისტი, როგორც მისი ოჯახის წევრები, მაგრამ რელიგიის მიმდევარი არცისე არის. ემინემის ექსცოლი – კიმი არის კათოლიკე, მაგრამ არც ის არის რელიგიური.

ემინემი ატარებს სათვალეებს, რადგან ის არის ახლოსმხედველი.

ემინემს უყვარს სულელობა.

ემინემის საყვარელი პორნომსახიობი არის ჯანეტ ჯესმი.

ემინემი არის ჯგუფ D12-ის ყველაზე უფროსი წევრი, ხოლო ყველაზე უმცროსი არის Kon Artis.

ემინემს ნათესავები ბავშვობაში ეძახდნენ მიკის. უბრალოდ ახალგაზრდა მარშალს დიდი ყურები ჰქონდა.

პირველი კონცერტზე, რომელზეც ის მოხვდა გამოდიოდნენ Run DMC, Big Daddy Kane და Queen Latifah დეტროიტში.

მარშალი არ ცდილობდა სუიციდს – ის იღებდა ანტიდეპრესანტებს, მაგრამ ეს დასრულდა ზედმეტი დოზის მიღებით. ის იყო ბედნიერი როდესაც მეორე დღეს იღვიძებდა.

ელტონ ჯონმა დაწერა სიმღერა Rocket Man და მიუძღვნა ემინემს.

ემინემის საყვარელი სიმღერა, რომელზეც მას ცეკვა უყვარს არის Busta Rhymes – “Put Your Hands Where My Eyes Can See”.

ემინემის საყვარელი სასმელი არის «Mountain Dew» [“PEPSI Co”].

ემინემი არ ეწევა.

“8 მილში” მონაწილეობისთვის ემინემმა აიღო 3 მილიონი ამერიკული დოლარი.

ემინემის ფეხის ზომა არის 10/5. (აშშ-ს მეტრული სისტემის მიხედვით).

ტანსაცმლის ზომა, რომელსაც ემინემი ატარებს არის XXL.

ემინემის 1999 წლის იისფერი FORD MUSTANG-2 გაიყიდა აუქციონზე 27 900 დოლარათ.

“8 მილში” მონაწილეობისთვის ემინემს მოუწია დაეკლო წონა 76.2კგ-დან 65.8კგ-მდე.

ემინემს და მის ქალიშვილს ჰეილის ყავთ კატა, რომელსაც ჰქვია Tigger.

იმისათვის, რომ ემინემს ჩაეწერა ტრეკი “97’ Bonnie & Clyde” კიმს უთხრა, რომ მიჰყავდა ჰეილი Chuck E. Cheese-ში.

ემინემი არ უშლის მეზობლის ბავშვებს, რომ ითამაშონ კალათბურთი მისი სახლის ეზოში.

ემინემის პირად ტატუმენს ჰქვია Mr. Cartoon. Mr. Cartoon ცხოვრობს კალიფორნიაში და უკეთებს ტატუებს ისეთ რეპ-არტისტებს როგორებიც არიან XZibit, Cypress Hill და ბევრი სხვა.

მარშალი მუდმივად კითხულობს სხვადასხვა ლექსიკონებს, ამას ის უთმობს ცოტაოდენ დროს საღამოობით, ამით ის აფართოვებს საკუთარ ლექსიკონს გარითმისთვის.

თქვენ შეგიძლიათ გაიგონოთ ჰეილის ხმა სიმღერაში “My Dad’s Gone Crazy”. სანამ ემინემი ქმნიდა სიმღერა “Soldier”-ს, მისი გოგონა იდგა მის გვერდით და თქვა – “Somebody, Please Help Me”.

სიმღერა, რომელიც ისმის სკიტ “Kiss”-ის ფონზე ჰქვია “Everyone’s Lookin’ At Me”. თავდაპირველად ეს სიმღერა უნდა გამხდარიყო ფილმ “The Wash”-ის საუნდტრეკი, მაგრამ მაინც გახდა საუნდტრეკი.

ემინემის ოცნება იყო 16 წლიდან, რომ გამოეყენებინა ჯგუფ The Aerosmith-ის სიმღერის Dream On-ის სემპლი და ოცნება რეალობად ექცა რამდენიმე წელში, როდესაც ჩაწერა ტრეკი “Sing For The Moment”.

Dr.DRE და Jimmi Iovine იყვნენ კულისებს მიღმა, როდესაც ემინემმა მოიგო “ოსკარის” ერთ-ერთი ჯილდო. ეს იყო იმ შემთხვევაში თუ ემინემი არ მოვიდოდა ცერემონიაზე.

ემინემმა ჩაწერა “Lose Yourself”-ის 3 სტროფი სულ რაღაც ერთ ცდაში.

2000 წელს მოგებული ერთ-ერთი გრემი ემინემმა აჩუქა მის მენეჯერს პოლ როზენბერგს.

Dre-მ დაარედაქტირა ტრეკ “Love Me”-ს ერთ-ერთი ტაეპი. “I’m the equivalent of what will happen if Suge rapped”-ი, მან ჩაანაცვლა “I’m the equivalent of what will happen if Bush rapped”-ით. ფრაზაში ნათქვამია “მე იმის ეკვივალენტი ვარ, თუ რა მოხდება, თუ სიუჯი დაიწყებს რეპის წაკითხვას”, ხოლო დრე-მ თავისი მთავარი მოწინააღმედეგე ჩაანაცვლა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტით.

Universal-ი და Interscope-ი არწმუნებდნენ ემინემს, რომ “Cleanin out my Closet” გამოეყენებინა “რვა მილის” მთავარ სიმღერად. მაგრამ შემდეგ ემინემმა გადაწყვიტა, რომ ეს სიმღერა ფილმისთვის პირადულივითაა. ამაზე კომპანიის წარმომადგენლები გაბრაზდნენ, რადგან ძლიერ მოსწონდათ “Cleanin out my Closet” და ეგონათ, რომ ემინემი ვერაფერს ვერ დაწერდა ამის მაგვარს, ხოლო მან კი შემდეგ დაწერა “Lose Yourself”.

ემინემს ყავს ორეული, მისი სახელი არის ჯო პეისი, ის ემინემთან ერთად გამოდიოდა “The Anger Management Tour” ტურში. ჯოს მთავარი დავალება არის პრესის მოცილება ნამდვილი ემინემისგან.

D12-ის წევრები თვლიდნენ, რომ პირველი ვინც წარმატებას მიაღწევდა იქნებოდა Proof-ი. ეს ყველასათვის მოულოდნელობა იყო როდესაც ემინემი პირველი გახდა, რადგან ემინემი მაშინ არცისე ცნობილი იყო.

პირველი არჩევანი, რომელიც დრემ და ემინემმა სტენის როლზე გააკეთეს იყო მსახიობი მაკოლეი კალკინი, მაგრამ შემდეგ დრემ არჩია დევონ სავა, რადგან ის უფრო ორგანულად გამოიყურებოდა ამ როლში.

შენონ ელიზაბეთი იყო ემინემის პირველი არჩევანი კლიპისთვის “Superman”.

პლატინის სამაჯური და ბეჭედი, რომლებსაც ემინემი რეგულარულად ატარებს აწერია “DAD”.

ბიჭი რომელიც ჩაცმულია კაქტუსის კოსტიუმში კლიპ “Purple Pills”-ში, ასევე არის კლიპ “Without Me”-ს დასაწყისშიც.

ემინემს მოსწონს “FORD”-ის მარკის ავტომობილები, მაგრამ მისი მეგობრები ამტკიცებენ, რომ ემინემს არცისე ძალიან უყვარს ტარება.

როდესაც დრე და ემინემი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ემინემს ეცვა ყვითელი ფერის სპორტული კოსტიუმი. ასე მაშინ იმიტომ ეცვა, რომ ნორმალური ტანსაცმლისთვის ფული არ ჰქონდა. დრემ იფიქრა, რომ ბიჭუნა ძალიან გავს ბანანს.

ლუის რესტომ ემინემის სიმღერის სტილს უწოდა “კლასიკური ჰიპ-ჰოპი”, რადგან ემინემი იყენებს ინსტრუმენტებს “ცოცხლად” და ამასთან ცოტა სემპლს.

როდესაც ემინემი პირველად შეხვდა ლუის რესტოს მან იფიქრა, რომ ლუის რესტო ეს არის მაიკლ ბოლტონი.

ეს დრ.დრე იყო, რომელიც არწმუნებდა ემინემს, რომ სიმღერა “Hailie’s Song” უნდა ყოფილიყო ალბომ “The Eminem Show”-ში. დრემ ეს სიმღერა მოასმენინა ორ ნაცნობ გოგონას და მათ ამ სიმღერაზე იტირეს, ამის შემდეგ დრე დარწმუნდა, რომ ეს სიმღერა უნდა ყოფილიყო ალბომის ფინალურ ვერსიაში. თავდაპირველად კი ემინემს სურდა შეენახა ეს სიმღერა და მოესმენინებინა ჰეილისთვის, როდესაც გაიზრდებოდა.

ნეით თენანტმა, რომელიც არის პოპ-ჯგუფ PetShop Boy’-ს წევრი, ემინემს ის უსურვა რაც იმღერა თავის სიმღერაში “The Night I Fell In Love”.

ემინემს 11 წლის ასაკში მოსწონდა მადონა.

მსგავსი ამბები

Close
Close