გასართობისაკითხავიუცნაური

საინტერესო ფაქტები ლედი გაგაზე


საინტერესო ფაქტები ლედი გაგაზე.

გაგა სკოლაში სწავლის დროიდან მოყოლებული ოცნებობს თეატრალური პიესის Guys and Dolls-ის გმირის – ადელაიდას როლის თამაშს.

პიანინოს გაკვეთილებს გაგას ასწავლიდა სტრიპტიზიორი.

სპეციალურად იმისათვის, რომ პიანინოზე დაკვრის დროს მისგან ზედმეტი თეატრალიზმი მოეცილებინათ, მასწავლებლები აიძულებდნენ მას, რომ ეტარებინა ხელსახვევი ვარდისფერი პანტერით. გაგას უნდა მიექცია ყურადღება, რომ ფიგურა არ დავარდნილიყო.

პირველი კომპაქტ-დისკი, რომელიც გაგამ თავისივე ფულით იყიდა იყო ჯგუფ Green Day-ს ალბომი Dookie.

ერთხელ შობაზე გაგამ საჩუქრად მიიღო ჯგუფ ბითლზის ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული დისკი და ასევე ბუმბოქსი სტივი უანდერისგან.

გაგას პირველი სიმღერა დაწრილი იქნა სულ რაღაც 15 წუთში და ერქვა «To Love Again».

მოზარდობის ასაკში, ის გარბოდა სახლიდან და უაზროდ დადიოდა ქუჩებში.

გაგას პირველი და ოფიციალური სამუშაო იყო go-go-დენსერი და ოფიციანტი.

თავის შოუს გაგა აკუთნებს ჟანრ “პოპ-ბურლესკს”.

ბავშვობაში გაგას თანაკლასელები მას ხშირად აგდებდნენ სანაგვეში, რომელიც მდებარეობდა ადგილობრივი პიცერიის უკანა ნაწილში.

გაგა თვლის, რომ მასში ცხოვრობს ორი სული – მისი და მისი დეიდის, რომელიც დაიღუპა გაგას დაბადებამდე.

სჯერა მოჩვენებების.

რეალურ ცხოვრებაში გაგა არის კონსერვატიული და არანაირად არ ეწინააღმდეგება მიღებულ ტრადიციებს.

ჭორების მიხედვით გაგამ პიანინოზე დაკვრა ისწავლა თვითონვე 4 წლის ასაკში.

მას უყვარს საჭმლის მზადება.

გაგას უყვარს იტალიური საკვები, განსაკუთრებით კი პასტა.

გაგა არის ცაცია.

გაგა იყო უფულოდ ოთხჯერ.

ამტკიცებს, რომ მუდმივად იხრწვის იმისკენ, რომ მის მუსიკას თვლიდნენ ნამდვილ ხელოვნებად, ოცნებობს შექმნას ნამდვილად რაღაც მნიშვნელოვანი და ახალი მუსიკაში.

მომღერლის ზოგიერთი სიმღერა გამოყენებული იქნა სერიალ “Gossip Girl”-ში, მაგალითად: Paparazzi და Poker Face.

ლედი გაგა აღმერთებს დონატელო ვერსაჩეს და თვლის თავის მუზად.

პოპულარობის პიკში 2008 წლის ბოლოს მას ხშირად ადარებდნენ კრისტინა აგილერას. თვითონ კრისტინა კი აცხადებდა, რომ გაგებაში არ იყო ლედი გაგა კაცი იყო თუ ქალი.

მომღერალი ნანობს, რომ არ დაიბადა 60-იან წლებში, რადგან მაშინ ექნებოდა შესაძლებლობა, რომ შეხვედროდა ჯონ ლენონს.

ლედი გაგა აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მუსიკა და მოდა ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები არიან. ერთს არ შეუძლია მეორეს გარეშე არსებობა.

ლედი გაგამ ბიჭების და ფანების მისამართით განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული ფლირტით. ამიტომაც პატარა ფლირტის შემთხვევაშიც კი შეიძლება გაიგონოთ სიტყვა “არა!”.

ლედი გაგას ძალიან უყვარს პრინცი ჰარი.

ტანსაცმლის შექმნის დროს მას შთააგონებს დედა, რომელიც იყო Valentino-ს და Ferragamo-ს ფანი.

ლედი გაგას სიმაღლე სულ რაღაც 155სმ არის. ამიტომაც კლიპებში ხშირად არის გამოყენებული სიმაღლის სამაყურებლოდ გადიდების ტექნოლოგია კომპიუტერული დამუშავებით. ეს ტექნოლოგია არანაირად არ არის რაღაც ახალი. ამ ტექნოლოგიას იყენებს კაილი მინოუგიც, რომლის სიმაღლეც შეადგენს 154სმ.-ს.

თავის დროზე მომღერალი აცხადებდა, რომ შოუ-ბიზნესში იქნებოდა 30 წელიწადი. ის იმუშავებს დიდხანს და თავაუღებლად, შესვენებების გარეშე.

ლედი გაგას მიზნად დასახული აქვს, რომ შექმნას ხელოვნება და მუსიკა და არა გათხოვება.

თეგები
Close
Close