კულტურა

ქაღალდის წარმოებისთვის გენმოდიფიცირებული ხე შიქმნა

9c7cb92e823e

ბიოინჟინრებმა ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, შექმნეს გენმოდიფიცირებული ალვის ხე. მისი მერქანიდან ლიგნინის ადვილად ამოღებაა შესაძლებელი, რაც ქაღალდის და ბიოსაწვავის წარმოების პროცესს ნაკლებ ხარჯიანს ხდის.

03b9d41155ce

ლინგინი რთული პოლიმერული შენაერთია, რომელიც ძარღვოვანი მცენარეების უჯრედებს უფრო მაგარს ხდის. მერქანის დამუშავების პროცესში ლიგნინი ამოღებულ უნდა იქნას, მაგრამ ეს ტექნოლოგია საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს, რომელიც ამავდროულად დიდი რაოდენობის ნარჩენებს წარმოშობს.

71e551da1def

ხეების გენურ მოდიფიკაციებზე მუშაობისას, კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ლიგნინის პოლიმერის უბრალო მოლეკულებად დაშლას უზრუნველყოფდა. ამ გენის ჩანერგვით, მეცნიერებმა სწრაფადაშლადი ლიგნინიანი ალვის ხე მიიღეს. ამასთანავე ხის სიცოცხლისუნარიანობა იგივე დარჩა. წინა მსგავსი ცდებისას მეცნიერები ლიგნინის მახასიათებლებს თრგუნავდნენ, რაც საბოლოო ჯამში ხის ზრდის სისწრაფეზე აისახებოდა ხოლმე.

a5e3d39063a3

ახალი კვლევის შედეგები შეიძლება ფართოდ იქნას გამოყენებული მრეწველობაში, რაც ბუნებრივ და წიაღისეულ რესურსებზე დატვირთვას შეამცირებს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button