არქივი

ბრუნეი და მისი სულთანი “ჰასანალ ბოლკიაჰი”

ec73b0d4c54a

ბრუნეი (მალაიზ. Brunei Darussalam) — სახელმწიფო (სასულთნო) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ინდონეზიას. ფართობი — 5,8 ათ. კმ². მოსახლეობის რაოდენობა — 372 ათ. (2005). დედაქალაქი: ბანდარ-სერი-ბეგავანი.

სახელმწიფო წყობა

სახელმწიფოს მმართველი და ხელმძღვანელი — სულთანი. ისვე არის ქვეყნის რელიგიური ლიდერი. ხელისუფლება დაკომპლექტებულია ძირითადად მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავებისაგან.
ქვეყნის ტერიტორიულ ადმინისტრაციულო მოწყობა — 4 რეგიონი.

1.ბელაიტი
2.ბრუნეი-მუარა
3.თემბურონგი
4.ტუტონგი

1dc50ae0e0eb

ეკონომიკა

უპირატესობანი: ნავთბის და გაზის მარაგი 20 30 წლის საკმარისია. თუმცა, უცხოური ინვესტიცებიდან შემოსავალი (2004 $7.75 მლრდ]] აღემატება გაზიდან და ნავთმიდან შემოსულ შემოსავალს.
სუსტმი მხარეა დივერსიფიკაციის არ ქონა. ქვეყნის ეკონომიკა ორიენტირებულია ერთ პროდუქტზე.
ქვეყანა წელიწადში მოიპოვებს 10 მლრდ. ტონა ნავთობს და 12 მლრდ მ3 გაზს. ნავთობისა და გაზის დიდი მარაგების გამო ქვეყანას ერთ-ერთი წამყანი ადგილი უკავია ცხოვრების დონის მიხედვით სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. ბოლო წლებში ატიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად.

ისტორია

მე-16 საუკუნეში ბრუნეი მძლავრი ფეოდალური სახლემწიფო იყო და ეკავა კალიმანტანიის და მიმდებარე კუნძულების დიდი ნაწილიასე აღწერს ამ ქვეყანას მაგელანი რომელმაც მოინახულა ეს ქვეყანა 1952 წელს. 1839 წელს ქვეყნის სულთნის მმართველობაში მოსულმა ინგლისელმა ავანტიურისტმა ჯ. ბრუკმა მოაწყო ამბოხება და დაიკავა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი. სულთანისგან ბრუკმა რაჯის ტიტული მიიღო. 1888 წელს ქვეყანა ინგლისის პროტექტორატის ქვეშ გადადის.1959 წელს აჯანყებების ტალღის გამო ინგლისმა ბრუნეის ავტონომია მიანიჭა,1984 წლის 1 იანვრიდან გამოცხადდა ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა. 1992 წელს მიღებულ იქნა კონცეპცია «მალაური ისლამური მონარქია». სულთანმა ხასსანალ ბოლკიახმა დაიწყო საზოგადოების მოდერნიზაციის ფრთხილი პოლიტიკის გატარება. ნაციონალური დღესასწაულია 23 თებერვალი — დამოუკიდებლობის დღე.

ტერიტორიის უმეტესობა დაბლობია. კლიმატი ეკვადორული. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში ვარირებს — 26 °C. ტერიტორიის 75% ტროპიკულ ტყეებს უკავია.

bfd4bf951a19

ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი.

* ჰასანალ ბოლკიაჰი დაიბადა 1946 წელს, ბანდარ-სერი-ბეგავანში, ბრუნეის დედაქალაქში. 1961 წელს იგი გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ, ხოლო, მას შემდეგ, რაც მამამისმა, ბრუნეის 28-ე სულთანმა ჰაჯი ომარ ალი საიფუდინ ჰაირი ვადინმა, უარი განაცხადა სამეფო ტახტზე, 1968 წლის 1 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ ჰასანალი სულთნად აკურთხა (1984 წლამდე ბრუნეი დიდი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა). ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე მონარქმა უმაღლესი განათლება მალაიზიაში, კუალა-ლუმპურის „ვიქტორიის” სამხედრო ინსტიტუტში მიიღო და 1967 წელს ის კაპიტნის ჩინით დაასრულა. წლების შემდეგ კი იგი ოქსფორდისა და აბერდინის უნივერსიტეტების დოქტორის ხარისხის მფლობელი გახდა სამართლის საკითხებში.

431f2025d20f

* ლეგენდის თანახმად, სასულთნოს დინასტიას სათავე დაედო 1365 წელს, როდესაც ქვეყნის სათავეში „ღვთიური წარმოშობის გმირებად” წოდებული 14 ძმა მოვიდა. ამ უძველესი დინასტიის შთამომავალია ბრუნეის რიგით 29-ე სულთანი – ჰაჯი ჰასანალ ბოლკიაჰ მუიზადინ ვადაულაჰი, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება უპყრია ხელთ და პრემიერ-მინისტრის, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრების თანამდებობებიც უკავია. ის, ასევე, არის ერის რელიგიური ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მონარქი მსოფლიოში. ცნობისთვის, ბრუნეის სულთნის სრული სახელია შრი ბაგინდა სულთან ჰაჯი ჰასანალ ბოლკიაჰ მუიზ უდ-დინ ვადაულაჰიბნი ალ-მარჰუმ მაულანა პადუკა შრი ბეგაუვან სულთან მუდა ომარ ალი საიფ უდ-დინ საად ულ-ჰაირ უა უდ-დინი.

dee1da4575e1

* ბრუნეის სულთნის ფერი ყვითელია და არავის აქვს უფლება, ატაროს ამ ფერის ტანსაცმელი, გარდა ჰასანალ ბოლკიაჰისა. სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს იგი ყვითელი ფერის ბალიშზე ზის, მეორე პირი ბრუნეიში – თეთრზე, მინისტრთა კაბინეტის დანარჩენ წევრებს კი სხვადასხვა ფერის ბალიშები აქვთ. ბრუნეის ყველა მოქალაქე ვალდებულია, ზეპირად იცოდეს სულთან ჰასანალ ბოლკიაჰის სრული სახელი და მკრეხელობად ითვლება შეხსენების მიზნით მისი სახელის ფურცელზე დაწერა.

* ბრუნეის სულთანი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ავტოკოლექციის მფლობელია მსოფლიოში. სულთნის ფარეხში არსებული ავტომობილების ზუსტი რაოდენობა უცნობია. „გინესის რეკორდების” წიგნის თანახმად, ეს რიცხვი ციფრი 3 000-დან 6 000-მდე მერყეობს. ყველაზე დიდი ადგილი „მერსედესის” მარკის ავტომობილებს უკავია (531 ცალი), შემდეგ მოდის „როლს-როისი” (500), „ბენტლი” (362), „ასტონ მარტინი” (300), „ბეემვე” (185), „იაგუარი” (177). ასევე, მის კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი სპორტულ ავტომობილებს: „ფერარის” (200), „პორშე” (150) და „ლამბორჯინი” (100). გარდა ამისა, სულთნის სპეციალური დაკვეთით, „ბუგატი” და „მაიბახი” მისთვის ყოველწლიურად ექსკლუზიურ მოდელებს ამზადებენ, ისეთებს, როგორებიც სხვას არავის ჰყავს. ცნობილი საავტომობილო მარკების გარდა, სულთნის ფარეხში, რომელიც ორ კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული, ჩვეულებრივი მოდელებიც ფიგურირებს, ისეთები, როგორებიცაა: „ნისანი” (135), „ტოიოტა” (127), ერთი ცალი „ფიატი სინქუეჩენტო” და ორი ცალი ლონდონური ტაქსი, რომელიც სულთნის სპეციალური დაკვეთით დამზადდა. სულთანი, ასევე, „ფორმულა 1-ის” ბოლიდების დიდი მოყვარულია და მის კოლექციაში, 1980 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა გრანპრის გამარჯვებული ავტომობილია. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სპორტული ბოლიდების უმეტესობა დაზიანებული ან ნაავარიებია, მაგრამ, ეს ფაქტი მის მფლობელს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. მისი აზრით, ბოლიდი, რომლითაც მიხაელ შუმახერს ავარია მოუვიდა, ნამდვილი რელიკვიაა.

* სულთანი თვითმფრინავების მოყვარულიც გახლავთ. მის განკარგულებაშია რამდენიმე თვითმფრინავი, შვეულმფრენი და უნიკალური მოდელის „ბოინგ 747“, რომლის ფასი 233 მილიონი დოლარია და მისი ინტერიერი არ ჩამოუვარდება ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროს ნომრებს, მით უმეტეს, რომ მთელი სანტექნიკა, ისევე, როგორც სულთნის სასახლეში, ოქროთია გაკეთებული.

* მიუხედავად იმისა, რომ სულთანი ჰასანალი ცდილობს, თავისი პირადი ცხოვრება მაქსიმალურად იდუმალებით იყოს მოცული, რამდენიმე სკანდალურმა ფაქტმა მაინც გაჟონა პრესაში. მაგალითად, 1997 წელს „მის ამერიკა 1992-მა” შენონ მარკეტიკმა სულთანს სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 მილიონი დოლარი მოსთხოვა. მაგრამ, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო: შენონი და კიდევ რამდენიმე ამერიკელი მოდელი ბრუნეიში იყვნენ მიწვეულნი ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც ისინი სულთანს წარუდგინეს, რომელიც მოიხიბლა გოგონების სილამაზით და თითოეულს 100 ათასი დოლარის ღირებულების ბრილიანტის კოლიე გადასცა საჩუქრად. შენონს არასაკმარისად მოეჩვენა სულთნის საჩუქარი და ძალადობის ისტორიაც ამიტომ მოიგონა. მეორე ისტორია დაკავშირებულია იტალიელ მსახიობთან მარია გრაცია კუჩინოტისთან და შავკანიან სუპერმოდელ ტაირა ბენქსთან. სულთანმა მათ თავის ჰარამხანაში გაწევრიანება შესთავაზა, სანაცვლოდ კი მათთვის თავისი ოქროს სასახლის (1 788-ოთახიანი სასახლის ფართობი ვატიკანის სახელმწიფოზე ორჯერ დიდია) კარებს აღებდა, თითოეულ მოდელს მოოქრულ ყვითელ „ფერარის”, საფირონებითა და ბრილიანტებით შემკულ გვირგვინსა და წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულების ჩუქებას ჰპირდებოდა. ორივე ლამაზმანმა საჩუქრებზე თავაზიანი უარი განაცხადა.

1d1ca11fcf34

* ბრუნეის პრინცი, სულთან ჰასანალ ბოლკიაჰის უმცროსი ძმა, ჯეფრი ბოლკიაჰი, ერთ დროს პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა, დღეს კი იგი თითქმის ბანკროტია და უსახლკარო ადამიანის სახელით არის ცნობილი. ჯეფრის სახელმწიფო ქონების დახარჯვა ედება ბრალად, თანხა კი ფანტასტიკურია – 15 მილიარდი ამერიკული დოლარი. რა თქმა უნდა, პრინცი უარყოფს ყველაფერს, თუმცა, რთული დასაჯერებელია, რომ ადამიანს, რომელიც თვეში 20 ათას დოლარს იღებდა ხელფასის სახით, შეეძლო, პირად კოლექციაში ჰქონოდა დეგას, მონეს, პიკასოსა და რენუარის ტილოები, შეეძინა 475 მილიონი დოლარის ღირებულების სპეციალური დაკვეთით დამზადებული ავტომობილი „როლს-როისი” და 385 მილიონ დოლარად ეყიდა ბრიტანული საიუველირო კომპანია „ასპრეი.” სულთანმა ჰასანალ ბოლკიაჰმა სპეციალური ბრძანებით ჩამოართვა ქონება საკუთარ ძმას, რომელიც დღესდღეობით ბრიტანეთში ცხოვრობს. ამბობენ, რომ ჯეფრი ბოლკიაჰი ყველაზე მეტად თავის შვიდ ცოლსა და 18 შვილზე დარდობს, რადგან, მას აღარ აქვს საშუალება, რათა შეინახოს ისინი და გადაუხადოს სწავლის საფასური საკუთარ შვილებს, რომელთა უმეტესობა შვეიცარიის პრესტიჟულ კოლეჯებში სწავლობს.

d4cbc651c254

* ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა იმ საჩუქრების ჩამონათვალი, რაც ჯორჯ ბუშმა უმცროსმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მიიღო, რომელთა შორის ყველაზე იაფფასიანი საჩუქარი ბრუნეის სულთნის – ჰასანალ ბოლკიაჰისგან იყო: მილიარდერმა მონარქმა პრეზიდენტ ბუშს აჩუქა წიგნი, სახელწოდებით – „როგორ უნდა შეიყვარო აზია” და ჯაზური მუსიკის დისკი. საჩუქრის ღირებულება სულ რაღაც 70 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

* 60 წლის იუბილე ჰასანალ ბოლკიაჰმა ბრუნეის დედაქალაქ ბანდარ-სერი-ბეგავანში გადაიხადა და მას 10 ათასი დაპატიჟებული სტუმარი დაესწრო. დაბადების დღის დილას სულთანმა საკუთარი „როლს-როისით“ ჩაიარა ქალაქის ქუჩებში, სადაც მას სკოლის ათასობით მოსწავლე ყვავილებით ხელში შეეგება. საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით, პირველად უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ბრუნეის მოსახლეობას ხელფასი მოემატა. დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო კი სულთნის 1 700-ოთახიან სამეფო სასახლეში გაიმართა, სადაც ისეთი ქვეყნების ლიდერები იყვნენ მიწვეულნი როგორებიც არიან ფილიპინები, ტაილანდი და სინგაპური. სუფრის თავში მჯდარ სულთანს გვერდით მისი მეუღლეები ესხდნენ, რომელთა თავებს ბრილიანტის დიადემები ამშვენებდა.

* ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი დაინტერესებულია რუსული სამხედრო ტექნიკით. ამასთან დაკავშირებით, იგი ხშირად ჩადის მოსკოვში და მოლაპარაკებებს აწარმოებს რუს გენერლებთან და პოლიტიკოსებთან სამხედრო შეიარაღების შეძენის შესახებ. ბოლო პერიოდში სულთნის დაინტერესების სფეროში მოხვდა ახალი თაობის რუსული სამხედრო შვეულმფრენი – „ალიგატორი,” რომელსაც ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შუძლია ფრენა და რომელსაც რუსი გენერლები „მფრინავ ტანკს” უწოდებენ.

* 2010 წელს ჰასანალ ბოლკიაჰი დაშორდა თავის მესამე მეუღლეს, აზრინაზ მაზკარ ჰაკიმს, ყოფილ მალაიზიელ ტელეჟურნალისტს, რომელსაც ქმართან გაყრის შემდგომ ჩამოერთვა ყველა სამეფო პრივილეგია. მანამდე იგი მეორე ცოლს, ყოფილ სტიუარდესას, მარიამ აბდულ აზიზსაც დაშორდა და ამჟამად ჰყავს მხოლოდ ერთი ცოლი – ანაკ სალეჰი. ბრუნეის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში დაშვებულია მრავალცოლიანობა, თუმცა, სულთანი ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ცოლთან ცხოვრობს.

ca2414c82feb

* ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი ისტან ნურულ იმანის სასახლეში ცხოვრობს ბრუნეის დედაქალაქ ბანდარ-სერი-ბეგავანში. სასახლის მშენებლობა სულთანს, სხვადასხვა მონაცემებით, 500 მილიონიდან 1,4 მილიარდამდე დოლარი დაუჯდა და ეს სასახლე შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ქვეყნის მმართველის ყველაზე ძვირად ღირებული რეზიდენცია. სასახლეში განთავსებულია სულთნის აპარტამენტები, სამთავრობო ოფისები, მეჩეთი, რომელიც იტევს 1 500 ადამიანს, საბანკეტო დარბაზი 4 ათას ადამიანზე, 257 საპირფარეშო და სააბაზანო ოთახი, 18 ლიფტი, 5 საცურაო აუზი, 153 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოფარეხი და 200 ცხენზე გათვლილი საჯინიბო.

წყარო:Tbiliselebi.ge       wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button