კაცებს დიდხანს სიცოცხლეში Y ქრომოსომა უშლის
ქალები კაცებზე საშუალოდ 5 წლით დიდხანს ცოცხლობენ. შვედმა მეცნიერებმა ამ მოვლენის ახსნის თავისი ვერსია შემოგვთავაზეს.
სამეცნიერო ჯგუფმა, რომელიც შვედეთის ოთხი უნივერსისტეტის სპეციალისტებისგან შედგებოდა, თავიდანვე გადაწყვიტეს ორი ფაქტორის არ გათვალისწინება: ესაა ქალებსა და კაცებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობის განსხვავებულობა, და ასევე კაცების მაღალი სიკვდილიანობა კიბოთი. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა 70-იდან 84 წლამდე ასაკის 1600 ხნიერი ადამიანის მონაცემი.
ქალებთან შედარებით სიცოცხლის ხანმოკლეობა დაკავშირებული იყო, Y ქრომოსომის ასაკობრივ დაკარგვასთან. 60 წლის ასაკიდან მოყოლებული, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, სისხლის უფერულ სხეულებში — ლეიკოციტებში, მკვეთრად მცირდება Y ქრომოსომების რაოდენობა. ამის შედეგად კაცების ორგანიზმი სხვადასხვა დაავადებების მიმართ შედარებით უფრო მოწყვლადი ხდება, პირველ რიგში კი კიბოსთან მიმართებაში.
Y ქრომოსომის მატარებლები, ძუძუმწოვრების უმრავლესობაა, მათ შორის ადამიანიც. იგი შეიცავს გენებს, რომლებიც ორგანიზმის მამრობით სქესს აყალიბებს და სპერმატოზოიდების ფორმირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. შვედმა მეცნიერებმა თავისი კვლევით Y ქრომოსომის ფუნქციონალურობა კიდევ უფრო შეავსეს: მათი აზრით, ის აგრეთვე კიბოს უჯრედების ზრდის დათრგუნვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ მისი შემცირების შემდეგ, კაცებში კიბოვანი დაავადებების მკვეთრი მატება აღინიშნება.
სამეცნიერო კვლევის შუალედური შეჯამება, ჟურნალ Nature Genetics-შია გამოქვეყნებულილ კვლევა კი კიდევ გაგრძელდება. ამის შემდეგ მეცნიერები „ქალის“ X ქრომოსომის უკეთ შესწავლას გეგმავენ, რათა გაიგონ, თუ რატომ არა იგი დაკავშირებული სიმსივნის უჯრედების მუტაციასთან.
შედეგები კიბოს უფრო ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების საშუალებას მისცემენ და ასევე ორგანიზმის ბუნებრივი იმუნიტეტის აღდგენაში დაეხმარებიან.