გართობაკულტურა

გერმანიის ეკონომიკური განვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

http://i017.radikal.ru/1405/00/5fd0d48e90ae.jpg

მეორე მსოფლიო ომის დროს, მილიონობით გარდაცვლილი ადამიანისა და პოლიტიკურად დასუსტებული ქვეყნების ფონზე, ეკონომიკა მსოფლიო მასშტაბით განიცდიდა დეგრადირებას. გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში დამარცხებული მხარე- გერმანია იმყოფედობა. ქვეყანას უამრავი რეფორმისა თუ ნაბიჯის გადადგმა მოუწია, რათა ის მსოფლიო მნიშვნელობის ეკონომიკურ ფიგურა გამხდარიყო, რომელიც დღეს არის.

http://i017.radikal.ru/1405/00/5fd0d48e90ae.jpg

ომის შემდეგ გერმანიაში წარმოება სამჯერ შემცირდა, 1947 წლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე ომამდელ პერიოდზე ბევრად ნაკლები იყო (დაახლოებით 50%). აღსანიშნავია განსხვავება დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის, აღმოსავლეთი, ანუ რუსეთის მიერ ოკუპირებული, ტოტალური კომუნიზმის მხარე, ვერ ან არ ახერხებდა მხარი აება იმ რეფორმებისთვის, რასაც დასავლეთი ატარებდა. ეკონომისტები თვლიან, რომ გერმანიის ეკონომიკამ ყველაზე მეტად და სწრაფად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარდა, (ტერმინი- „ეკონომიკური სასწაული“ სწორედ ამის მანიშნებელია) ეს ალბათ იმიტომ, რომ ამ დროს ყველაზე ‘ღრმა წუმპედან’ ჭირდებოდა ქვეყანას ამოყვანა, ჩემი აზრით, კონტრასტია საგძნობლად თვალსაჩნო და ამიტომაც თვლიან მკვლევარები ასე. თუმცა ამას მნიშვნელობა ნაკლებად ენიჭება იმის დასადგენად, თუ რამ განაპირობა დასავლეთ გერმანიის ეკონომიკური წინსვლა.

http://s020.radikal.ru/i716/1405/60/607ab8b85a39.jpg

ფასების კონტროლის გაუქმება – რეფორმა, რომლითაც ბევრი განვითარებული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. ომამდელ გერმანიაში ჰიტლერის ბრძანებით ფასების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა ომის შემდეგ ამ მოვლენამ პროდუქტებზე დეფიციტი გამოიწვია, თანაც ისეთი, რომ ხალხი ბარტერულ გაცვლაზე გადავიდა. ეს პრაქტიკა ბიზნესშიც კი გავრცელდა. 1948 წლისთვის კი თითქმის ყველა წარმოებული პროდუქტი გათავისუფლდა სახელმწიფო კონტროლისგან.

http://s020.radikal.ru/i720/1405/53/18aaca5f1d1a.jpg

გერმანელი ჯარისკაცები

რთული იყო გერმანიის ეკონომიკის ძვრა, რადგან ამას თავად ევროპის ქვეყნები უშლიდნენ ხელს. სისხლიანი ომი ახალი დამთავრებული იყო და გასაგებია, რომ საფრანგეთსა თუ ინგლისს არ სურდა მტრის უსწრაფესად ფეხზე წამოდგომა, თუმცა გერმანიისთვის ამას ხელი დიდად არ შეუშლია. ეკონომისტ ლუდვიგ ერჰარტის პროექტში, რომელიც რეფორმის სახით 1948 წელს განხორციელდა, აღწერს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო დასავლეთ გერმანიისთვის სავალუტო რეფორმა. მისი აზრით, ქვეყანაში ერთი ფულის ერთეულის არსებობა, წარმატების მთავარი განმაპირობებელი ნიშანი იყო, რადგან ეს გაამარტივებდა ეკონომიკურ განვითარებას. მართლაც, დასავლეთ გერმანიაში ფულის ერთეული შეიცვალა და ერთი ვალუტა დარჩა მიმოქცევაში. ფულის ერთეულის რეფორმის შემდეგ ინგლისმა, საფრანგეთმა და ამერიკამ გერმანიასთან საზღვრები განაახლა.
1950 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, გააფორმა დასავლეთ გერმანიასთან ხელშეკრულება, რის შემდეგაც სხვა ქვეყნებსაც შესთავაზა გერმანიისა და საფრანგეთის ქვანახშირისა და ფოლადის მაღაროებში მუშაობა. შუმანის გეგმა მიზნად ისახავდა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებას, რადგან ეს ორი მასალა ყველაზე მნიშვნელოვანია ინდუსტრიის განვითარებისთვის. ინდუსტრიულმა განვითარებამ კი ექსპორტის ზრდა გამოიწვია.
ერთ-ერთ აღსანიშნავ მოვლენად ეკონომიკის განვითარებაში, რა თქმა უნდა, „მარშალის გეგმა“ უნდა ჩაითვალოს. „მარშალის გეგმის“ საშუალებით ევროპულმა ქვეყნებმა 13 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო, საიდანაც წილი (დაადლოებით 2 მილიარდი დოლარი) გერმანიასაც ერგო. მანამდე თუ მსოფლიო ექსპორტში გერმანიას მხოლოდ 6% ეკავა, გეგმის განხორციელების შემდეგ ამ მონაცემმა 10%-ს მიაღწია.

http://s57.radikal.ru/i156/1405/23/28fedb7b3a7a.jpg

http://s020.radikal.ru/i722/1405/0b/515fc6845096.jpg

1955 წლისთვის იმდენად გაიზარა წარმოება, რომ საჭირო გახდა „გასტარბაითერების“, მოწვეული მუშახელის, ჩამოყვანა სხვა ქვეყნებიდან.

ძირითადად ამ მოვლენებმა, ინფლაციის შეჩერების მცდელობამ, გადასახადების ზღვრული განაკვეთის შემცირებამ, ფასების კონტროლია აღკვეთან განათლებამ, განაპირობა ის, რომ გერმანია დღეს ეროვნული ეკონომიკით პირველ ადგილს იკავებს ევროპაში, მსოფლიო მასშტაბით კი მე-4 ადგილზეა ნომინალური მშპ-ით. დღევანდელი გერმანიის ეკონომიკური პოლიტიკა დამყარებულია სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფციაზე, რისი მიზანიც თავისუფალი ინიციატივების გაერთიანება და კონკურენტუნარიან ეკონომიკაზე დამყარებული სოციალური პროგრესია.

Back to top button