არქივი

სადაური წარმომავლობა აქვთ ბოშებს?

4ed671abc5e4

გენეტიკოსები ამტკიცებენ, რომ ევროპის ეროვნული უმცირესობების მსხვილი ჯგუფი – ბოშები, ჩრდილოეთი ინდოეთიდან 1500 წლის წინ გამოვიდნენ. შუა საუკუნეებში ფიქრობდნენ, რომ ბოშები ევროპაში ეგვიპტიდან იყვნენ მისული. ამ ისტორიას თავად ბოშათა ნაწილი დღემდე ყვება და თავს ძველ ეგვიპტელთა შთამომავლად მიიჩნევს.

გენეტიკური მეცნიერების განვითარებისა და ევროპის ხალხების, მათ შორის ებრაელთა წარმომავლობის აქტიური შესწავლის მიუხედავად, ბოშები, რომელთა რიცხვიც 11 მილიონამდე აღწევს, ცალკე ჯგუფად რჩებოდნენ. საკითხის შესწავლა ესპანელმა მეცნიერმა დავიდ კომასმა და მისმა კოლეგებმა ითავეს.
100a250b12c7

ლინგვისტიკურმა და გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბოშები ინდუსების მონათესავეები არიან. ამ იდეის დასამტკიცებლად და მიგრაციის დამატებითი დეტალების მისაკვლევად მეცნიერებმა ბოშათა 13 ჯგუფისა და სხვა ხალხების დნმ-ები შეადარეს.
abe9cb182add

გაირკვა, რომ თანამედროვე ბოშების წინაპრები ჩრდილოეთი ინდოეთიდან ერთდროულად გამოვიდნენ. ბალკანეთში ჩაღწევამდე, თითქმის 900 წლის განმავლობაში, ისინი მთელ ევროპას მოედნენ.
e6b9369bfafd

მას შემდეგ, ასწლეულების განმავლობაში ისინი ან შეერეოდნენ ევროპულ პოპულაციას, ან მათ ანათემას გადასცემდნენ. ჰოლოკოსტის წლებში 200 ათასიდან ნახევარ მილიონამდე ბოშა განადგურდა. შემდეგ ისინი კომუნისტურ ქვეყნებში გახდნენ ასიმილაციის მსხვერპლი.
119ed33e0d44

დავიდ კომასი ანალიზის გაფართოებასა და კვლევაში ბოშებისა და ინდური პოპულაციის უფრო მეტი ჯგუფების ჩართვას გეგმავს, სადაც ამ ხალხის წინაპრები ცხოვრობდნენ.
fbd6275a2715
64f346769d28

Back to top button