გართობაუცნაური

საინტერესო ფაქტები ცაციებზე

3b34f7a643e0
საინტერესო ფაქტები ცაციებზე.

ხალხს მრავალი საუკუნის განმავლობაში ეშინოდა იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი დროის უმეტესი ნაწილით მუშაობდნენ მარცხენა ხელით. ზოგიერთ კულტურაში ცაციები ითვლებოდნენ უწმინდურებად. ასევე ეშინოდათ იმ თანამშრომელებისაც, რომლებიც ნაჯახს ხმარობდნენ მარცხენა ხელით. მათთან პარტნიორობა საშიშად ითვლებოდა.

ცაციები იყვნენ ისეთი გენიოსები როგორებიც არიან: აინშტაინი, ლეონარდო და ვინჩი, ფრიდრიხ ნიცშე და ბევრი სხვა ასევე მწერლები: ალექსანდრ პუშკინი, ლევ ტოლსტოი და მარკ ტვენი წერდნენ მარცხენა ხელით. პოლიტიკოსების ბევრნი არიან, რომლებიც მარცხენა ხელს ხმარობდნენ: ნაპოლეონ ბონაპარტი, ფიდელ კასტრო, ალექსანდრე მაკედონელი და უინსტონ ჩერჩილი.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მსოფლიოში ცხოვრობს დაახლოებით 500 მილიონი ცაცია, ხოლო 13 აგვისტოს აღინიშნება ცაციების საერთაშორისო დღე. თუკი ორივე მშობელი ცდილობს იხმაროს მარცხენა ხელი, მაშინ არსებობს 46% იმის შანსი, რომ შვილი იქნება ცაცია. ასევე მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ცაციები უჩნდებათ ასაკიან დედებს.

ადამიანები, რომლებიც ხმარობენ მარცხენა ხელს განსხვავდებიან სხვებისგან არამხოლოდ იმით, რომ იყენებენ მარცხენა ხელს, არამედ იმითაც, რომ მათი ტვინი განსხვავებულად მუშაობს. ძალიან ძლიერადაა განვითარებული მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც პასუხისმგებელია კრეატიულ იდეებზე.

ცაციები ასევე იპყრობენ მწვერვალებს სპორტში. ბევრი ჩემპიონი ბოქსში არის ცაცია, ასევე ფარიკაობაში და ჩოგბურთში, რომლებიც იყენებენ მარცხენა ხელს. საქმე იმაშია, რომ მარცხენა ხელი არაკომფორტულია მათთვის, ვინებიც იყენებენ მაჯვენა ხელს.

ასევე არსებობენ ადამიანები – ამბიდექსტერები, რომლებიც ორივე ხელს თანაბრად ხმარობენ. ზოგიერთი მათგანი სპეციალურად გადაეჩვია მარჯვენა და მარცხენა ხელის ხმარებას. რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტი – ვლადიმირ პუტინი ამ ადამიანების სიაში შედის.

საბჭოთა კავშირის არსებობის დროს მიღებული იყო, რომ გადეჩვიათ ბავშვებისთვის მარცხენა ხელით წერა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდა ნეგატიური შედეგები ძალადობრივი ტრანსფორმაციის გამო. მხოლოდ 1986 წლიდან შეწყდა ძალადობრივი გადაჩვევა.

ცხოველების სამყაროშიც შეამჩნევთ ცაციებს. ასეთი ცხოველები იყენებენ მარცხენა თათს. თაგვები ნახევარზე ოდნავ ნაკლები არიან ცაციები. პრიმატების 2/3 იყენებს მარცხენა ხელს ხილის მოსაწყვეტად, ხოლო თეთრი დათვების 100% არის ცაცია.

Back to top button