მარშალის კუნძულები-წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში. დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ბოლო სამხრეთიდან კირიბატის ტერიტორიული წყლები. სახელმწიფო მარშალის კუნძულები მდებარეობს 19 ატოლზე და 5 კუნძულზე. ქვეყნის დედაქალაქი და ამავდროულად უდიდესი ქალაქია მაჯორუ. სახელმწიფო ვალუტაა აშშ დოლარი. 2005 წლის შეფასებით მარშალის კუნძულებზე 61,963 ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. მარშალის კუნძულები-წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში. დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ბოლო სამხრეთიდან კირიბატის ტერიტორიული წყლები. სახელმწიფო მარშალის კუნძულები მდებარეობს 19 ატოლზე და 5 კუნძულზე. ქვეყნის დედაქალაქი და ამავდროულად უდიდესი ქალაქია მაჯორუ. სახელმწიფო ვალუტაა აშშ დოლარი. 2005 წლის შეფასებით მარშალის კუნძულებზე 61,963 ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია.
მარშალის კუნძულების დროშა
სამოა-სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთში. ძველი სახელწოდებები:გერმანიის სამოა, დასავლეთი სამოა. უკავია სამოას არქიპელაგის 2 უდიდესი კუნძული სავაი და უპოლუ. სამოას დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია აპია. ქვეყნის მოსახლეობა 2007 წლის შეფასებით 214,265 კაცს შეადგენს. ეროვნული ვალუტაა ტალა. სამოას საკმაოდ ბევრი ამბავი გადახდენია თავს:1900 წელს სამოას არქიპელაგის დასავლეთი კუნძულები ანექსირებული იქნა გერმანიის მიერ. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა ოკუპირებული იყო ახალი ზელანდიის მიერ, ხოლო 1920 წელს სამართავად ოფიციალურად გადაეცა ახალ ზელანდიას. 1962 წლის 1 იანვარს დასავლეთი სამოა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო სამოა.
ქვეყნის შემოასვლის ძირითადი წყარო ტურიზმი და ნავთმშენებლობაა.
სამოას დროშა
კვიპროსი-კუნძულოვანი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვაში. კვიპროსში ტურიზმი ძალზედ განვითარებულია იგი მსოფლიოს მე-40 ყველაზე პოპულალური ტურისტული ქვეყანაა ჩამოსვლების მიხედვით. 2011 წელს ტურისტების რაოდენობამ 2,390,000 მიაღწია. კვიპროსის დედაქალაქი და ამავდროულად უდიდესი ქალაქია ნიქოზია იქ 100,000 კაცი ცხოვრობს. 2007 წლის მონაცემებით კვიპროსში 788,457 მოსახლეა. სახელმწიფო ვალუტაა ევრო. ოფიციალური ენებია თურქული და ბერძნული რადგან კვიპროსი ორ ნაწილად იყობა პირველი ნაწილი-ბერძნული ხოლო მეორე ნაწილი-თურქული.
კვიპროსის დროშა
ანტიგუა და ბარბუდა-ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ორ დიდ , ანტიგუას და ბარბუდაზე და რამდენიმე მცირე კუნძულზე. კარიბის ძღვისა და ატლანტის ოკეანეს შორის. ქვეყანა არის ერთა თანამეგობრობის და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი. კუნძული აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა 1493 წელს, თავისი მეორე ექსპედიციის დროს. ქვეყნის ოფიციალური ენაა ინგლისური. ანტიგუა და ბარბუდას დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია სენტ-ჯონსი. 2010 წლის შეფასებით ქვეყანაში 86,754 კაცი ცხივრობს. კუნძულების ძირითადი შემოსავალი ტურიზმია ხოლო ოფიციალური ვალუტაა აღმოსავლეთ კარიბის დოლარი. ანტიგუა და ბარბუდაში მისდევენ თამბაქოს წარმოებას ასევე ქოქოსების გაყიდვას და ასე შემდეგ. 1981 წლის 1 ნოემბრიდან ანტიგუა და ბარბუდა დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
ანტიგუა და ბარბუდას დროშა
სინგაპური-სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთით. შედგება კუნძულ სინგპარუის და სხვა პ[ატარა კუნძულებისაგან. ოფიციალური ენებია მალაიური, ჩინური, ტამილური, ინგილისური. სინგაპურის დედაქალაქია სინგაპური. ეროვნული ვალუტაა სინგაპურურლი დოლარი. ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმი და მანქანათმშენებლობაა. სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა ტერიტორიების სიმცირის მიუხედავად. 2007 წლის შეფასებით ქვეყანაში 4,680,600 კაცი ცხოვრობს.
სინგაპურის დროშა
გუამი-კუნძული წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ოფიციალური ენაა ინგლისური. გუამის დედაქალაქია ჰაგატნა. ვალუტა ამერიკული დოლარი. 2007 წლის შეფასებით ქვეყანაში 173,456 კაცი ცხოვრობს.
გუამის დროშა
ვიდეო სინგაპურზე.