არქივი

საინტერესო საიტები (ნაწილი 1)

websites logo designer

საინტერესო საიტები (ნაწილი 1)

1.

www.movievisor.com

სოციალურ ქსელებში ხშირად ვკითხულობთ ასეთ ფრაზას ”რამე კარგი ფილმი მირჩიეთ” ან სხვა მსგავსი, შესაძლოა ჩვენც ხშირად ვითხოვთ. დღეს გაგაცნობთ საიტს რომელიც გთავაზობთ ფილმებს რომლებმაც შესაძლოა პირადად თქვენ დაგაინტერესოთ. უბრალოდ მიუთითებთ თქვენი საყვარელი ფილმის სათაურს დ სისტემა შემოგთავაზებთ ათობით ნამუშევარს რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოდ. ყველაფერი ძალიან კარგად არის გაკეთებული, ამიტომ სასიამოვნო ჩვენებას გისურვებთ.

საიტი www.movievisor.com

2.

www.naturesoundmap.com

ეს არის მსოფლიო რუკა სადაც მონიშნულია ის ხმოვანი ჩანაწერები რომლებიც ბუნების ექსპერტებმა ჩაწერეს სხვადასხვა ქვეყნებში. გეძლევათ საშვალება მოისმინოთ და გაიცნოთ ის გარემო რომლეიც არსებობს დედამიწაზე. საიტის სტრუქტურა საკმაოდ მარტივი და საინტერესოა. სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ.
საიტიwww.naturesoundmap.com

3.

www.littlewebhut.com

კიდევ ერთი საგანმანათლებლო საიტი, სადაც შეძლებთ ისწავლოთ web დაპროგრამება. საიტი მოიცავს HTML, CSS, JavaScript და სხვა ენებს. საიტის განსაკუთრებულება ასევე იმაში მდგომარეობს, რომ სწავლის პროცესშივე შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი დაწერილი კოდი საიტზე.

საიტიwww.littlewebhut.com

4.

www.canva.com

დიზაინი ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი პროდუქტის რეკლამირებაში. გვიწევს პოსტერების,ბანერების და სხვა საშვალებების დამზადება,თუმცა ყველა ამ საქმეში კარგად ვერ ერკვევა. დღეს გაგაცნობთ ძალიან კარგ ვებ საიტს,რომელიც გთავაზობთ უამრავ ხელსაწყოს და ესკიზს იმისათვის რომ დაამზადოთ ლამაზი პოსტერები,ბანერები და Facebook-ის ქეუდებიც კი. ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით ხდება რომ მათ გასაკეთებლად არანაირი ტექნიკური ცოდნა არ არის საჭირო. გირჩევთ კარგად შეისწავლოთ ეს საიტი რადგან აუცილებლად გამოგადგებათ.

საიტიwww.canva.com

5.

spillit.me

ეს საიტი გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას რათა უკედ შევაფასოთ და გავიცნოთ ჩვენი მეგობრები . ნებისმიერ მსურველს შეუძლია მარტივად შექმნას საკუთარი გვერდი და მოუწოდოს მეგობრებს, რათა დაწერონ მის შესახებ( შესაძლოა ანონიმურადაც) ასევე შეგიძლიათ დასვათ კითხვები რომლებიც თქვენ გიკავშირდებათ და მეგობრებისაგან მიიღოთ პასუხები. დამეთანხმებით რომ  იდეალური გზა არ არის მეგობრების უკედ გასაცნობათ, თუმცა ეს საიტი მოულოდნელად აღმოვაჩინე და გადავწყვიტე გამეზიარებინა.

 საიტი www.spillit.me

6.

exobrain

გონებაში ყოველ წუთში ახალი  აზრი თუ საფიქრალი მოგვდის. მათი დამახსოვრება და ანალიზი ბევრად რთულია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, ვინ იცის რამდენი  ნათელი აზრი გაფრენილა ჩვენი მეხსიერებიდან.  ფსიქოლოგები გვირჩევენ რომ ყოველი ახალი აზრი ფურცელზე ჩავინიშნოთ. ვისაც გამოუყენებია მსგავსი მეთოდები დამეთანხმება რომ ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა  ინტერნეტი, განსაკუთრებით კი ის აპლიკაცია რომელიც დღეს უნდა გაგაცნოთ ამისათვის იდალურია. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკს, თუ მოღვაწეობის სფეროს(ბიზნესი,სწავლა,ოჯახი). ეს საიტი ყველას ძალიან გამოგადგებათ. მე ის თავისი არაჩვეულებრივი დიზაინით, იდეების გონებიდან გადმოტანის ფორმითა და სიმარტვივით მომწონს. ყველას გირჩევთ გამოიყენოთ, ძალიან დაგეხმარებათ.  ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებაც, რამდენად კარგად გამოიყენებთ მას, თუ რაიე გაუგებარია დაწერეთ და აცილებლად გაგარკვევთ, ასევე კარგი იქნება თუ ამ საიტს მეგობრებსაც გაუზიარებთ

საიტი www.exobrain.co

7.

http://make-everything-ok.com/

ასეთი პრმიტიული თუმცა მრავლის მოქმედი საიტი ჯერ არ დადებულა ჩვენს ბლოგზე, მართლაც უნიკალური საიტია. ვებ გვერძე არის ღილაკი რომელზეც  მაუსის დაჭერისას თქვენს ცხოვრებაშიც და მათელს მსოფლიოშიც ყველაფერი კარგად იქნება. არ გჯერათ? აგერ შედით და თავად დარწმუნდით.გაუზიარეთ ეს საიტი თქვენს მეგობრებს, დარწმუნებული ვარ ერთად მსოფლიოს შევცვლით :)

საიტი www.make-everything-ok.com

ჯერ-ჯერობით ეს იყო, თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ :)

წყარო: www.gverdebi.com

sali

me var salome

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button