გართობაუცნაური

კაკაპო ან ბუ თუთიყუში

936972b822f4
კაკაპო ან ბუ თუთიყუში.

კაკაპო ან ბუ თუთიყუში არის უნიკალური ფრინველი, ის ძლიერ განსხვავდება თავისი ნათესავებისგან. პირველი და ალბათ ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ კაკაპო ვერ დაფრინავს. ევოლუციის დროს ისე მოხდა, რომ ფრენაზე პასუხისმგებელი კუნთები გახდნენ ატროფირებულები და ჩიტებს დაეკარგათ ფრენის უნარი. ეს მოხდა კი იმის გამო, რომ ფრინველები ცხოვრობენ იზოლაციაში ახალ ზელანდიაში და მათ არ იციან მტაცებლები. ერთადერთი, რაც კაკაპოს შეუძლია არის ხეზე აძრომა და იქიდან პლანირება.

მეორე არის ის, რომ ის ყველაზე დიდხანს მცხოვრები თუთიყუშია!!! ფრინველის წონა შეადგენს 4 კილოგრამს, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი აჭარბებს 95 წელს.

მესამე კი ის არის, რომ კაკაპო წარმოადგენს ცოცხალ არომატიზატორს, როგორც ნაამბობიდან ვიგებთ კაკაპოს აქვს სასიამოვნო სუნი. ალბათ ეს არის ბუნებრივი ინსტინქტი, რომელიც ანიშნებს სხვა თუთიყუშს მის აქ ყოფნაზე.

d80074e14827

ბოლო და განმასხვავებელი ნიშანი კი არის სახის დისკის მსგავსება ბუებისადმი. პრაქტიკულად მთელ თავის სიცოცხლეს კაკაპო ატარებს მიწაზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც სავსეა ხეებით და ბუჩქებით. ფრინველის ეს სახეობა გადაშენების პირასაა და გადარჩა მხოლოდ 100 ამდაგვარი. მიზეზი კი საკმაოდ ბანალურია: ევროპელებმა შეიტანეს მტაცებლები – ვირთხები, რომლებიც ჭამენ კვერცხებს და ნადირობენ დიდ ფრინველებზე.

5101eade8597

მსგავსი ამბები

Back to top button