გასართობი

თანამედროვე მუნუმენტური ფერწერა კედლებზე…


კედლის მხატვრობისთვის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. მათ შორის არის: ფრესკა და მეცო-ფრესკა. ცნობილი ბრიტანელი მხატვარი შარლოტა მანი (Charlotte Mann) – ცნობილი გახდა თავისი ფრესკებით , რომელიც კედლის მხატვრობის ძირითადი ტექნიკაა. ფრესკა ფერწერის სახეობაა, რომელიც სრულდება კირიან წყალში გახსნილი საღებავებით სველ შელესილობაზე. გაშრობისას იკეთებს გამჭვირვალე, კრისტალური კალციუმის აფსკს, რის გამოც ნახატი მყარი და გამძლე ხდება. ფრესკას უწოდებენ აგრეთვე ამ ტექნიკით შესრულებულ მხატვრულ ნაწარმოებს.

შარლოტა მანი მოიხსენიეს ისეთ მსოფლიო პუბლიკაციებში, როგორიცაა „Elle დეკორაციები“, „AD“, „Casa Vogue“ და „ design Week“. სიურეალისტური სამუშაობებისათვის მას დასჭირდა დიდი ძალისხმევა ; შარლოტა ხატავდა ყველაფერს : პარკეტიდან დაწყებული თეატრალური დეკორაციების ჩათვლით. „ბრტყელი „ გრაფიკა, იძლევა საინტერესო ვიზუალურ სამ განზომილებიან ეფექტს. შრომატევადია და შთამბეჭდავი, როგორც აღნიშნავენ მისი კოლეგები- „ და ეს არ არის მხოლოდ უბრალო გრაფიტი, არამედ ნამდვილი ფერწერული შედევრებია სახლების კედლებზე.

დღეს კედლის მხატვრობა სხვადასხვა მეთოდით სრულდება, ხშირად, ზეთის საღებავით. ამ დარგისთვის მრავალი თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენება, მაგალითად, ნახატი ან ფოტოგრაფიული სურათი ტილოზე, მინაზე, ქაღალდზე ან ხეზე გადააქვთ და კედელზე ამაგრებენ, რაც ხელით შესრულებული ნამუშევრის ეფექტს ქმნის; და ცნობილი მხატვარი იშვიათად, მაგრამ მაინც მიმართავდა ამ ტექნოლოგიას.
…ქალაქის მდიდარ მაცხოვრებელთა სახლების მოხატულობა, მაგ: მისტერიების სასახლე, I ს. ძვ. წ-აღ.) დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. კედლის მხატვრობა ის დარგია, რომელიც ხელოვნებას ნებისმიერ საზოგადოებრივ სივრცეში წარმოადგენს, სწორედ ამიტომ არის იგი პოპულარული.











































blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close