არქივი

ყველა დროის, ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ნახატები

image

ყოველ წელს ასობით ნახატი ემატება განთქმულ კოლექციებს. ხოლო კოლექციონერები კი მილიონებს ხარჯავენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ექსპონატი და იშვიათი ნახატებით გაავსონ საკუთარი კოლექცია. მოკლედ, ამ სტატიაში გთავაზობთ ყველა დროის ყველაზე ცნობილ და ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებს.

 

1). “ვენერას დაბადება”.

 

ეს სურათი დაიწერა დიდი ფლორენციელი მხატვრის “სანდრო ბოტიჩელის” მიერ 1845-1847 წლებში, სადაც გამოსახულია ქალღმერთი ვენერა (ბერძნული მითოლოგიის მიხედვით აფროდიტა), რომელიც წარმოიშვა ზღვის ქაფიდან. ამჟამად ეს პორტრეტი მდებარეობს ფლორენციაში მუზემ “Uffizi”-ში.

image

 

2). “წყლის ლილიები”.

 

მხატვარი “მონე”, რომელიც ცხოვრობდა 43 წლის განმავლობაში ჟივერნში (80 კმ-ში პარიზთან ახლოს) და იქირავა სახლი მიწის დიდი ნაკვეთით, რომელიც დამახასიათებელი ყოფილა ორი ლამაზი ბაღით. სწორედ ერთ-ერთი ბაღი, რომელიც გაშენებული ყოფილა აუზში, გამხდარა დახატვის შთაგონების წყარო და ასე გაუთქვმას მონეს სურათს “წყლის ლილები” სახელი. ამჟამად სურათი მდებარეობს ნიუ-იორკში მუზეუმ “მეტროპოლიტენში” და იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფერწერულ ტილოს მსოფლიოში.

image

 

3). “ღამის საათი”.

 

ჰოლანდიელი მხატვრის- “რემბრანტ ვან რეინას” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი. სურათზე მოცემულია სახელმწიფო მუზეუმი ამსტერდამში და მასზე აღბეჭდილია ჰოლანდიის ოქროს ხანის 1642 წლის მიწურული. სადაც ნათლად ჩანს საბრძოლო გამოსვლა კაპიტან ფრანს ბანინგ კოკასა და ლეიტენანტ ვილემ ვან რეიტენბურგის.

image

 

4). “კივილი”.

 

ნორვეგიელ მხატვარ – ექსპრესიონისტს “ედვარდ მუნჩს” ეკუთვნის ფერწერული ნამუშევარი “კივილი”, სადაც ასახულია დატანჯული ადამიანი სისხლიანი ზეცის ფონზე. სურათი დახატულია 1893 წელს და მდებარეობს ნორვეგიის მუზეუმში. 1994 წელს იქნა მუზეუმიდან მოპარული, მაგრამ საბედნდიეროდ უკან დაბრუნება მოუხერხებიათ.

image

5). “გოგონა მარგალიტის საყურით”.

 

სუართი დაწერილია ნიდერლანდელი მხატვრის “იანო ვერმეეროს”მიერ დაახლოებით 1665 წელს და ხშირად ამ სურათს “ჰოლანდიელ მონა ლიზასაც” უწოდებენ.

image

 

 

6). “გერნიკა”.

 

“პაბლო პიკასოს” არაჩვეულებრივად შესრულებული სურათი, სადაც გამოხატულია ქალაქ გერნიკის მოსახლე თუ ჯარისკაცების ტანჯული სახეები ომის დროს. ძირითადი ყურადღება კი მხატვარს გამახვილებული აქვს ბასკური ქალაქის დაბომბვისკენ. სურათი დაიწერა 1937 წელს და ამჟამად ის მდებარეობს დედოფალ სოფიას მუზეუმში ქალაქ მადრიდში.

image

7). “ადამის შექმნა”.

 

“მიქელანჯელოს” მიერ შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მაღალი რენესანსის მქონე სურათი, სადაც აღბეჭდილია “ადამის შექმნა” და იგი დაწერილია 1508-1512 წლებში.

image

8). “საიდუმლო სერობა”.

 

იტალიელი მხატვრის “ლეონარდო და ვინჩის” მიერ შექმნილი სურათი. სურათი დაწერილია ქალაქ მილანში, სანტა მარია დე ლა გრაციის მონასტრის სატრაპეზო ოთახის უკანა კედელზე. სურათის წერა დავინჩმა დაიწყო 1495 წელს და დაასრულა 1498 წელს, სადაც ნათლად ჩანს მაცხოვარი იესო ტრაპეზის დროს, რომელიც თორმეტ მოციქულს ამცნობს გაცემის ამბავს.

image

 

 

 

9). “მონა ლიზა”.

 

“ლეონარდო და ვინჩის” მიერ შესრულებული, ყველასათვის კარგათ ნაცნობი პორტრეტი “მონა ლიზა”, რომელიც მსოფლისო განხილვის თემაა დღემდე. მან ხატვა დაიწყო 1504 წელს და დაასრულა არც თუ ისე ადრე გარდაცვალებამდე 1519 წელს. 1911 წელს იტალიელმა პატრიოტებმა მოიპარეს ლუვრის მონასტრიდან ეს პორტრეტი იმ დევიზით, რომ იტალიას უნდა დაბრუნებოდა სურათი და მხოლოდ 2 წლის შემდეგ გაყიდვის მცდელობის დროს დააკავეს “პერუჩიო”, რომელიც ამ ხნის მანძილზე სახლში ინახავდა სურათს და დაკავების დროს კი იგი აპირებდა ამ პორტრეტის გაყიდვას ფლორენციის გალერიის დირექტორზე. დღეს პორტრეტი პარიზში, ლუვრის მუზეუმში კიდია და ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი მიდის მის სანახავად.

image

 

 

 

10). “ვარსკვლავიანი ღამე”.

 

ჰოლანდიელი მხატვრის “ვინსენტ ვან გოგის” მიერ შესრულებული სურათი “ვარსკვლავიანი ღამე”. ერთადერთი პორტრეტი, რომელიც მხატვარმა თავის სიცოცხლეში გაყიდა. მასზე მოცემულია სოფელი სენ-რემი ღამით. სურათი 1941 წლიდან-დღემდე მდებარეობს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

image

 

წყარო : intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button