არქივი

გამონათქვამები რომელსაც უნდა ჩაუფიქრდე.

cc0f7d6df7d8
მსოფლიოში მრავალი ცნობილი ადამიანი დაბადებულა. ისტორიის ფურცლებზე მათი სახელები დღესაც რჩება, მათმა გმირობამ,თავდადებამ,ნიჭმა,გამოგონებამ… ათასწლეულებს გაუძლო ამ პოსტში კი წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების არც თუ ისე ცნობილ გამონათქვამებს.
ისტორია ცხადყოფს, რომ დაუმარცხებელი არმიები არ არსებობენ. (იოსებ ჯუღაშვილი-სტალინი) (მსოფლიო დიქტატორი)

სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში. (უილიამ შექსპირი) (მწერალი)

კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას. (ფრანსუა ფენელონი) (მწერალი,თეოლოგი,პოეტი)

ნამდვილ დემოკრატიას პარლამენტი საერთოდ არ სჭირდება. (ადოლფ ჰიტლერი) (მსოფლიო დიქტატორი)

მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერდ ერიდები, მეგობარს კი ენდობი. (ლევ ტოლსტოი) (მწერალი)

ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. აი, რა არის რწმენა. (ანრი მარი ბეილი-სტენდალი) (მწერალი)

სიხარბე ყველა ბოროტების საფუძველია. (ჯეფრი ჩოსერი) (ფილოსოფოსი,პროზაიკოსი,ბიუროკრატი,დიპლომატი)

ვინც უარყოფს სხვის თავისუფლებას, თვითონ არ იმსახურებს იგი ამ თავისუფლებას. (აბრაამ ლინკოლნი) (ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი)

ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე: მე, ის და დუმილი… დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო. (ვახუშტი კოტეტიშვილი) (მწერალი)

ოლაპარაკე ყოველთვის სიმართლე და არაფრის დამახსოვრება აღარ დაგჭირდება (მარკ ტვენი) (მწერალი,სატირიკოსი)

ომი არის პოლიტიკის განგრძობა სხვა საშუალებებით. (ვლადიმერ ლენინი) (მსოფლიო დიქტატორი)

ცხოვრება ტრაგედიაა, კომედიური წუთშესვენებით. (ფრანსუა მარი არუე-ვოლტერი)

(მწერალი,დრამატურგი,განმანათლებელი,ფილოსოფოსი)

არ ფანტო დრო იმ ადამიანზე რომელიც არ ისწრაფვის რომ დრო შენთან გაატაროს. (გაბრიელ გარსია მარკესი) (მწერალი,ჟურნალისტი…)

მსგავსი ამბები

Back to top button