გასართობილაშქრობებისურათები

მსოფლიოს პატარა ქვეყნები (2 ნაწილი)


სეიშელის კუნძულები-კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ვიქტორია. სეიშელის კუნძულების ეკონომიკა ცვალებადია აქ ეკონომიკის მთავარი დარგებია ტურიზმი და თამბაქოს წარმოება ასევე ქოქოსის პლანტაციები. ქვეყნის ვალუტაა სეიშელის რუპი. 2012 წლის შეფასებით სახელმწიფოში სულ 93,200 კაცი ცხოვრობს



სეიშელის კუნძულები-კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ვიქტორია. სეიშელის კუნძულების ეკონომიკა ცვალებადია აქ ეკონომიკის მთავარი დარგებია ტურიზმი და თამბაქოს წარმოება ასევე ქოქოსის პლანტაციები. ქვეყნის ვალუტაა სეიშელის რუპი. 2012 წლის შეფასებით სახელმწიფოში 93,200 კაცი ცხოვრობს.

სეიშელის კუნძულების დროშა

 

სან-მარინო – მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულზე მისი დედაქალაქია სან-მარინო. ქვეყნის ეკონომიკის ძირიდადი შემოსავლის წყარო ტურიზმია. ქვეყნის მოსახლეობა 2007 წლის შეფასებით 29.615. ქვეყნის ვალუტაა ევრო.



სან-მარინოს დროშა

არუბა-კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბიის ზღვაში, მდებარეობს ვენესუელის ჩრდილოეთით და ნიდერლანდების სამეფოს ავტონომიას წარმოადგენს. არუბას ოფიციალური ენებია ნიდერლანდური და პაპიამენტო. ქვეყნის დედაქლაქია ორეანესტადი. სახელმწიფო ვალუტაა ფლორინი ხოლო ქვეყანაში 2010 წლის შეფასებით 101,484 კაცი ცხოვრობს.

არუბას დროშა

ნიუე-კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში. ნიუეს დედაქალაქი და ამავდროულად უდიდესი ქალაქია ალოფი. 2009 წლის შეფასებით ქვეყანაში  1,398 კაცი ცხოვრობს. სახელმწიფო ვალუტაა ახალზელანდიური დოლარი.

ნიუეს დროშა

ლიხტენშტაინი-მდებარეობს ავსტრიასა და შვეიცარიას შორის მდინარე ნაირის ნაპირთან. ლიხტენშტაინის დედაქალაქია ვადუცი ხოლო უდიდესი ქალაქი შაანი. ლიხტენშტაინი ეკონომიკაში საკმაოდ ღარიბია მაგრამ ქვეყანაში იმაზე მეტი კომპანიაა ვიდრე თვითონ მაცხოვრებელი. 2007 წლის შეფასებით ქვეყანაში 35,365 კაცი ცხოვრობს. ლიხტენშტაინის ვალუტაა შვეიცარიული ფრანკი. ლიხტენშტაინში განვითარებულია ტურიზმი კონკრეტულად კი ალპინიზმი ქვეყანაში მწვერვალების სიშირის გამო ხშირია ალპინისტების ვიზიტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია მალბურნი.


ლიხტენშტაინის დროშა

 

კირიბატი-კუნძულოვანი სახელმწიფოა წნარ ოკეანეში. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია სამხრეთ ტარავა. კირიბატში 2005 წლის შეფასებით 105,432 კაცი ცხოვრობს. ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. კირიბატში მოქმედი ვალუტაა ავსტრალიური დოლარი.




კირიბატის დროშა

მალდივი-სახელმწიფო სამხრეთ აზიაში. მალიდველების საქმიანობა არის თევზაობა და ნავების აშენება. ქვეყნის ვალუტაა რუფია. მალდივში 2006 წლის შეფასებით 300,000 კაცი ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია მალე.

მალდივის დროშა

იხილეთ შესანიშნავი ვიდეო მალდივის რესპუბლიკაზე.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close