გასართობიკრეატივისურათები

12 ყველაზე დიდი ნაკრძალი


ამ პოსტში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე დიდ ნაკრძალს, რომელსაც იცავს სახელმწიფო:

1. დიდი ბარიერული რიფის ნაკრძალი – საზღვაო პარკი (Marine Park)
ბარიერული რიფის სიღრმეში, წყალქვეშა სამყაროს დიდი მრავალფეროვნებაა. იგი არის სახლი ბევრი ეგზოტიკური ზღვის ბინადართათვის… (ნახეთ ვიდეო:)
დიდი ბარიერული რიფი — წარმოადგენს მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, მის შემადგენლობაში 2 900 ინდივიდუალური რიფი და 900 კუნძულია; იგი ზუსტად მდებარეობს მარჯნის ზღვაში, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ბარიერული რიფი აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემა, სადაც ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებაა. რიფი შედგება მილიონობით პატარა ორგანიზმისაგან და ცნობილია, როგორც მარჯნის პოლიპები.
ნახეთ ვიდეო:

აქ შეხვდებით აენდემურ მცენარეებსაც… და რაგინდ გასაკვირვიც არ უნდა იყოს, აქ ბინადრობს 30 ჯიშის ვეშაპი, დელფინები და თევზების ასობით სხვადასხვა სახეობა. ბარიერულ რიფზე თევზაობა დაშვებულია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაცრადაა კონტროლებადი მთავრობის მიერ.
დიდ ბარიერულ რიფს წელიწადში 1 მილიარდამდე დამთვალიერებელი სტუმრობს, ალბათ არცაა გასაკვირი, რომ ეს ადგილი საოცრად იზიდავთ ტურისტებს…


2. ჩრდილო აღმოსავლეთ გრელანდიის ეროვნული პარკი .
ამ პარკის ტერიტორია მოიცავს გრელანდიის მთელ ჩრდილო -აღმოსავლეთ ნაწილს. ეს პარკი ითვლება ყველაზე დიდ პარკად მსოფლიოში, რომლის ბინადართა შორის შეგიძლიათ ნახოთ თეთრი დათვები, მორჟები (ეს იგივეა, რაც ლომვეშაპები), თეთრი ბუები, თეთრი მელია, ცხვარ-ხარი და მრავალი სხვა სახის პოლარული ცხოველები.


3. საზღვაო ნაკრძალი- ჩაგოსი (Chagos).
ჩაგოსი არის არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში, დიდი ბრიტანეთის სამფლობელო.
ნაკრძალი მოიცავს ინდოეთის ოკეანეში ბრიტანეთის ტერიტორიის ნაწილს და ითვლება უდიდეს საზღვაო ნაკრძალად ჩვენს პლანეტაზე. მისი ფართობი მეტია, ვიდრე საფრანგეთის ტერიტორია. ნაკრძალი მდებარეობს მალდივის (Maldives) კუნძულებიდან სამხრეთით 500 კილომეტრში.

4. კუნძულ ფენიქსის (Phoenix) ნაკრძალი.
Phoenix-ის ნაკრძალი მდებარეობს კირიბატის რესპუბლიკაში; რესპუბლიკა კირიბატი არის წყნარი ოკეანის სახელმწიფო მიკრონეზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება მარშალის კუნძულებისა და მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ტერიტორიულ წყლებს, სამხრეთით ესაზღვრება ტოკელაუს წყლებს, კუკის კუნძულებს და საფრანგეთის პოლინეზიას. კირიბატის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 33 მცირე ატოლი, რომელთაგან 20 დაუსახლებელია, ხოლო მისი დედაქალაქია – სამხრეთი ტარავა.
ამ საზღვაო ნაკრძალის ტერიტორია ყველაზე დიდია წყნარ ოკეანეში და ასევე ყველაზე ღრმაა მთელ მსოფლიოში.

5. პაპაჰანაუმოკუაკეი – Papahānaumokuākea.
ჰავაის ნაკრძალის ეს ტერიტორია ითვლება პაპაჰანაუმოკუაკეის ზღვის ეროვნულ მონუმენტად— აშშ-ის ეროვნულ ძეგლად. ის წარმოადგენს 10 პატარა კუნძულებისა და ატოლების ერთობლიობას, რომელიც მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულების ჩრდილო-დასავლეთ გაგრძელებაზე…
ამ სურათზე თქვენ ხედავთ ალბატროსებს პარკის ტერიტორიაზე.


6. Kavango-Zambezi -ის ტრანსსასაზღვრო ნაკრძალი
ეს დაცული ტერიტორია მოიცავს მიწებს ანგოლაში, ბოტსვანაში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.
ნაკრძალი დაყოფილია რამდენიმე პატარა ზონებად, როგორიცაა Chobe, Victoria Falls და Hwange-ის ეროვნული პარკები.

7. გალაპაგოსის საზღვაო ნაკრძალი
არქიპელაგი გალაპაგოსი – ეს არის კუნძულთა ჯგუფი წყნარ ოკეანეში, რომელიც მდებარეობს ეკვადორის სანაპიროს დასავლეთით.
ეს არის ველური ბუნების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ნაკრძალი , ხოლო სიდიდით კი მეორე.
გალაპაგოსის კუნძულები ეკვადორში ძირითად კლდოვანი კუნძული თავისი მარილიანი ლაგუნით ხელს უწყობს ფლამინგოების გუნდის თავშეყრას. აქ ასევე შეგხვდებათ ლურჯტერფა ბუბი. ეს განსხვავებული აპკიანი ფეხი ეკუთვნის გალაპაგოსის კუნძულების მობინადრეს, რომელიც უკვე მოვიხსენიე, როგორც ლურჯტერფა ბუბი.
გამუდმებით მზარდი ეს პარკი მოიცავს მოზამბიკის, სამხრეთ აფრიკის და ზიმბაბვეს ტერიტორიას და შედგება 10 სხვადასხვა ეროვნული პარკისაგან. აქ ბინადრობენ აფრიკული სპილოები, ლეოპარდები, ჟირაფები, აფთრები და სხვ.

8. ტრანსსასაზღვრო პარკი ლიმპოპო “Limpopo “.
გამუდმებით მზარდი ეს პარკი მოიცავს მოზამბიკის, სამხრეთ აფრიკის და ზიმბაბვეს ტერიტორიას და შედგება 10 სხვადასხვა ეროვნული პარკისაგან. აქ ბინადრობენ აფრიკული სპილოები, ლეოპარდები, ჟირაფები, აფთრები და სხვ.

9. ნაკრძალი – Air & Ténéré.
ეს ნაკრძალი, რომელიც მდებარეობს ნიგერიის სახელმწიფოში, შედის იუნესკოს (UNESCO ) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში .
ნაკრძალი , რომლის უდიდესი ნაწილი დაფარულია მთა Air -ებით და დასავლეთ ით კი უდაბნო Ténéré -ით, აერთიანებს ორ დაპირისპირებულ ბუნებრივ ზონებს.

10. სამბურუს ეროვნული ნაკრძალი ძალიან მშვიდობიანი ეროვნული პარკია ჩრდილოეთ კენიაში.
სამბურუს ეროვნული ნაკრძალი ძალიან მშვიდობიანი ეროვნული პარკია ჩრდილოეთ კენიაში. აქ შეგიძლიათ იხილოთ სამივე დიდი კატა: ლომი, გეპარდი და ლეოპარდი. ასევე აღმოაჩენთ სპილოებს, კამეჩებს და ჰიპოპოტამებს. მდინარე უასო ნიროში ბინადრობს დიდი რაოდენობით ნილოსის ნიანგი.

11. ეროვნული პარკი „St Elias“
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული პარკი „St Elias“, რომელიც მდებარეობს ალიასკის (Alaska) სამხრეთ ნაწილში, შეტანილია იუნესკოს (UNESCO ) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ეს არის ყველაზე დიდი ეროვნული პარკი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მის ტერიტორიაზე თავისუფლად განთავსდება 9 ამერიკის შტატი. აქ მდებარეობს კანადასა და ამერიკაში სიმაღლით მეორე მთა, ასევე აქ მდებარეობს 16 -იდან 9 აშშ-ს ყველაზე მაღალი მწვერვალი.

12. მასაი მარას ეროვნული ნაკრძალი
მასაი მარას ეროვნული ნაკრძალი კენიის ყველაზე პოპულარული პარკია. ყოველ წელს პარკს ათასობით ტურისტი სტუმრობს, რომლებიც აქ მოდიან ზებრებისა და ანტილოპების წლიური მიგრაციის საყურებლად. “დიდი მიგრაცია” ყოველწლიურად “ტარდება” ივლისიდან ოქტომბრამდე, როდესაც მილიონობით ანტილოპა და ზებრა ბრუნდება სერენგეტიდან, ტანზანიიდან.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close