გასართობისაკითხავიუცნაური

უცნაური და საინტერესო (დიდი გაგრძელება)

ალბათ გახსოვთ სერიული პსოტები ესეც მეთერთმეტე პოსტი…


ქალბატონებო და ბატონებო , ბიჭებო და გოგონებო ვაგრძელებ მეტად საინტერესო და უცნაურ ფაქტებზე საუბარს უფროსწორად უცნაური და საინტერესო ფაქტების მოთხრობას დღევანდელი ცხოვრებიდან. დღეს უკვე მეთერთმეტე (თუ არ მეშლება) პოსტია ამ თემაზე რომელიც როგორც ვხედავ ბევრ თქვენთაგანს მოსწონს და ელოდება მის გამოჩენას უცნაურ ბლოგზე. სამწუხაროდ პაუზა მქონდა ბლოგერობაში აღებული ახლა კი თქვენთან ერთად ვისაუბრებ ძალიან ბევრს ჩემო მეგობრებო, მაშასადამე თქვენის ნებართვით დავიწყებ საინტერესო რამე რუმეების მოყოლას

1. იცოდით რომ თურმე ნორვეგია იღებს სტუდენტებს განურჩევლათ სქესისა რასისა სარწმუნოებისა ზმანისა ტელეფონისა და ასე შემდეგ (აქ უნდა გაიცინოთ) მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სასწავლებლად სრულიად უფასოოდ დიახ არ მოგესმათ სრულიად უფასოდ. კარგით გადავედით შემდეგზე

2. ერთი ჩაის კოვზი თაფლის მოსამზადებლად საჭიროა რვა ფუტკრის მთელი ცხოვრების მუშაობა უფროსწორად ჯაფა წვალება წელშიჩაწყდომა და რისთვის ჩვენ რომ დაჯღანული სახით მივირთვათ (ყველაზე არ ვამბობ მე ძალიან მიყვარს)

3. რემბო ოთხის ერთერთ გადაღებაზე, ბოქსის იგივე კრივის სცენას რომ იღებდნენ სტალონეს ისეთი წყვიტეს სახეში რომ როდესაც რენომობილი მოვიდა და მიიყვანეს საავადმყოფოში ექიმს ეგონა რომ მას მანქანამ დაარტყა.

4. ჰაჰა რას არ მოიფიქრებს კაცი რომ ფული იშოვოს ან უფასოდ მიიღოს რამე ერთმა კაცმა არისზონადან გადაწყვიტა ერთ დოლარიანებზე დაეწერა მისი მისამართი რათა შემდგომ ეს ფული მისთვის გამოეგზავნათ მათ ვისთანაც ეს კუპიურები მოხვდებოდა. ეს კაცი თვეში დაახლოებით 94 დოლარს იღებს. ოხ ეს ჭკვიანი ხულიგანი. საქართველოში რომ ეგ გააკეთო ან პოლიციიდან ან ბანკიდან დაგადგებიან სახლში და პასუხს მოგთხოვენ.

5. რომ ამბობენ არ არსებობს იმდენი საჭმელი რომ მსოფლიოში ყველა გამოვკვვებოთ არ დაიჯეროთ ხალხო , ეს უბრალოდ მითია

6. ამერიკელმა ოჯახმა გადაწყვიტა ეცხოვრათ ერთი წელი ანუ 365 დღე (სამას-სამოცდა-ხუთი) ეცხოვრათ ჩინური პროდუქტის გარეშე და მიხვდნენ რომ ასეთი პროდუქტის შოვნა თითქმის შეუძლებელია. ამაზე წიგნიც კი დაწერეს.

7. პიქსარზე ყველას გსმენიათ (მულტფილმი მანქანების შემქმნელი სტუდია) თუ მაინც ვერ გიახსენეთ აი ისაა რო იწყება მულტფილმი და ე.წ “ნაჩნიკი” ღამის განათება რომ გამოდის და I ასოს რომ ახტება, გაგახსენდათ ხო? ხო ეს კომპანია არის ანტი დისნეი , მათ ნამუშევრებში არ არის სიმღერები პერსონაჟებზე ან მათ ცხოვრებაზე, არანაირი მხიარული სოფლები და არანაირი რომანები ანუ სასიყვარულო ისტორიები.

8. შაკირა გააგდეს სკოლიდან რადგან მისი მასწავლებელი თვლიდა რომ მას არ შეეძლო სიმღერა და ციკნის ხმა ქონდა. არ ერჩივნა იმ მასწავლებელს პირიქით დიდი წვლილი შეეტანა მის მუსიკოსად ჩამოყალიბებაში ?! ეხლა მშვენივრად იცხოვრებდა.

9. ეს ექსტრემალებს მივუძღევნი თუ ქსურთ ექსტრემალურად გაატაროთ დრო საჭირო ოთახში მაშინ მიბრძანდით სიბერიაში სადაც არის ასეთი ოთახი რომელიც ე.წ “სოფლის ტვალეტის” სტილშია ნაგები კლდის კიდეზე 2 600 მეტრზე ზღვის დონიდან

10. არამგონია მოიპოვებოდეს ადმაიანი ჩემგან 400 კმ რადიუსში ვისაც ბანანი არ უყვარს ან გასინჯული მაინც არ აქვს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ყველა ბანანი მთელს მსოფლიოში გენმოდიფირებულია და კლონია ერთმანეთის დედა ბანანიდან გამოყვანილი. ნამდვილი ანუ დედა ბანანი არის პატარა და მსუქანი და შიგნით ბევრი თესლები აქვს.


აი დედა ბანანიც

სულ ეს იყო, მომავალ პოსტამდე მეგობრებო.

loading...
თეგები

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer

მსგავსი ამბები

Close
Close