ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები კორსეტის შესახებ


ჩემი მომდევნო პოსტი გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს კორსეტების შესახებ.

თქვენ შეგიძლიათ შეივიწროვოთ თქვენი წელი 20სმ-ით, მაგრამ ასეთი რეზულტატების მისაღწევად საჭიროა პრაქტიკა. რეალურად და ჯანმრთელობისათვის ზიანის გარეშე პირველი მცდელობისთვის შესაძლებელია შემცირდეს 5-10სმ-ით, რაც პირველი მცდელობისთვის ნამდვილად ცუდი შედეგი არ არის. კორსეტები განკუთვნილი არიან სხეულის მოდელირებისთვის. ყოველ კორსეტს აქვს კარკასი ძვლისგან და ის უნდა შევუსაბამოთ გარკვეულ სილუეტს.

ასეთი შედეგის მიღწევისთვის საჭიროა კორსეტის სწორი ჩაცმა და ზოგიერთი წესის დაცვა. პირველი 3-5 დღე საჭიროა კორსეტი ატაროთ 30 წუთი. საჭიროა თავი შეიკავოთ სახლში აქტიური საქმიანობისგან და მკვეთრი მოძრაობებისგან. საქმე იმაშია, რომ თუკი ოდნავ გადაიღლებით, მაშინ დაკარგავთ გონებას და დაეცემით. ასევე საჭიროა გაგაჩნდეთ სუნთქვის ცოდნაც, არა მუცლით, არამედ მკერდით და არ დაგავიწყდეთ, რომ პირველი საზრუნავი თქვენთვის არის თქვენი ჯანმრთელობა, თქვენ ხომ შეგიძლიათ შეიქმნათ ისეთი წელი, როგორიც თქვენ მოგესურვებათ, მაგრამ ამის მიღწევა უნდა ხერხდებოდეს თქვენი კომფორტით.

ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ კორსეტით მოძრაობა: პირველ რიგში აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ კორსეტი სწორედ გაცვიათ და არ იწვევს თქვნში დისკომფორტს. შემდეგ უნდა გადაიხაროთ მარცხნივ – მარჯვნივ. შემდეგი ნაბიჯი არის, რომ გადაიხაროთ წინ, მოტრიალდეთ და შეეცადოთ დაჯდეთ გრაციოზულად. შემდეგ უნდა მიწვდეთ რამეს და დარწმუნდეთ, რომ ეს თქვენთვის კომფორტულია, ხოლო შემდეგ კი უნდა დაჯდეთ მაგიდასთან, ხოლო შემდეგ კი ნელა წამოდგეთ. ასეთი ვარჯიშები უნდა გააკეთოთ 3-5 დღის განმავლობაში და თუ თქვენ შეიყვარებთ კორსეტს, მაშინ თქვენი პრიზი იქნება ისეთი წელის ქონა როგორიც გსურთ.

მსგავსი ამბები

Close
Close