TECH & მეცნიერებაგართობა

ყველაზე პატარა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

d4815a8b18e9
ყველაზე პატარა ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ ითვლება გერმანიის სასტუმრო – „Eh Hausel“.
მისი სიგანე არის მხოლოდ 2,5 მეტრი, საცხოვრებელი ფართი შეადგენს 53 კვ.მეტრს. თუმცა, მიუხედავად ასეთი მცირე ზომების, სასტუმრო სარგებლობს დიდი პოპულარობით და სასტუმროს დაჯავშნა ხდება რამდენიმე თვით ადრე; ასევე სასტუმროს ადმინისტრაცია იტყობინება: p.s „თუ ჩვენთან გაჩერდებით 2 კვირა, მომდევნო 3 დღის საფასურს არ გადაიხდით“ … ძალიან დამაინტრიგებელი განცხადებაა არა?

c43937a263d0
სასტუმროში არის ყველაფერი სრულფასოვანი დასვენებისათვის: კომფორტული და მდიდრული ავეჯით გაწყობილი საძინებელი ოთახები, ბუხარი, ტელევიზორი და სპა. სასტუმროში არის ორსართულიანი ნომრები, სადაც 1 ღამის გათენება ღირს € 250 ევრო.
ქალაქ Amberg-ის საკრებულოს გადაწყვეტილებით სასტუმრო აშენდა 1728 წელს. საბჭოს წევრების თქმით, ქორწილები იქნებოდა უფრო ბევრი, თუ პოტენციურ წყვილს ექნებოდა საკუთარი საცხოვრებელი… აი, მაშინ გადაწყდა, რომ აეშენებინათ პატარა სახლი, სადაც წყვილი გაატარებდა რამდენიმე კვირას, ხოლო შემდეგ კი გადასცემდა ახალდაქორწინებულებს. მას შემდეგ, ამ სასტუმროს ეწოდებოდა “wedding house” – ქორწინების სახლი.

5ceb7c6f20f4

990d969b70c4
b865f014c0be
456fb682d5fd
6476150e16bb
98077705196a
ccecc2ad984e
8818baad3592
53040acfa500

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button