HDR – მაღალი დინამიკური განფენილობის ფოტოები
ამ პოსტში წარმოგიდგენთ გასაოცარ HDR გამოსახულებებს. HDR – ეს არის აკრონიმი, ანუ სიტყვის ან სიტყვათშეთანხმების საწყისი ასოებიდან წარმოქმნილი სპეციალური აბრევიატურა, რომელიც იშიფრება, როგორც High Dynamic Range, ანუ „მაღალი დინამიური დიაპაზონი“.
ამ ტიპის ფოტოებში აქცენტი გაკეთებულია ფერების კონტრასტზე. HDR ტექნიკით გადაღებული სურათები ნახატს ან დამონტაჟებულს ჰგავს მაგრამ… ამ ტექნოლოგიის გამოყენებისას სპეციალური ფოტოაპარატი ერთ კადრს სამჯერ იღებს რაც საშუალება იძლევა დაფიქსირდეს მეტი ფერი…
ალბათ შეამჩნევდით, რომ საკმაოდ ხშირად ფოტოებზე ზოგი დეტალი, რომელიც ნამდვილად თვალსაჩინო უნდა იყოს, კარგად არ არის აღბეჭდილი. ფოტოგრაფისათვის გამოსახულების მაღალი-დინამიური დიაპაზონი კი (HDR ან HDRI) წარმოადგენს მეთოდების კომპლექტს, რომლებსაც იყენებენ ფოტოფრაფები გამოსახულების დამუშავების და ფოტოგრაფიის დროს, რათა მოიპოვონ უფრო დიდი დიაპაზონი ყველაზე ნათელი და ჩაბნელებული გამოსახულების არეალს შორის.
ადამნიანის თვალი 100 მილიონ ფერსა და ჩრდილ აღიქვამს, ხოლო ფოტოაპარატი- 6 ჯერ ნაკლებს:18,8 მილიონს დაახლოებით. ამიტომაც, ასეთი ფოტოები ნამდვილად დასაფასებელია და ასევე ეს ტექნოლოგიაც… აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „Color HDR Express“ კომპანიამ გამოუშვა პროგრამა HDR Express 2, რომელიც განკუთვნილი ხარისხიანი გამოსახულების მაღალი დინამიური დიაპაზონით HDR შესაქმნელად, რომლის გამოყენება შეუძლიათ დამწყებ ფოტომოყვარულებს, რომ არაფერი ვთქვათ პროფესიონალ ფოტოგრაფებზე.