ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ბენტლის პირველი ჰიბრიდი

პეკინის ავტო შოუზე, Bentley თავის ისტორიაში პირველ ჰიბრიდულ ავტომობილს გამოფენს, რომელიც მოდელ Mulsanne-ს ბაზაზეა შექმნილი.

ეს არის ექსპერიმენტული პროექტი, რომლის მიზანსაც, კომპანიის პოტენციური კლიენტებისთვის, იმ ტექნოლოგიების გაცნობა წარმოადგენს, რომლებსაც „ბენტლი“ თავის სერიულ ავტომობილებზე მალე დანერგავს. როგორც ცნობილია, ჰიბრიდული სისტემით პირველი უგზოობის ავტომობილი აღიჭურვება, რომელსაც ბაზარზე 2017 წელს ვიხილავთ.

პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა, 6.75-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი ძრავის ბაზაზეა შემუშავებული, რომელიც სერიულ სედანზე 505 ცხენის ძალას ავითარებს. დანარჩენი ამ სისტემაზე არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ მისით აღჭურვილი ავტომობილი, მხოლოდ ელექტრო ძრავით, დაახლოებით 50 კილომეტრის გავლას შესძლებს, რის შემდეგაც, ელექტროენერგიის შესავსებად, გენერატორი ამუშავდება. ამასთან, ელემენტების ენერგიით შევსება საყოფაცხოვრებო ქსელიდან იქნება შესაძლებელი.

რაც ყველაზე მნიშნევლოვანია, „ბენტლის“ ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვილი ავტომობილები, შიდაწვისძრავიანებთან შედარებით, 25 პროცენტით მძლავრი იქნება და ისინი ატმოსფეროში დაახლოებით 70 პროცენტით ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოჰყოფენ.

გარეგნულად და ინტერიერით, ჰიბრიდული „მულსანის“ ცნობა, სპილენძისფერი ელემენტებით იქნება შესაძლებელი. ამით დიზაინერებმა სპილენძის სადენების ერთგვარი იმიტირება სცადეს.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close