ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

Smart Highway -მსოფლიოში პირველი “ჭკვიანი გზა”


Smart Highway -მსოფლიოში პირველი “ჭკვიანი გზა”.

სიტყვა “ჭკვიანი” დღეს გამოიყენება ბევრი ნივთის სახელწოდებაში, რომელთა არსებობა რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. “ჭკვიანი” სათვალეები, “ჭკვიანი” მაცივრები, ხოლო ჰოლანდიაში ცოტახნსწინ შეიქმნა პირველი 500 მეტრიანი “ჭკვიანი” გზა.
როდესაც ნახევარი წლის წინ ჰოლანდიურმა სტუდიამ Roosegaarde და Heijmans Infrastructure-მა წარადგინეს “ჭკვიანი” ავტოსდრადის Smart Highway-ს პროექტი, რომელიც იყო ინტერაქტიული და მძღოლს ატყობინებდა სიტუაციას გზაზე, ასევე კარნახობდა უბჯობეს მოქმდებებს, არავინ მიიღო სერიოზულად და ის იმდენად ფანტასტიკურად ითვლებოდა, რომ მისი რეალიზაცია გადაიტანეს ასი წლის შემდეგ.

2014 წლის აპრილში ჰოლანდიაში გაჩნდა პირველი ინტერაქტიული ავტოსტრადის ნაჭერი, რომლის სიგრძეც იყო 500 მეტრი. განათებას ამ გზაზე აქვს შუქდიოდური ხასიათი. ლამპარების განათების სიღიავე და მათი ფერი დამოკიდებულია დღე-ღამეზე, ასევე ბუნებრივ და საგზაო პირობებზე.

ეს შუქდიოდები იკვებებიან ენერგიით, რომელიც მიიღება დღისით მინიატურული მზის პანელებისგან. ლამპარები ავტომატურ რეჟიმში იძლევიან გარკვეული სიგნალების ნაკრებებს და ატყობინებენ მძღოლს მცურავ ან სველ გზაზე, ან საცობზე და ასევე არიან განათებები ღამით.

ავტომობილისტებმა, რომლებმაც უკვე გაისერნიეს “ჭკვიან” გზაზე, მას უწოდებენ “ნამდვილ საოცრებას” და უყვებიან, რომ ამდაგვარი არაფერი უნახიათ ცხოვრებაში.

თუკი გამოსაცდელი ინტერაქტიული გზის ექსპლუატაცია იქნება წარმატებული, “ჭკვიანი” გზის პროექტი რეალიზირებული იქნება უფრო ფართო მასშტაბებში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close