გართობა

KiraVan – ინოვაციური სახლი ბორბლებზე მთელ მსოფლიოში მოგზაურობისათვის

211ee7004e49
KiraVan – ინოვაციური სახლი ბორბლებზე მთელ მსოფლიოში მოგზაურობისათვის.
211ee7004e49
ამერიკელმა გამომგონებელმა ბრენ ფერენმა, რომელიც არის დიზაინერული კომპანიის Minds-ის მფლობელი, შექმნა თავისი ოთხი წლის გოგონასთვის ინოვაციური სახლი ბორბლებზე და ამ უცნაურ სატრანსპორტო საშუალებას უწოდა გოგონას საპატივცემულოდ KiraVan-ი.
86e2c42339f5
ბრენ ფერენის ასაკი მოცემულ მომენტში არის 61 წელი და ის ძალიან ნერვიულობს, რომ მისი გოგონა კირა გაიზრდება და შეიცნობს სამყაროს მისი მონაწილეობის გარეშე და ამიტომაც მან გადაწყვიტა ახლა უკვე ხელმისაწვდომი საშუალებებით მოეხდინა გავლენა თავის ქალიშვილზე. გამომგონებელმა გამოიგონა უნიკალური სახლი ბორბლებზე სახელწოდებით KiraVan.
971ab5f103d8
KiraVan არის სატრაპნსპორტო საშუალება, რომელიც გაკეთებულია სპეციალურად მაქსიმალურად კომფორტულად მოგზაურობისათვის მთელს მსოფლიოში. ამ სახლს ბორბლებზე არის თითქმის ათი მეტრი სიგრძე და სამი სიგანზე. პირველ სართულზე მდებარეობს სამზარეულო, სასტუმრო, აბაზანა და ტუალეტი, ხოლო მეორეზე კი საწოლი ოთახი გზაზე ხედით.
89f3ba833661
KiraVan-ს აქვს მძლავრი ძრავა და დიდი ბორბლები, რაც საშუალებას აძლევს, რომ იაროს არამხოლოდ სწორ გზაზე, არამედ იმ ადგილებშიც სადაც სწორი გზა არაა, რაც მას აძლევს საშუალებას, რომ მივიდეს მსოფლიოს იმ წერტილებში სადაც სხვა სახლები ბორბლებზე ვერ მივლენ.
1eafab64ab21
KiraVan-ში ასევე არის სპეციალური ოთახი მარშრუტების მართვისათვის. ის წარმოადგენს საგზაო მოძრაობის ნამდვილ ცენტრს, რომლითაც შესაძლებელია გზისთვის თვალყურის დევნება, რომ არაფერმა შეუშალოს ადამიანს ხელი მოგზაურობაში. ასევე ეკრანზე ჩნდება KiraVan-ის უსაფრთხოების ინფორმაციაც. KiraVan ეს არის სახლი ბორბლებზე, რომელიც აღჭურვილია რამდენიმე ინოვაციური დაცვის სისტემით.
722c5be1b8ab
ბრენ ფერენმა ასევე KiraVan-ში დაამონტაჟა საწვავის დაწვის ეფექტური სისტემა, რომელიც თვითონვე შექმნა. მისი გამოყენება ამ სატრანსპორტო საშუალებას აძლევს უფლებას, რომ გაიაროს ერთი სავსე ავზით დაახლოებით სამი ათასი კილომეტრი.

მსგავსი ამბები

Back to top button