21-ე საუკუნეში პრინტერი ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი და აუცილებელი ელექტრონული ხელსაწყოა.კომპანია Zuta Labs-მა გამოუშვა პატარა ზომის პრინტერი,რომელიც მარტივად გამოყენებადი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.ერთ დღეს მათ გადაწყვიტეს ,რომ პრინტერიდან ამოეღოთ ის ნაწილი,რომლითაც ხდება მელნის დატანა ფურცელზე და დაემაგრებინათ ის ბორბლებზე.სწორედ ასე დაიბადა იდეა,რომლის მეშვეობით მათ შეძლეს პრინტერის ზომის შემცირება.პრინტერი მუშაობს ბატარიაზე ,აგრეთვე მას გააჩნია ჩამრთველი ღილაკი,რომელიც Bluetooth ის საშვალებით უკავშირდება ტელეფონს და მომხმარებელს აძლევს იმის საშვალებას დაიტანოს ფურცელზე ნებისმიერი ზომის ნაწერი.მელნის კატრიჯს შეუძლია დაწეროს 1000 გვერდი,დამთავრების შემდეგ კი კატრიჯი გამოსაცვლელი იქნება,ხოლო ბატარეა 1 საათი ძლებს სრული დატვირთვის დროს. აგრეთვე ელექტრონული ხელსაწყო უკავშირდება ტელეფონს ან კომპიუტერს და შესაძლებელია ნებისმიერი დოკუმენტი,რომელიც შეიცავს ტექსტს გადავგზავნოთ პრინტერში და ამოვბეჭდოთ.კომპანიამ დაამატა ხმის დამხშობი გარეკანი,რომელიც პრინტერს კომფორტულს და ხელსაყრელს ხდის.Zuta Labs იუწყება,რომ გამოგონება მალე ჩაეშვება გაყიდვაში.
მსგავსი ამბები
იხილეთ ასევე
Close
-
”უცნაური” ბავშვები :D07/01/2010