Hongqi L5 – ჩინური გამოძახილი Rolls-Royce-ს
Hongqi L5 – ჩინური გამოძახილი Rolls-Royce-ს.
გსმენიათ ოდესმე კომპანია Hongqi-ს შესახებ? ეს არის ჩინელი მწარმოებელი, სხვათაშორის კომპანია აპირებს, რომ წაართვას ავტომობილების ბაზარი ისეთ მსოფლიო გიგანტებს როგორებიც არიან Rolls-Royce, Ferrari და Bugatti და ის ამის გაკეთებას გეგმავს ლიმუზინ Hongqi L5-ის გამოშვებით.
ათი წლის წინ მსოფლიო დასცინოდა ჩინურ ავტომობილებს, ხუთი წლის წინ დაიწყეს მათი ყიდვა, ხოლო ახლა კი მზად არიან, რომ გადაიხადონ ერთ მანქანაში 800 ათასი ამერიკული დოლარი. საუბარი მიდის ლიმუზინ Hongqi L5-ზე, რომელიც არის ჩინური ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი.
Hongqi L5 ეს არის სტატუსის ავტომობილი, მისი მთავარი კონკურენტი ბაზარზე არის ლეგენდარული Rolls-Royce Phantom. ჩინელი მწარმოებელი იმედოვნებს, რომ ბრიტანელებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.
ადრე ბრენდი Hongqi უშვებდა ავტომობილებს მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის, მაგრამ ახლა მან გადაწყვიტა მსოფლიო ბაზარზე გასვლა. ლიმუზინი Hongqi L5, რომელიც პირველად გამოვა გაყიდვაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის 5555 მილიმეტრი სიგრძეში, 2018 სიგანეში და 1578 სიმაღლეში. მას აქვს ექვსილიტრის მოცულობის V12 ძრავა 400 ცხენის ძალით, რომელიც ავტომობილს საშუალებას აძლევს, რომ იაროს საათში 200 კილომეტრით.
Hongqi L5-ის დიზაინს გადავყავართ 50-იან წლებში, როდესაც შეიქმნა კომპანია Hongqi. რეტრო-სტილი გავს Rolls-Royce Phantom, ასე, რომ ჩინელი მწარმოებელი ემზადება მსოფლიო საავტომობილო ბაზრის დასაპყრობად.