არქივი
ქარი “სამუმი”
ქვიშის ქარი ‘სამუმი“ოდითგანვე ასოცირდებოდა რაღაც ბოროტ ძალასთან , რომელსაც სიკვდილი მოჰქონდა. სახელწოდება „სამუმი“ ითარგმნება, როგორც მომწამვლელი, შხამიანი.ასეთ ქარებს , რომელიც დაფიქსირებულია ძირითადად ჩრდილო აფრიკის უდაბნოსა და არაბეთის ნახევაკუნძულზე გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, მილიონობით ქარავანი შეეწირა.
ცოტა ისტორიას რომ გადავხედოთ, 1805 წელს ქვიშის ნაკადმა ორი ათასი კაცი და1800 აქლემი იმსხვერპლა.ალბათ, სწორედ ამგვარი ქარიშხალი წამოეწია ძვ.წ.აღრიცხვით 525 წელს სპარსეთის მეფის-კამბისის არმიას, რომლის შესახებაც ცნობები ჰეროდოტემ შემოგვინახა
ქვიშის ქარს რომ გაუმკლავდნენ, ხალხი მიწაზე წვება და ტანსაცმელს თავზე იფარებს,რადგანამ დროს ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსს აღწევს და გონების დაკარგვის საშიშროებაც დიდია