გასართობიმისტიკაუცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 14

საშიში ისტორიები ნაწილი 14

1.ლიფტი

ერთი ბიჭი პატარა ქალაქში ცხოვრობდა. როცა მამამისმა ახალ სამსახურში დაიწყო მუშაობა, მთელს ოჯახს დიდ ქალაქში მოუწია გადასვლა. მათი ბინა 25 სართულიან შენობაში, ბოლო სართულზე იყო.

საღამოს, სკოლიდან დაბრუნებული ბიჭი რა თქმა უნდა ზევით ფეხით არ ადიოდა. ძველი ლიფტით სარგებლობდა. მოსაწყენი იყო ლიფტში ყოფნა, სანამ ის 25 – თე სართულზე ავიდოდა.

ამის მიუხედავად რამდენიმე დღე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე ბიჭს ლიფტში ყოფნის დროს უცნაური გრძნობა დაეუფლა. ბიჭი გრძნობდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა და რაღაც უცნაური ხმაც ესმოდა. ვერ ხვდებოდა ეს რისი ხმა იყო.

ლიფტით სარგებლობაზე უარს მაინც ვერ ამბობდა. დაღლილს 25 – თე სართულზე ფეხით ასვლა არ შეეძლო.

ერთხელ სკოლიდან ბრუნდებოდა. შენობაში შესულმა დაინახა, რომ მასზე ცოტა დიდმა ბიჭებმა ლიფტით ასვლას ფეხით ასვლა ამჯობინეს.

– ლიფტით რატომ არ ადიხართ? – იკითხა ბიჭმა.

ბიჭებმა უთხრეს, რომ ლიფტში შესვლა საშიში იყო. თურმე ხალხი ამბობდა, შიგნით მოჩვენება არისო. ზოგიერთ მათგანს ლიფტიდან ყვირილისა და კაკუნის ხმაც ესმოდა. აქ მცხოვრები ბავშვები ლიფტით არ სარგებლობდნენ. ისიც უამბეს, რომ რამდენიმე თვის წინ ერთი ბავშვი ლიფტში შევიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. პოლიცია ბავშვს ეძებდა, თუმცა ამას აზრი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ ის მოჩვენებამ წაიყვანა.

შეშინებული ბიჭი მშობლებთან მივიდა და მათ ყველაფერი უამბო.

– დამშვიდდი შვილო. – მოეფერა დედა – ეგ უბრალოდ ზღაპარია. ამით ბავშვები ერთმანეთს აშინებენ. არ დაიჯერო და აღარ ინერვიულო.

დედის სიტყვების მიუხედავად ბიჭი ლიფტით მაინც აღარ სარგებლობდა. სკოლიდან დაბრუნებულს კიბეებზე ფეხით ასვლა უწევდა. საშინლად დამღლელი იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მხოლოდ მშობლებთან ერთად ბედავდა ლიფტში შესვლას.

ერთხელ ფიზკულტურის გაკვეთილი გაუგრძელდა. უკვე ბნელოდა და ბიჭმა ნაბიჯს აუჩქარა. ძალიან დაღლილი იყო და როდესაც ლიფტთან მდგარი დედა დაინახა, ამან გაახარა – ფეხით არ მოუწევდა ზევით ასვლა. ლიფტის კარი გაიღო და დედამისი შიგნით შევიდა. ბიჭი გაიქცა და შიგნით შესვლა მოასწრო. ნათურა აღარ მუშაობდა. ბიჭი სიბნელეში ვერაფერს ხედავდა. ლიფტი ზევით წავიდა. გაისმა სიცილის ხმა. სიცილი ძლიერდებოდა და შეშინებულმა ბიჭმა დედას ჰკითხა:

– დედა გესმის?

სიცილი კიდევ უფრო გაძლიერდა.

– დედა ეს ის ხმაა, რომლის შესახებაც მოგიყევი.

უეცრად ლიფტში სიჩუმემ დაისადგურა. უცნობი, გაურკვეველი არსება გამუჩმდა. ბიჭს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, როდესაც ვიღაცამ ჰკითხა:

-შენ რა მართლა დაიჯერე, რომ მე დედაშენი ვარ

2.ჰელოუინის ღამე

ეს ამბავი 2002 წელს, ჰელოუინის ღამეს მოხდა. ოთხი გოგონა ქუჩაში სეირნობდა. ერთ-ერთ ეკლესიასთან კლოუნის კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი დაინახეს, რომელიც მათთან მივიდა და უთხრა:

– ძაღლი დამეკარგა. ძაღლი ხომ არ დაგინახავთ?

გოგონებმა უთხრეს, რომ არ იცოდნენ სად იყო მისი ძაღლი. კლოუნმა დახმარება ითხოვა, რაზეც გოგონები დასთანხმდნენ.

ისინი ეკლესიაში შევიდნენ. კლოუნმა კარი დაკეტა და მხოლოდ მაშინღა მიხვდნენ გოგონები, რომ საქმე ცუდად იყო. გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ კარი დაკეტილი იყო, კლოუინი კი სწრაფი და მარჯვე. მან გოგონები დააბა. რამდენიმე საათი წამებით ერთობოდა, შემდეგ კი ისინი დახოცა.

იმ ღამეს ბევრმა დაინახა კლოუინის სისხლიან კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი, მაგრამ ჰელოუინი იყო და მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

დილით მღვდელი ეკლესიაში მივიდა. კარები ღია დახვდა. ეკლესიაში შევიდა. რაღაც ხმები ესმოდა. შუქი აანთო და დაინახა, რომ გოგონების მოჭრილი თავები თოკებზე ეკიდა. თავებიდან სისხლი წვეთებად გადმოდიოდა და სწორედ ამის ხმა ესმოდა მღვდელს.

პოლიციამ ეკლესიის უკან მდებარე სასაფლაოზე გოგონების სხეულები იპოვა.

გადმოცემის თანახმად, თუ იმ ეკლესიაში მიხვალთ, რომელშიც მკვლელობები მოხდა, ოთხი გოგონას სულებს დაინახავთ.

3.ისტორია რომელსაც ახლა გიამბობთ რეალურად მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
7 წლის ჯენის ჰყავდა კატა მიკი, რომელიც ძალიან უყვარდა, მასთან ერთად იძინებდა, თამაშობდა, აჭმევდა, ასეირნებდა.
ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა, კატა მანქანამ გაიტანა. ჯენი ძალზე დასევდიანდა. მშობლებიც წუხდნენ ჯენის გამო და გადაწყვიტეს ახალი კატა ეჩუქებინათ პატარა გოგონასთვის, თუმცა იმ დღეს როცა მშობლები ჯენის წაყვანას აპირებდნენ ახალი კატის საყიდლად, ჯენიმ თქვა რომ მისი მიკი დაბრუნდა. ძალიან ბედნიერი იყო. ძველებურად თამაშობდა მიკისთან. საჭმელსაც აჭმევდა. რაც ყველაზე უფრო მეტად აწუხებდათ მის მშობლებს ის იყო, რომ კატის საჭმელი და რძე მართლაც ქრებოდა. მშობლები შიშობდნენ რომ მიკის დაკარგვამ ჯენიზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ამის გამო გოგონა თვითონ იღებდა კატის საჭმელს და ცდილობდა მშობლებიც დაერწმუნებინა რომ ის მართლაც დაბრუნდა. ჯენი უჩინარ კატას ისევე ეფერებოდა როგორც მანამდე, სანამ უბედური შემთხვევა მოხდებოდა.
ამ ამბით შეშფოთებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფსიქოლოგისთვის მიემართათ. ბავშვთა ფსიქოლოგს ჯენი უნდა დაერწმუნებინა, რომ მიკი მართლაც აღარ არსებობდა, ამის ერთადერთი საშუალება კი იყო ფოტო გადაეღო ჯენისა და მისი წარმოსახვითი კატისთვის და შემდეგ ჯენისთვის ეჩვენებინა ფოტო, რომელზეც მის გარდა არავინ და არაფერი იქნებოდა გამოსახული.
ფსიქოლოგმა მალევე დაითანხმა ჯენი ამ წინადადებაზე და გოგონამაც სიხარულით გადაიღო ფოტო მიკისთან.
მეორე დღეს სახეშეშლილი ფსიქოლოგი ესტუმრა ჯენის მშობლებს და მისცა ფოტო, სადაც ჯენი კატასთან ერთად იყო გამოსახული.

4.მოხეტიალე სული

ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როცა სახლში ვბრუნდებოდი. მე მიყრუებულ ადგილას ვცხოვრობ, ამიტომ ქუჩა ჩაბნელებული იყო და გზას მხოლოდ ჩემი მანქანის ფარები ანათებდა. რამდენიმე კვირის წინ აქ ავარია მოხდა, რომელმაც ჩემი ორი მეგობარი შეიწირა, 4 კი მძიმედ დაშავდა. სწორედ ამ ადგილს ვკვეთდი, როცა წინ შავმა ფიგურამ გაიარა და ტყეში შევიდა. როცა გზაზე გადადიოდა, დავუსიგნალე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. სანამ სახლამდე მივედი, სულ იმის ფიქრში ვიყავი, რა იყო ეს. ცხოველი რომ ყოფილიყო, დასიგნალებაზე მოიხედავდა ან გაიქცეოდა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც ავარიაში მოხვედრისას გარდაიცვალა, მაღალი სიმპათიური ბიჭი იყო. ეს ფიგურაც თითქოს მისი სიმაღლის იყო. ეს რომ გავაცნობიერე, კიდევ უფრო შემითრია ფიქრებმა.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, როცა გვიან ღამემდე ვუყურებდი ტელეარხ HBO-ს, უცებ ისეთი ხმა მომესმა, თითქოს სამზარეულოში ვიღაც ჩემი ლეკვის საჭმელს მიირთმევდა. შევედი სამზარეულოში და ვნახე რომ ჩემი კატა ყოფილა. გამიკვირდა, რადგან ის მუდამ გარეთაა და სახლში სახლში თითქმის არ შემოდის, კარიც კაი ხნის ჩაკეტილი იყო. ავიყვანე და გავიყვანე გარეთ. შემდეგ შემოვბრუნდი და ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ყველა კარი ჩაკეტილი იყო ! არანაირი აზრი არ მომდიოდა, როგორ შევსულიყავი სახლში. დავურეკე ჩემს ბოიფრენდს და მოვუყევი რაც მოხდა. ლაპარაკში შევყევით და უცებ მითხრა, რომ ჯინსის უკანა ჯიბეში გასაღები იპოვა. დედამისი რამდენიმე დღის წინ ახალ სახლში გადავიდა და ვივარაუდეთ, რომ მან ჩაუდო ამ სახლის გასაღები. ამის მერე მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

მეორე დღეს ჩემი ბოიფრენდი მესტუმრა. გვშიოდა და პიცა გამოვიძახეთ, მან კი ის გასაღები მაჩვენა, რომელზეც გუშინ მესაუბრა. ჩემსას მივამსგავსე და ხუმრობით ვუთხარი, “აბა ჩემს კარებს თუ გააღებ?” ის მართლაც გავიდა გარეთ და კარი ჩაკეტა. შემდეგ მოარგო გასაღები საკეტს და ის გაიღო ! “ჰმ, შენ გაუხსენი გუშინ კარები ჩემს კატას?” გავეხუმრე ისევ, თუმცა თავში ათასგვარი ფიქრი მიტრიალებდა. ის მიხვდა ჩემს აზრებს და გასაღებზე ჩამოაგდო საუბარი. მითხრა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ აღმოჩნდა მის ჯიბეში. ჩვენ ორი წელია ერთად ვართ და ყველაზე საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენ, რომ ის მომატყუებდა ან გასაღებს მომპარავდა. პიცა შევჭამეთ და სამზარეულოში გავედი, რომ რამე სასმელი მენახა. უცებ შევნიშნე, რომ სტუმრების საწოლ ოთახსა და მშობლების აბაზანაში შუქი ენთო.

მამაჩემი ცნობისმოყვარეა და ყოველთვის აინტერესებს, რა ხდება სახლში, როცა ის სხვაგანაა. უკანა კარებთან კამერა აქვს დამონტაჟებული, რომელიც მოძრაობისას ირთვება და 30-30 წამიან ვიდეოებს იღებს, შემდეგ კი ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება. რამე საეჭვო რომ ყოფილიყო, დამირეკავდა და მკითხავდა, მაგრამ მისგან ზარი არ ყოფილა. მე და ჩემმა ბოიფრენდმა ყველა ოთახი შევამოწმეთ, ყველა წერტილი, მაგრამ ვერაფერს მივაგენით.

ამის შემდეგ ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ, რომ ვიღაც მითვალთვალებს. ვერ ვიტან ამ შეგრძნებას და მანქანის მართვაშიც ხელს მიშლის. იმასაც ვგრძნობ, რომ ეს “რაღაც” ცდილობს ჩემს ბოიფრენდს წამაჩხუბოს. რა უნდა ჩემგან? როგორ მოვიშორო? ვილოცე, მასთან კონტაქტის დამყარებაც ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ასე თუ გაგრძელდა, მალე პროფესიონალის დახმარება დამჭირდება.

5.ისტორია დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე.
ჩემთან, სოფელში ძალიან კარგი სამეზობლო მყავდა. მათ შორის, ერთი მოხუცი კაცი, რომელიც მარტო ცხოვრობდა. მაგრამ ზაფხულობით მისი ნათესავებიც ჩამოდიოდნენ ხოლმე მასთან. 2009 წელს ეს კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის სახლი სრულიად მიატოვეს. მისი ნათესავები უცხოეთში წავიდნენ და ამის შემდეგ ის სახლი სულ ჩაიკეტა. იმ ძველ და დამტვრეულ სახლში ყველა ფანჯარა ამოშენებული იყო, ერთი ფანჯრის გარდა… ერთ დღეს სახლში ხმა გავიგეთ, თითქოს ვიღაცა დადიოდა და კარზე აბრახუნებდა. მეორე დღეს ბაბუაჩემმა ის უკანასკნელი ფანჯარაც ამოაშენა. შემდეგ საღამოს უფრო ხმამაღალი ბრახუნი ისმოდა: ცხადი იყო, რომ იმ იქ სული სახლობდა. შიგნით ვერავინ შევიდოდა, სახლი ჩაკეტილი იყო. მეც შევეცადე, ამ ყველაფრისთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ ამ დროს უცნაური შუქი შევნიშნე იმ სახლში. თითქოს ვიღაცამ აანთო. ვიფიქრე რომ ბაბუა გავიდოდა. ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა. ჩავედი ქვემოთ, ვნახე რომ ბაბუა იწვა და ეძინა. მე მარტო არ ვიწექი, მე და ჩემი უფროსი ძმა ვიწექით ერთად. უკან ავედი და დავწექი, მაგრამ არ დამეძინა. უცბათ შუქმა სახეზე მომანათა. დაფეთებული წამოვხტი და ვიყვირე: ვინც არ უნდა იყო მანდ, იცოდე, რომ მე ვერ დაგეხმარები. შემეშვი. მაცადე წყნარი ცხოვრება.
იმ ღამეს არაფერი შემინიშნავს, მაგრამ მეორე საღამოს ვნახე, რომ იმ სახლში ვიღაც დადიოდა და ხელში ნაჯახის ფორმის რაღაც ეჭირა. შემეშინდა. ბებია გავაღვიძე და ვუთხარი ყველაფერი. ბებიამაც რათქმაუნდა ჩემი დამშვიდება სცადა და მითხრა, დაიძინე, ნუ გეშინია, რამე მოგეჩვენებოდაო. ამ დროს ოთახში ვიღაც შემოვიდა შუქით. ბებია წამოხტა, მე ყვირილი დავიწყე. ბებიამ გამაჩუმა და დანა აიღო. ერთი მე მომცა და მითხრა, თუ ისევ შემოვიდოდა სახლში რამე, მისთვის ჩამერტყა. ბებიას აზრი გამართლდა. სახლში მართლაც შემოვიდა ვიღაც. სახე ვერ დავინახე. დანა დავარტყი, მაგრამ არ შერყეულა. ამ დროს ხელი მომიქნია, მაგრამ ვერც იმან დამაკლო ვერაფერი და წავიდა. მეორე დღესვე გავეცალე სოფელს. ვიცოდი, რომ იქ რაღაც ბოროტი ძალა იყო და ჩემს შეპყრობას ცდილობდა, ამიტომაც მას შემდეგ ყოველთვის ვერიდები სოფელში დასარჩენად ჩასვლას, თუმცა ჩემებთან მსგავსი აღარაფერი გამეორებულა ჩემი წამოსვლის შემდეგ…

წყარო:  facebook-ის გვერდი: საშიში ისტორიები/scary stories

თეგები

sali

me var salome
Close
Close