მსოფლიო დონის გამოფენა – „EXPO“ შანხაიში
მსოფლიო დონის გამოფენის Expo-ს მთავარი მიზანია მსოფლიოს ახალი ტექნოლოგიების, ეკონომიკური და კულტურული მიღწევები გააცნოს.
1 მაისს, ჩინეთის ბიზნეს-დედაქალაქ შანხაიში გაიხსნა მსოფლიო -საერთაშორისო გამოფენა „ექსპო-2010“ (World Expo 2010). ის გააგრძელებს საერთაშორისო გამოფენების ტრადიციას, რომელსაც 1851 წელს ვიქტორია დედოფალმა და პრინცმა ალბერტმა ჩაუყარეს საფუძველი. გამოფენის თემა იყო – „უკეთესი ქალაქი, უკეთესი ცხოვრება“. მსოფლიო გამოფენა გაგრძელდა 31 დეკემბრამდე.
ორგანიზატორები თვლიდნენ, რომ მნახველების საერთო რაოდენობა 100 მილიონ ადამიანს გადააჭარბებდა, საიდანაც 95% – ჩინელები იყვნენ. ასევე იყო ჭორები რომ ვიზიტორების რაოდენობას დღეში 600 ათასი ადამიანით შეიზღუდებოდა.
შანხაიმ დახარჯა 400 მილიარდი იუანი (ეს დაახლოებით $ 58,6 მილიარდი ამერიკული დოლარი) გამოფენის გახსნის მომზადებისათვის. ეს ბევრად უფრო მეტია იმ თანხაზე, რაც დაიხარჯა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე.
ჩინეთის მთავრობამ მილიონობით დოლარი დახარჯა იმისათვის, რომ სრულიად შეეცვალა ინფრასტრუქტურა და ტერიტორია გიგანტურ საგამოფენო ცენტრად გადაექცია. გამოფენის გახსნის ცერემონიას რამდენიმე ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის საფერანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები – ნიკოლა სარკოზი და დმიტრი მედვედევი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მუნგუი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბარუზო და სხვები. შანხაიში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იყო მიღებული.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პავილიონები თითქმის ყველა ქვეყნიდან , ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მსხვილი კორპორაციებიდან:
1. კონსტრუქცია „Sun Valleys“-ის ილუმინაცია.
2. 25 აპრილს, უზარმაზარმა მუსიკალურმა შადრევანმა გაართო მსოფლიო გამოფენის „World Expo“ მნახველები შანხაიში. გარდა ამისა, 82 ქვეყნიდან ყოველდღიური აღლუმები, ფეიერვერკები და სხვა დღესასწაულები, რომელიც მონაწილეობას იღებდა შანხაის „World EXPO“ გამოფენაზე, წელიწად ნახევრის განმავლობაში ართობდნენ მნახველებს მუსიკით, ცეკვებით და დადგმული შოუებით … (AFP /Getty Images).
3. მნახველი ათვალიერებს დიდი ბრიტანეთის პავილიონში თესლს.
4. ხედი მსოფლიო გამოფენის პავილიონზე, 28 მარტი. (AP Photo/Shanghai Pacific Institute).
5. ზედხედი შანხაის ბიზნეს-ცენტრზე (Shanghai Pudong).
6. პოლიციის თანამშრომლები იცავენ მსოფლიო გამოფენის (World Expo) შესასვლელს , 19 აპრილი.
7. მნახველები გერმანიის პავილიონში უყურებენ „ენერგიის წყაროს“ (“Energy Source”) – 1.2 ტონა სფეროს 400,000 შუქდიოდები (LEDs), რომლებიც რეაგირებენ ხმაზე . (AP/Ng Han Guan)
8. მონიტორები ესპანეთის პავილიონში. (AFP/Getty- Lopez)
9. ჟურნალისტები უყურებენ დიდ ეკრანს ჩინეთის „ინფორმაციის და კომუნიკაციის“ პავილიონში, 19 აპრილი. (AP/Eugene Hoshiko)
10. მშენებელი გადის ჩინეთის განათებული „ინფორმაციის და კომუნიკაციის“ პავილიონის გასწვრივ, 19 აპრილი. (AP/Eugene Hoshiko)
11. გოგონა სწრაფად გადის ავსტრალიის პავილიონის შემინულ გადასასვლელში. (/Philippe Lopez)
12. ათასობით სტუმრით გაივსო „ ვაიტანის“ ცნობილი სანაპირო – ერთერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა შანხაიში.
იანძის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ძველი შანხაი, აღმოსავლეთ სანაპიროზე კი ცათამბჯენების რაიონია გადაშლილი, რომელიც სულ რაღაც 15 წელში გაშენდა. ეს გახლავთ ცნობილი პუდუნი – ეკონომიკური რეფორმის სიმბოლო, ჩინეთის ფინანსური და საქმიანი ცენტრი.
ტრადიციული შანხაი, რომელსაც ასი წლის წინ აღმოსავლური პარიზი უწოდეს, პუდუნის საპირისპიროდ, ხუანპუს მეორე ნაპირზე მდებარეობს. ეს არის ვაიტანის ცნობილი სანაპირო, სადაც ევროპული სტილის შენობები დგას. ულამაზესი სანახავია იქაურობა შებინდებისას, როდესაც უამრავი ფერადი პროჟექტორი აინთება.
13. World Expo -ს საფრანგეთის პავილიონის თანამშრომელი ალაგებს ორი სურათის წინამდებარე ტერიტორიას …
14. შვეიცარიის პავილიონის მშენებელი-მუშა, 8 მარტი… (REUTERS/Aly )
15. მუშას მიაქვს ტვირთი „ბედნიერების ქუჩაზე“ (“The Streets of happiness”) – დანიის პავილიონი, 2 მარტი. (REUTERS/Aly)
16. მუშები ლუქსემბურგის (Luxembourg) პავილიონთან, 2 მარტი…
17. მშენებარე ესპანეთის პავილიონი, 11 მარტი. (PHILIPPE ,AFP)
18. მნახველები შეიკრიბნენ უზარმაზარი ანიმაციური თოჯინის წინ ესპანეთის პავილიონში, 5 აპრილი. ორგანიზატორებმა შესაძლებლობა მისცეს რამდენიმე „იღბლიან„ ადამიანს დაათვალიერონ პავილიონი გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე. (LOPEZ /AFP)
19. მუშა ადგენს არაბეთის გაერთიანებული საამიროების პავილიონის მასშტაბებს, 2 მარტი (REUTERS/Aly)
20. მნახველები დიდი ბრიტანეთის პავილიონთან, სახელწოდებით “Seed Cathedral“ (თესლის ტაძარი), 14 აპრილი. (Kevin Lee /Bloomberg)
21. ისრაელის პავილიონი – Israel Pavilion.
22. ბრაზილიის პავილიონი – Brazil Pavilion.
23. მოცეკვავეების რეპეტიცია…
24. თურქეთის პავილიონი – Pavilion of Turkey.
25. ესპანეთის პავილიონში მნახველები რიგში დგანან , 25 აპრილი (Philippe Lopez)
26. კანადის პავილიონი – Canada Pavilion.
27. დიდი ბრიტანეთის პავილიონის ინტერიერი, 14 აპრილი . (LOPEZ/AFP)
28. აკრილის წნელების ბოლოებზე ჩანს ხელოვნური თესლი. (REUTERS/Aly)
29. სერბეთის პავილიონის ( Serbian pavilion) ღამის ფოტო…
30. შანხაის ავტომწარმოებელი „Shanghai Automotive Group Co“ პირველად წარმოგვიდგენს თავისი ავტომობილის E Qi-ის კონცეფციას შანხაის „World EXPO“ გამოფენაზე.
31. ფეიერვერკები გამოფენაზე, გახსნის ცერემონიის რეპეტიციის დროს . (AP Photo)
32. გამოფენის მნახველები ცდილობენ გადაიღონ ლეგენდარული „ქალთევზას“ (Mermaid) სურათები დანიის პავილიონში. (REUTERS /Aly)
33. დანიის პავილიონის წამყვანი არქიტექტორი Bjarke Ingels -ი ველოსიპედით სეირნობს პავილიონის სახურავზე. (PHILIPPE /AFP)
34. რუსეთის პავილიონის ღამის ფოტო, რომელიც გაკეთებული იყო 23 აპრილს . (REUTERS/Stringer)
35. შანხაიში – მიმოსვლა ესტაკადზე სამუშაო დღის განმავლობაში. (ესტაკადა – ეს არის მიწისზედა ხიდური ნაგებობა, რომელზეც დედამიწის ზედაპირიდან გარკვეულ სიმაღლეზე გაყვანილია რკინიგზა ან საავტომობილო გზა ) (Pacific Institute for International Strategy)
36. ზედხედი საფრანგეთის პავილიონზე. (Shanghai Pacific Institute)
37. საფრანგეთის პავილიონი – შიგნიდან სიმწვანით გამოირჩევა.
38. აი, ასეთი კლუმბებია (ყვავილნარი).
39. მსახიობი (ქალი) ემზადება წარმოდგენის რეპეტიციისათვის, 26 აპრილი. (STR/AFP/Getty/)
40. ჩინელი მუშა ისლანდიის (Iceland) პავილიონის სახურავზე. (/Philippe)
41. თანამშრომელი წმინდავს გარედან “Sun Valley”-ის ნაგებობას, რომელიც შთანთქავს მზის ენერგიას. (Nir Elias/)
42. “Solar Valley”-მზის ველი და ჩინეთის პავილიონი განათების შემოწმების დროს. (/China Daily)
43. გოგონა პოზირებს ჩინეთის პავილიონის წინ. (REUTERS / Aly)
44. აფრიკის პავილიონი – Africa Pavilion.
45. ისრაელის პავილიონი – Israel Pavilion.
46. სტუმრებმა ჩაუარეს კომპანია „Shanghai Automotive Industry Corp“-ის პავილიონს და ასვე „General Motors“, 26 აპრილს. შანხაიში, World Expo-ს გამოფენაზე ბევრი კომპანია ხედავს შესაძლებლობას წარადგინოს თავისი ბრენდი 1.3 მილიარდი მყიდველის ფართო ბაზარზე . (AFP/AFP)
47. მნახველი ფოტოს უღებდა 3D – პროეცირებული გამოსახულება “Aurora”-ას პავილიონში. (AFP/AFP/)
48. “ინფორმაციის და კომუნიკაციის“ პავილიონი, 19 აპრილი .
49. პროექტის მოდელი აჩვენებს შესაძლებელ სატრანსპორტო სისტემას „მომავლის“ პავილიონში. (AFP/AFP/)
50. პოლონეთის პავილიონი. (LOPEZ/AFP/Getty)
51. ავტომაგისტრალი ესტაკადაზე LEDs შუქდიოდური განათებით…
შუქდიოდური განათების უპირატესობა: შუქდიოდური განათება (LED განათება) – არა მხოლოდ ენერგო ეკონომიურია, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობაა შრომის პირობების და ადამიანის თვალებისთვის კომფორტის დონის ამაღლების, აგრეთვე მინიმუმამდე დავიდეს შუქის წყაროს მავნე ზემოქმედება გარემოზე.
წლევანდელი „ექსპოს“ ყურადღების ცენტრშია ურბანიზაციის გამოწვევები. შანხაი, რომელშიც 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოს ათ უდიდეს ქალაქს შორისაა.
მსოფლიო გამოფენას, სადაც 190 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი ესტუმრება.
… საინტერესოა, რომ რამდენიმე წელიწადში მსოფლიო გამოფენა Expo-2020-ის მასპინძელი არაბეთის გაერთიანებული ემირატები იქნება. თუ სად ჩატარდებოდა Expo-2020-ი კენჭისყრა პარიზში გაიმართა და დუბაიმ 116 ხმა მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა ეკატერინბურგმა კი მხოლოდ 47 ხმა მიიღო.
მსოფლიო დონის გამოფენის Expo-ს მთავარი მიზანია მსოფლიოს ახალი ტექნოლოგიების, ეკონომიკური და კულტურული მიღწევები გააცნოს.
როგორც ცნობილია ბოლო „Expo“ 2010 წელს შანხაიში გაიმართა და 6 თვის განმავლობაში ის 73 მლნ ვიზიტორმა მოინახულა. Expo-2015 კი როგორც ცნობილია მილანში გაიმართება.