გასართობისასარგებლოუცნაური

საინტერესო ფაქტები ბაქტერიებზე


ბაქტერიები და მიკრობები ჩვენს გარშემო არსებობენ. ბაქტერიები შეიძლება იყვნენ, როგორც კარგები, ასევე ცუდებიც. ჩემს მომდევნო პოსტში შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს ბაქტერიების შესახებ.

1. 1999 წელს აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაქტერია სახელად Thiomargaritanamibiensis რაც ითარგმნება ქართულად, როგორც “ნამიბიის ნაცრისფერი მარგალიტი”. ბაქტერიის ზომა შესაძლოა უდრიდეს 0,75 მილიმეტრს. მისი ზომები აჭარბებენ სტანდარტული წერტილის ზომას. 1/12 დიუმი არის წერტილის ზომა, რაც უდრის 0.351 მილიმეტრს.

2. უცნობია რატომ, მაგრამ ბაქტერიის გარეგნობა საკმაოდ წარმატებულია, იმდენად წარმატებულია, რომ ოდნავადაც შეცვლილა მისი გარეგნობა მილიარდი წლის შემდეგაც კი. ბაქტერიები შეიცვალნენ მხოლოდ შინაგანად. ასეთმა ფენომენმა მიიღო სახელწოდება “ფოლკსვაგენის სინდრომი”. ბევრისთვის ცნობილია, რომ მანქანა “ფოლკსვაგენ – ტარაკანა” მსოფლიოს იმდენად მოეწონა, რომ მანქანას გარეგნობა შეუნარჩუნეს ორმოცი წლის განმავლობაში.

3. ადამიანის ორგანიზმში ცხოვრობენ ბაქტერიები, რომელთა საერთო წონა შეადგენს ორ კილოგრამს.

4. დამეთანხმებით, რომ წვიმის შემდეგ მიწას კარგი სუნი ასდის. ამ სუნს წარმოქმნიან ორგანული ნივთიერებები – გეოსმინები, ხოლო გამოიმუშავებენ ციანობაქტერიები და აქტინობაქტერიები, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწის ზედაპირზე.

5. ყველაზე ძველი ორგანიზმი, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეს არის არქეობაქტერიები თერმოციდოფილები. ეს ბაქტერიები არსებობენ ცხელ ადგილებში, სადაც არის ჟანგბადის დიდი რაოდენობა. თუ ტემპერატურა 55 გრადუსზე ნაკლებია, მაშინ ეს ბაქტერიები უბრალოდ იღუპებიან.

6. მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერები ატარებდნენ კვლევას, რომლის შედეგადაც გახდა ცნობილი, რომ მობილურ ტელეფონზე უფრო მეტი ბაქტერია ვიდრე ფეხსაცმელში ან უნიტაზის საჯდომზე.

7. ბევრი თვლის, რომ ბაცილა და ბაქტერია, ეს განსხვავებული ორგანიზმები არიან. სინამდვილეში ეს სიტყვები ერთიდაიგივე რამეს აღნიშნავს: სიტყვა “ბაქტერია” მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან, ხოლო სიტყვა “ბაცილა”-ს კი აქვს ლათინური წარმომავლობა.

8. როგორც თქვენ იცით ადამიანის სხეულში ცხოვრობს ორი კილოგრამი ბაქტერია. ერთი მათგანი მდებარეობს ჩვენს ნაწლავებში. ამ ბაქტერიების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მთელი ადამიანის სხეულში.

9. ადამიანის პირი შეიცავს დაახლოებით 40 000 სხვადასხვა ბაქტერია. კოცნის დროს ადამიანები ერთმანეთის პირში უშვებენ 278 კულტურის ბაქტერიას, მათი 95% არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს.

10. ზოგიერთ ქვეყანაში XX საუკუნეში ყველა ბავშვს ამოაჭრეს აპენდიციტი. ეს იმისთვის იყო გაკეთებული, რომ ის მომავალში არ გამოჩენილიყო. XXI საუკუნის დასაწყისში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ აპენდიციტი სავსებით არ არის რუდიმენტი. იმუნური სისტემისთვის ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანო, რადგან მასში არის ბევრი მიკროორგანიზმი. მაშინ როდესაც ადამიანი არის ავად, ნაწლავში მყოფი ბუნებრივი ფლორა იღუპება. სწორედ, რომ ასეთ მომენტებში აპენდიქსი აგზავნის ორგანიზმში “დამხმარე ძალას”.

loading...
თეგები
Close
Close