გასართობიკრეატივისურათები

უკრაინელი ფოტოგრაფის ულამაზესი, სურეალისტური ფოტოები

image

26 წლის უკრაინელი ფოტოგრაფი – ოლეგ ოპრისკო, რომელიც უკრაინის ქალაქ ლვოვიდან არის, გატაცებულია სურეალისტური, ზღაპრული ფოტოების გადაღებით, რომელიც ძალიან მალე გავრცელდა ინტერნეტსივრცეში . ის თავის იდეებს მოდელების დახმარებით ახორციელებს. თავად არჩევს მოდელების ჩაცმულობას, თმის ვარცხნილობას, მაკიაჟსა და იმ სხვა ელემენტებს, რაც ორიგინალური ფოტოს გადასაღებად არის საჭირო. მისი ფოტოების შთამბეჭდაობას ერთი-ორად ზრდის ის ფაქტი, რომ მას არ აქვს გამოყენებული არანაირი ახალი ტექნოლოგური მიღწევები. მან ეს ყველაფერი ძველი, კიევის კამერით გადაიღო.
„თითოეული ჩემი ფოტო არის სცენა რეალური ცხოვრებიდან. ეს არის სრულყოფილი შთაგონების წყარო, რომელსაც სილამაზე ქვია. რა თქმა უნდა აქ არის ჩართული ფანტაზიაც, რომელიც გარკვეული ადგილებიდან გამომდინარე მომივიდა თავში. მე მქონდა სამუშაო შეხვედრები ფოტოგრაფებთან, რომლებიც 2000-3000 დოლარად ღირებული ფოტოაპარატებით მუშაობდნენ, მე კი ეს ყველაფერი მხოლოდ 50$ დამიჯდა, ეს სასაცილოც კია“ – წერს უკრაინელი ფოტოგრაფი.
ოლეგი 16 წლის ასაკში დაინტერესდა ფოტოგრაფიით. 18 წლის, ის უკვე კიევში, ერთ-ერთ ცნობილ სარეკლამო კომპანიაში თანაშემწედ მუშაობდა, რაც 4 წელი გაგრძელდა. მაგრამ ეს ყველაფერი მოკლებული იყო შემოქმედბითობას. სწორედ ამიტომ, ის თვლის რომ იგი მხოლოდ 23 წლის ასაკში ჩამოყალიბდა ნამდვილ ფოტოგრაფად და ყველაფერი თავიდან დაიწყო.
image

 

image

 

image

 

image

 

image

 

image

 

image

 

image

 

image

 

image
image

 

image

 

image

 

image

 

image

 

image

 

image

 

image

 

image

 

image

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close