არქივი

მუდრა

268dae2db331
მუდრა, იგივე თითების იოგაა, რომელიც სხვადასხვა ტკივილის თუ დაავადების დროს გამოიყენება.

მუდრა “სიცოცხლის გადამრჩენი”, ანუ “აპანა ვაიუ”
(პირველი დახმარება გულის უკმარისობის დროს)
Photobucket
ამ მუდრის გამოყენებას ტყუილად არ უწოდებენ სიცოცხლის გადამრჩენს, მისი გამოყენება სასურველია გულის ტკივილის, გულისცემის აჩქარების ან შენელების, მიოკარდიის, ასევე უსაფუძვლო განგაშისა და და შიშების დროს.
შესრულების მეთოდიკა: ორივე ხელზე საჩვენებელი თითი მოხრილია და ეფარება ცერა თითის ფუძეს, მის ზემოთ ერთდება ცერა, შუა და უსახელო თითები. ნეკი გასწორებული და მოდუნებულია. მუდრა სრულდება ორივე ხელით.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ მკერდის სიმაღლეზე. უყურეთ მწვანე ფერს. შესუნთქვა ცხვირით, ამოსუნთქვა პირით. წარმოიდგინეთ ვარდის კოკორი გულის ადგილას და ყოველ ამოსუნთქვის დროს როგორ იშლება ეს კოკორი. შედეგს აძლიერებს ნემსიწვერას არომატი.
აფირმაცია: “მე მაქვს დრო, რომ დავინახო სამყაროს მშვენიერება და დავტკბე სიმშვიდითა და ჰარმონიით”.

მუდრა “სიცოცხლე”, ანუ “პრანა”
3ff35c7a16be
ეს მუდრა აძლიერებს ჩაკრა “სვადიხისტანას”, გარდა ამისა აძლიერებს პოტენციალს, ადამიანს ანიჭებს მხნეობას, აღადგენს სასიცოცხლო ძალას და ვიტალურობას, ზრდის შრომისუნარიანობას, სექსუალურობას, ასევე აუმჯობესებს მხედველობას და ხსნის ტკივილს თვალებში.
შესრულება: ცერი, უსახელო და ნეკი თითები შეერთებულია, ხოლო საჩვენებელი და შუა თითები გამართული. თითები შეერთებულია დაძაბულობის გარეშე.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: დადექით ან დაჯექით ჩრდილოეთისკენ. ხელები დაიკავეთ სახის სიმაღლეზე. უყურეთ ლურჯ ფერს ან წარმოიდგინეთ. შესუნთქვა ცხვირით, ამოსუნთქვა პირით. შედეგს აძლიერებს ბალბის არომატი.
აფირმაცია: “მე დიდი აღტაცებით და ტკბობით გადავლახავ წინაღობებს, რომლებსაც ცხოვრება მიმზადებს”.

მუდრა “მიწა”, ანუ “პრიტხვი”
1dd09f185cbf
მიწა ერთ-ერთი ელემენტია, რისგანაც ჩვენი სხეული შედგება, აქედან გამომდინარე მიწის მუდრა ძირითადად ფიზიკური ტკივილების დროს გამოიყენება. ამ მუდრის გამოყენება ახდენს ორგანიზმში ენერგიის ჰარმონიულ ცირკულაციას, სასარგებლოა ქვედა კიდურებში სისუსტის დროს, აძლიერებს პასუხისმგებლობას და საკუთარი თავის რწმენას
შესრულება: ცერი და უსახელო თითები ერთდება, დანარჩენი სამი თითიგამართული და მოდუნებულია.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: დაჯექით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ მკერდის სიმაღლეზე. უყურეთ ყვიტელი ფერი ან წარმოისახეთ ყვითელი ფერი. შესუნთქვა ცხვირით, ამოსუნთქვა პირით. ამოსუნთქვის დროს წარმოიდგინეთ მიწის ენერგია როგორ ავსებს თქვენს ორგანიზმს, სუნთქვა შეიკავეთ რამოდენიმე წამი, ამოსუნთქვის დროს წარმოიდგინეთ ენერგია ოქროსფერი წვიმად გიბრუნდებათ. გამოიეორეთ რამოდენიმეჯერ.
აფირმაცია: “მიწის ენერგია მაძლევს სტაბილურობის შეგრძნებას, საკუთარი აზრზე დავრჩე და დავეხმარო საკუთარ თავს. მე დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში. კოსმოსის ენერგია მავსებს და სიხარულს მანიჭებს”.

მუდრა ცა, ანუ “შუნია”
09244d4b8ce2
უკავშირდება ორგანიზმში “ზეციურ ძალის” (სულის) გააძლიერებასა და გააქტიურებას. მისი გამოყენება ახშობს ყურის ტკივილს და დადებითად მოქმედებს სმენაზე, ხოლო მისი ხანგრძლივი გამოყენება აუმჯობესებს სმენის ენერგეტიკულ არხებს.
შესრულება: შუა თითები იხრება და უერთდება ცერა თითებს. დანარჩენი სამი თითი არ უნდა იყოს დაძაბული. მუდრა სრულდება ორივე ხელით.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ხელები დაძაბვის გარეშე გქონდეთ სახის დონეზე და უყურეთ ყვითელ ფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ყვითელი ფერი. ისუნთქეთ ცხვირით. შედეგს აძლიერებს პიტნის არომატი.
აფირმაცია: “მე ვიღებ სამყაროს სიკეთეს ზეციურ ჰანგებში”.

მუდრა ქარი, ანუ “ვაიუ”
f04d20df5b51
აღმოსავლურ მედიცინაში ქარი (ჰაერი) აღიქმება როგორც ერთ-ერთი სტიქია და მას სხვადასხვა დაავადებებს მიაწერენ. “ქარის მუდრა” გამოიყენება რევმატიზმის რადიკულიტის, ხელების ცახცახის, თავისა და ყელის ტკივილების დროს. ამ მუდრის გამოყენებისა და კონცენტრაციის შემდეგ პირველი შედეგი უკვე ნახევარი საათის შემდეგ მიიღება. ქრონიკული დაავადებების დროს ის გამოიყენება სხვა მუდრებთან ერთად.
შესრულება: საჩვენებელი თითი იკეცება და ედება ცერის თითის ფუძეს. ცერა თითი მოხრილ საჩვენებელ თითს ზემოდან ეფარება. დანარჩენი სამი თითი გამართულ მდგომარეობაშია და არ არის დაძაბული.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით ჩრდილოეთისკენ. ხელები დაიკავეთ ჭიპიდან 5-10 სანტიმეტრით ზემოთ, მზის წნულის მიდამოსთან. ისუნთქეთ ცხვირით. შედეგს აძლიერებს ბალბის არომატი.
აფირმაცია: “მე მშვიდი და აუღელვებელი ვარ ყველანაირ გარემოებებში”.

მუდრა “ენერგიის ამწევი, ანუ “ლინგა”
0f2373129a78
ეს მუდრა ზოგადად ენერგიასა და ტონუსს მაღლა სწევს, აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს. იგი გამოიყენება გაციების, ხველების, სურდოსა და ჰაიმორიტის დროს.
შესრულება: ორივე ხელისგული მიტყუპებულია, თითები გადაჭდობილია ერთმანეთში, ერთი ხელის ცერა და საჩვენებელი თითი შემოჭდობილია მეორე ხელის ცერა თითზე.
დრო: 15 წუთი (შეიძლება მხოლოდ დღეში სამჯერ).
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ დაძაბვის გარეშე ყელის დონეზე. უყურეთ მწვანე ფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ მწვანე ფერი. ისუნთქეთ ცხვირით. შედეგს აძლიერებს ნემსიწვერას არომატი.
აფირმაცია: “ჩემი ორგანიზმის ენერგია და იმუნიტეტი ყოველწუთიერად იზრდება”.
ავტორი: რამაზ გიგაური

მუდრის გაკეთების დროს, რაც აფირმაციაში წერია ის გაიმეორეთ სიტყვიერად. აბა ვიმუდრაოთ? :lol2:

მსგავსი ამბები

Back to top button