გასართობისაკითხავისასარგებლო

ივანე აივაზოვსკი

http://s43.radikal.ru/i099/1404/0d/c3b9a174d0a6.jpg

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ევროპაში ლიტერატურისა და მხატვრობის დარგი რომანტიზმმა მოიცვა. ამ ეპოქის ფარგლებში ხელოვანები უარყოფდნენ საგნებისა და მოვლენების ღრმა ფილოსოფიურ თუ კულტურულ გაგებას, წინა პლანზე ბუნებრივი მშვენიერება გადმოდის, მხატვრობაში კი ნებისმიერი ნახატის დამაგვირგინებელი შტრიხი ადამიანია. ამ იდეოლოგიით იყო გამსჭვალული ივანე აივაზოვსკიც, წარმოშობით სომეხი მხატვარი, რომელმაც თავი მარინისტული ნამუშევრებით გაითქვა. აივაზოვსკის ნახატები გამოხატავს ერთდროულად მწუხარებასა და ბედნიერებას, ბედნიერებას იმიტომ, რომ ადამიანი ყველაზე აღმატებული არსებაა დედამიწაზე მცხოვრებ ასრებებს შორის, მწუხარებს კი იმიტომ, რომ მას არ ძალუძს იყოს ადამიანზე აღმატებული, ანუ ემსგავსებოდეს ღმერთს. აქ თითქოს ადამიანი ღმერთთან, მისივე შემოქმედთან, მოდის პაექრობაში. მიუხედავად იმისა, რომ მერი შელიც გვიანი რომანტიზმის პირმშოა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მწერალი რომანტიზმის ამ იდეას ეწინაღმდეგება. „ფრანკენშტეინში“ არის ფრაგმენტი, სადაც მონსტრი ფრანკენშტეინს ჰპირდება, რომ არაფერს დაუშავებს, ეს კი მხოლოდ იმის გამო, რომ მონსტრი მისი შემქმნელია. ანუ, სრულიად უცოდინარი ქმნილებაც იაზრებს, რომ შემოქმედს არა თუ არ უნდა ეპაექროს, არამედ იმ შემთხვევაშიც კი არაფერი უნდა მოიმოქმედოს, თუ მის მეორე ნახევარს ნაკუწებად დაფლეთს.

რაც შეეხება აივაზოვსკის, იგი არ ყოფილა მხოლოდ მარინისტი მხატვარი, თუმცა 6000-მდე ტილო სწორედ ზღვასა და მის აწერას მიუძღვნა. მხატვრის ეს პეიზაჟები რამდენიმე ქვეკატეგორიებადაც კი შეიძლება დაიყოს, მაგალითად: მხოლოდ აბობოქრებული ზღვა, მხოლოდ მდუმარე ზღვა, მდუმარე ზღვაში მცურავ გემები და შტორმში მოყოლილ ხომალდები თუ მეზღვაურები, რადგან ძირითადად სწორედ ეს სიუჟეტები აქვს აღწერილი მხატვარს.

http://s020.radikal.ru/i721/1404/14/727acc04fc49.jpg

ბობოქარ შავ ზღვაში მეზღვაურები ცდილობენ აზვირთებული ტალღებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. აქაც იგივე პათოსი ჩანს, მარცხენა მაღალ კუთხეში სინათლეა- იმედი გადარჩენისა.

ბედის ირონიად მიმაჩნია ის, რომ მხატვარი წარმოშობით სომხეთიდან იყო, ქვეყნიდან, რომელსაც ზღვა არცერთი მხრიდან არ ესაზღვრება, თუმცა აივაზოვსკიმ ცხოვრების დიდი ნაწილი ყირიმში გაატარა, უკრაინის ეს მხარე კი შავიზღვისპირა კურორტებითაა ცნობილი. სწორედ ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ივანე ხშირად ხატავდა შავი ზღვის პეიზაჟებს, თუმცა ისიც ცნობილი ფაქტია, რომ მხატვარი იშვიათად იყენებდა ნატურებს, იგი წარმოსახვით ცდილობდა ჩანახატებისა და სიუჟეტების შექმნას. ზღვა კი, გამომდინარე იქედან, რომ ზუსტ კონტურებსა და ფორმალობების დაცვას თითქმის არასდროს საჭიროებს, ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. აივაზოვსკი აქცენტს ძირითადად არა წყნარ და უშფოთველ ლანდშაფტებზე, არამედ ბუნების და ადამიანის ბრძოლაზე, სტიქიურ მოვლენებზე, კატასტროფებზე, მკვეთრ, მაგრამ კონტრასტულ ფერებსა და ემოციურად დატვირთულ მოვლენებზე აკეთებს.

http://i055.radikal.ru/1404/dc/d737736dd1b2.jpg

ეს არის 1881 წელს შესრულებული ნამუშევარი- „შავი ზღვა“ . ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ტილოზე მხოლოდ ზღვაა გამოხატული, თუმცა შორეულ ჰორიზონტზე ჩანს ნავი, თითქოს უსიცოცხლო, უსულო ზღვაში სიცოცხლის ნიშანია.

ცნობილია, რომ აივაზოვსკის ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა განრიდებოდა ნაპირის დახატვას. თითქოს ზღვა დედამიწისგან მოწყვეტილი, განცალკევებული ფენომენი იყოს, ამ ჟესტით მხატვარს სურდა აღეწერა ზღვა, როგორც ამქვეყნიურობის მიღმიერი რამ. თუმცა, დამეთანხმებით მრავალფეროვნების მოყვარული მხატვრისთვის რთულია, მოერიდოს ნაპირის დახარვას, მაგრამ 6000 ნახატი ინდივიდუალური გამოუვიდეს, ამიტომ აივაზოვსკისაც უწევდა ნაპირების გამოსახვა, თუმცა უმეტესად უკანა ფონზე. „უკრაინული ქორწილი ზღვაზე“ ამის თვალსაჩინო მაგალითია.

http://i062.radikal.ru/1404/70/ea04a24f6716.jpg

„პუშკინი ემშვიდობება ზღვას“

http://s020.radikal.ru/i722/1404/ba/f3b80338a3fe.jpg

მშვიდობით, ჩემო ლაღო სტიქია!
უკანასკნელად ჩემ თვალთა წინა
შენი ზვირთები ცისფრად მიჰქრიან,
შენც მედიდური მშვენებით ბრწყინავ.
როგორც მეგობრის ჩუმი სახელი,
მისი ვედრება და ჩუმი კვნესა,
შენი ხმაური, შენი ძახილი
გამოთხოვების წუთებში მესმა.

სწორედ პუშკინის ზემოთმოყვანილი ლექსის მოტივებითაა შექმნილი ეს ნახატი
ბავშვობაში აივაზოვსკის ნანახი ჰყოლია პუშკინი, მისი თქმით, პოეტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. სამხატვრო აკადემიაში სწავლისას კი პუშკინს შეუნიშნავს აივაზოვსი და დადებითად შეუფასებია მისი პეიზაჟები.
ნახატი, რომელშიც პუშკინი ასე ჩაცმული წესით იქ უნდა იდგეს, სადაც მიწა და ზღვა მშვიდად უერთდება ერთმანეთს, მაგრამ ნაპირის დახატვისგან თავის არიდების მიზნით, დიდი რუსი მწერალი ორმა მხატვარმა, რეპნინისმა და აივაზოვსკიმ , ლოდზე მდგარი გამოსახა.
შთაბჭდილება მრჩება, რომ სურათი სამ გენიოსს აერთიანებს.

პეიზაჟებთან ერთად ივანე აივაზოვსკი ბატალურ სცენებსაც ხატავდა. ამ თემატიკის არჩევა მისი მხრიდან არც ისე უჩვეულოა, რადგან მას კონტრ-ადმირალის წოდება ჰქონდა. აივაზოვსკის უყვარდა ზღვის, ადამიანის, ბრძოლის ერთდროულად გამოსახვა, რაც ნახატს უფრო მასშტაბურსა და შთამბეჭდავს ხდიდა. მხატვარი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თითოეულ დეტალს და ფერების შეხამებას, ათასობით ერთ თემატიკაზე შექმნილი, მაგრამ სრულიად უნიკალური ნახატები სწორეს ამას უსვამს ხაზს.

http://s006.radikal.ru/i213/1404/fc/ca48c08d1fdd.jpg

„ნავარინოს ბრძოლა“ 1827 წლის საზღვაო ბატალი ნავარინთან, სადაც რუსული ესკადრონი თავს ესხმის თურქულ გემს. 1846 წელი.

მეცხრე ტალღა 1850 წელი

http://s019.radikal.ru/i620/1404/2d/bff45b1e2b8a.jpg

ნახატზე გამოსახულია აღელვებული ზღვა და უხომალდოდ დარჩენილი მეზღვაურები, რომლებსაც ხელთ გემის მხოლოდ რაღაც ფრაგმენტი შერჩენიათ. მათ წესით გადარჩენის არავითარი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა თბილი ფერები და შტორმისთვის შეუსაბამო ამინდი- ნათელი ცა, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები უიმედობას დაამარცხებენ და სტიქიას ცოცხლები გადაურჩებიან. რომანტიზმის იდეაც ხომ სწორედ ეს იყო, ადამიანი ებრძვის თითქოს დაუმარცხებელ, მასზე ბევრად უფრო ძლიერ მოვლენებს, თუმცა იმედი არასდროს ქრება, არასდროს დგება ფატალური შეგედი, მაშინაც კი, როცა მეცხრე ტალღა მეცხრედ ცდილობს მის განადგურებას. „მეცხრე ტალღა“ აივაზოვსკის ყველაზე ცნობილ ნახატად ითვლება.

მხატვარმა შემოქმედების უდიდესი ნაწილი ბუნების ერთ-ერთი სილამაზის, ზღვის ხატვას მიუძღვნა. აივაზოვსკი ახერხებდა ყოველი ახალი ნახატით, ახალი ფერებით ზღვის სხვადასხვა მდგომარეობა გამოეხატა. აღსანიშნავია, რომ მხატვარი არ ტახავდა ზღვის სამყაროს, ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არებობდეს, ერთი, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა რამდენად თვალისმომჭრელია ის, რაც ტალღებს მიღმა ხდება, ან სულაც არ ფიქრობდა, რომ ზღვისქვეშა სამყარო მართლაც თვალისმომჭრელია. ისიც შესაძლებელია, რომ ასეთი ნახატი მართლაც არსებობდეს, მაგრამ „გუგლი“ არ ფლობდენ ინფორმაცის (თუმცა ეს უკანასკნელი, არცთუ ისე მწირი გამოცდილების გამო, მე მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნია.) ერთი ნათელია, რომ ზღვა აივაზოვსკისთის თანმდევი, განუყრელი მოცემულობაა, თითქოს მხატვრისთვის გასულიერებულიც კი. აივაზოვსკის გარეშე „მარინა“ შესაძლოა მხატვრობის უმნიშვნელო განშტოება ყოფილიყო, დღეს კი ის იმდენად დიადია, რომ ვერც ვერავინ ახერხებს აივაზოვსკისეულ მრავალფეროვნებასთან გაჯიბრებას და მით უფრო მის დამარცხებას.

და ბოლოს, შეგვიძლია ვიამაყოთ, რადგან გვაქვს საშუალება შევაფასოთ აივაზოვსკის თვალით დანახული და ფუნჯით დახატული ტიფლისი

http://s018.radikal.ru/i521/1404/76/4dc7adfdc53a.jpg

http://s018.radikal.ru/i508/1404/07/5ee24f034a4b.jpg

სხვა ნამუშევრები

http://i055.radikal.ru/1404/0f/b8f90d2e0502.jpg

http://s09.radikal.ru/i182/1404/b3/a05c75c0e965.jpg

http://s018.radikal.ru/i507/1404/9a/f92566680309.jpg

http://s50.radikal.ru/i130/1404/3a/ba7fc1dfacef.jpg

http://i058.radikal.ru/1404/0b/cb36abc96054.jpg

http://s020.radikal.ru/i721/1404/a5/1a364530f2eb.jpg

Back to top button