გასართობიკრეატივისურათები

ყოველწლიური რბოლა საწოლებით – ქალაქ „Knaresborough-ში


ყოველწლიური რბოლა საწოლებით ჩატარდა ჩრდილოეთ ინგლისის ყველაზე დიდ საგრაფოში – იორკშირის ქალაქ „Knaresborough-ში (ნერესბორო). იორკშირის დროშაა – თეთრი ვარდი მუქ ლურჯ ფონზე (background), რომლის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 5 მილიონს . (ნახეთ ვიდეო:)
ყოველწლიურმა რბოლებმა საწოლებით მიიპყრო დაახლოებით 35 ათასი ადამიანის ყურადღება , ასევე იმ ადამიანების ყურადღებაც, რომელთაც სურდათ თავალი ედევნებინათ ყველაზე სულელური და სასაცილო რბოლისათვის მსოფლიოში.


თავიდან, როდესაც რბოლა მხოლოდ დაწყებით ეტაპზე იყო, ორგანიზატორები ვარაუდობდნენ , რომ კონკურენცია იქნებოდა იმდენად რთული, რომ მხოლოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები და საზღვაო ქვეითები შეძლებდნენ გამარჯვებისათვის ბრძოლას …
თუმცა , ნებისმიერ გუნდს, რომელმაც გადაიხადა შესასველი თანხა, შეუძლია მიიღოს მონაწიეობა კონკურსში. მაგალითად, ამ წელს ნერესბოროში (Knaresborough) ჩამოვიდა 90 გუნდი სხვადასხვა ქვეყნიდან.


გუნდები, რომლებიც მოაწილეობენ რბოლაში, შედგება ექვსი მორბენალისაგან და ერთი „მგზავრისაგან“ საწოლზე . მორბენალებმა უნდა ატარონ საწოლი 3 კილომეტრის მანძილზე სოფელში, ხოლო მე-7 წევრმა მთელი ძალით უნდა შეიმაგროს თავი საწოლზე.
რბოლა იწყება საკმაოდ ადვილად, მაგრამ შემდეგ ხდება უფრო რთული და რთული: უნდა გაიაროთ რთული ბორცვები და მდინარე, რომელიც უნდა გადასცუროთ დინების საწინააღმდეგოდ.


მიუხედავად იმისა, რომ გუნდების უმრავლესობა იბრძვის იმისათვის , რომ ფინიშის ხაზი პირველებმა გადაკვეთონ, ზოგიერთი მათგანი ასევე დიდ ყურადღებას აქცევს თავაიანთ კოსტიუმებს, რადგანაც ჟიურიმ სპეციალური პრიზი დააწესა საუკეთესო კოსტიუმისა და საწოლის დიზაინისთვისაც…

ნახეთ ვიდეო- საწოლებით რბოლა ქალაქ „Knaresborough-ში 2013 წელი (უჩვეულო სპორტი):


ნახეთ 2013 წლის საწოლებით რბოლის აღლუმი :




















ნახეთ ვიდეო- საწოლებით რბოლა 2012 წელი:

ნახეთ:

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close