არქივი

ლეონარდო და ვინჩი(3)

leonardo da vinci hd wallpaper
ესეც პოსტის გაგძელება, მესამე ნაწილი

ლეონარდო და ვინჩი–მოქანდაკე

მილანში ყოფნისას ლუდოვიკო მორომ ლეონარდოს მათი გვარის დამაარსებლის, ჰერცოგ ფრანჩესკო სფორცას ცხენოსანი ქანდაკება დაუკვეთა, რომელიც ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა დადგმულიყო. ლეონარდომ ამ მონუმენტზე ათი წელი იმუშავა და დიდი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა: შექმნა უამრავი ჩანახატი, ასევე, მონუმენტის გადასაადგილებელი ამწე მოწყობილობა; თავის მეგობარ მათემატიკოს ლუკა პაჩოლისთან ერთად გამოიგონა ფორმის მოცულობის გამოთვლის ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც გამოიანგარიშა, რ რაოდენობის ბრინჯაო დასჭირდებოდა მონუმენტის ჩამოსასხმელად. საბოლოოდ მან შექმნა თიხის მოდელი, რომელიც თავდაპირველად სასახლის მთავარ მოედანზე დაიდგა. 1499 წელს ქალაქზე მტრის თავდასხმისას ქანდაკებას ჭურვი მოხვდა და მთლიანად განადგურდა.
31c0a83f628d

e398ccf2f0d6

ლეონრდო და ვინჩის “საიდუმლო სერობის” ისტორია

ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობა” მილანის სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის სატრაპეზოს აღმოსავლეთ კედელს ამკობს. ლეონარდომ აქ ტექნიკური ექსპერიმენტი ჩაატარა და ფრესკის შექმნისას ერთდროულად გამოიყენა ზეთისა და ტემპერის საღებავები. ამის გამო ფრესკა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დაზიანდა და დაიწყო ჩამოცვენა. ამ შედევრს ბევრჯერ ჩაუტარდა რესტავრაცია, თუმცა უშედეგოდ. ნამუშევარი დღესაც ზიანდება და იგი რესტავრატორების მუდმივი მეთვალყურეობისა და მზრუნველის ქვეშ იმყოფება. მეორე მსოფლიო ომის დროს ფრესკა სასწაულებრივად გადარჩა. სატრაპეზოს ბომბი მოხვდა და თითქმის მთლიანად დაინგრა. მხოლოდ ფრესკით შემკული კედელი დაიფარა განგებამ. “საიდუმლო სერობა” შუა საუკუნეებია და რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიუჟეტია, რომელაც ხშირად გამოსახავდნენ როგორც ფრესკებზე, აგრეთვე ხელნაწერებში.
aef3c601ac8b

077ad72dcf8d

a35582dd639a

 

ინფორმაციის ნაწილი : intermedia.ge

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Back to top button