გართობა

მორსი

e022add1d028

მორსი  გამაგრილებელი სასმელია, რომელიც კენკრის, ხილის, ბოსტნეულისა და წყლისგან შაქრის ან თაფლის დამატებით მზადდება. არსებობს ამ სასმელის უამრავი რეცეპტი, რომელშიც მორსის დამზადება არამხოლოდ ერთი რომელიმე წვენის, არამედ სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულისა და კენკრის ნაერთისგან არის რეკომენდირებული.

 

სიტყვა “მორსი” ბიზანტიური წარმოშობისაა და “მურსასგან” წარმოდგება, რაც თარგმანში თაფლიან წყალს ნიშნავს. საინტერესოა, რომ პირველად მორსი შუა საუკუნეების რუსულ ლიტერატურაშია ნახსენები.
a9fce92a5cff

 

მორსის დასამზადებლად უფრო ხშირად შტოშს, ალუბალს, წითელ ან შავ მოცხარს, მოცვს, მაყვალს ან შოთხვს იყენებენ. კენკრას გულმოდგინედ რეცხავენ და საჭიროების შემთხვევაში ადუღებულ წყალს ავლებენ.  ამის შემდეგ სასმელს წურავენ და გემოვნებისამებრ, შაქრით ან თაფლით აზავებენ. გაწურვის შემდეგ დარჩენილ მასას კიდევ ერთხელ წურავენ და ჩაციებულ სასმელს ამატებენ, რის შემდეგაც მას აღარ ადუღებენ. გამზადებულ მორსს, ცივს ან ცხელს, ჭიქებში ასხამენ. ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით, სასმელში ლიმნის ან ფორთოხლის  ნაჭერს აგდებენ.
2e6c7f3c0210

დღის განმავლობაში, ერთი ჭიქა წვენის მიღება აუცილებლად მიაჩნიათ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. სხვადასხვა ხილისა თუ ბოსტნეულისგან დამზადებული მორსი სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის, ამიტომაც შევეცდებით ავხსნათ კონკრეტულად რატომ არის კარგი  და აუცილებელი ესა თუ ის წვენი:

ფორთოხლის წვენი-მდიდარია C ვიტამინით და ამაგრებს ჩვენს იმუნიტეტს;
8a4ce806a523
ვაშლის წვენი-სასარგებლოა ჰიპერტონიის, სასუნთქი გზების პრობლემებისა და დიზბაქტერიოზის დროს. ის გამოდევნის კენჭს თირკმელიდან, ასევე რადიაქტიულ ნივთიერებებსა და ტოქსინებს;

ნანასის წვენი-კარგია სტრესის დროს, ხელს უწყობს გახდომის პროცესს, შეუძლია მოგიხსნათ სტრესი და მოადუნოს კუნთები;

ალუბლის წვენი-აძლიერებს ორგანიზმს და აუმჯობესებს მადას. შეიცავს ვიტამინებს B1, B9.  ალუბლის წვენის თავისებურება ის არის, რომ მას ანტიანთებითი მოქმედება ახასიათებს.
e2a155b1c8fc
ტომატის წვენი-გაგათავისუფლებთ წყურვილის შეგრძნებისგან, მდიდარია მინერალური ნაერთებით, შეიცავს C ვიტამინს. ის ასევე შეუცვლელია კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ტკივილის დროს;

ყურძნის წვენი-ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ეფექტურია გასტრიტის, ანემიისა და მაღალი წნევის დროს. ეხმარება სახის ჯანმრთელი ფერის შენარჩუნებაში და დადებითად ზემოქმედებს ნერვოზზე;

გარგარის წვენი-მისი მიღება სასარგებლოა გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს, ამაგრებს გულის კუნთს და ხელს აძლევს ზედმეტი ცხიმების გამოყოფას;

ატმის წვენი-აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, ის რეკომენდირებულია გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ანემიის დროს;

ბროწეულის წვენი-სასარგებლოა, როგორც გამაჯანსაღებელი საშუალება, ის ეხმარება ორგანიზმს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაში ავადმყოფობის შემდეგ და ეხმარება ანემიის დროს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button