ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

LYTRO Illum – პირველი ფოტოკამერა მომავლიდან


LYTRO Illum – პირველი ფოტოკამერა მომავლიდან.

LYTRO Illum – ეს არის მოწყობილობა მომავლიდან, კამერა, რომელიც სრულიად ცვლის ჩვენს წარმოდგენას ფოტოგრაფიაზე და სურათების დამუშავებაზე. ეს ფოტოაპარატია, რომელსაც შეუძლია ფოკუსის შეცვლა, სიმკვეთრის შეცვლა და სურათის დაქანება დისტანციურად კომპიუტერზე!

რამდენიმე წლის წინ კომპანია LYTRO-მ მოახდინა ნამდვილი ფურორი ფოტომოყვარულებს შორის. მან წარადგინა ფოტოაპარატის კონცეფცია, რაც არ ქმნის გამოსახულებას, არამედ სინათლის ტვიფარს, ეს კი საშუალებას გაძლევთ, რომ სურათის დამუშავებისას დისტანციურად შეიცვალოს კომპიუტერზე ფოკუსი. გაყიდვაში ჩაშვების შემდეგ ამ კამერამ შემქმნელების იმედები ვერ გაამართლა – მისმა პოპულარობამ იმ დონეზე ვერ მიაღწია რამდენსაც ელოდებოდნენ, მაგრამ მწარმოებელი არ აპირებს, რომ ხაზი გადაუსვას ყველაფერს. მან გამოუშვა ახალი კამერა, რომელიც უფრო ფუნქციონალურია, ვიდრე წინამორბედი და აქვს ციფრული ფოტოაპარატის კლასიუკური იერსახე.

LYTRO Illum ეს არის LYTRO-ს მეორე თაობის ტექნოლოგია. მას აქვს 40 მეგასხივის ნათელი ველის გადამცემი, რაც ქმნის სინათლის ტვიფარს წარმოუდგენლად მაღალი დეტალიზაციის მქონეს. კამერის ობიექტივი საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ გამოსახულება რვაჯერ ოპტიკის დახმარებით. დიაფრაგმის ფიქსირებული მნიშვნელობა არის f/2.0. ფოტოაპარატს აქვს შესაძლებლობა “გაყინოს” მოძრაობა ფართო დიაპაზონის პირობებში.

LYTRO Illum-ში მთავარი სურათი არ არის, არამედ ის თუ რასაც უკეთებენ სურათს კომპიუტერში. როგორც ადრე ვახსენე ეს კამერა აკეთებს გამოსახულებას ფოკუსის გარეშე, ხოლო ადამიანს შეუძლია თვითონ აირჩიოს ფოკუსირების წერტილი სურათზე, დახრის კუთხე და ბევრი სხვა რამ.

პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც მოყვება LYTRO Illum-ს, საშუალებას აძლევს მომსხმარებელს, რომ დაათვალიეროს სურათი სამგანზომილებაში, აკეთოს მოკლე ანიმაციური რგოლები და ასევე შექმნას სურათები მეგობრებთან ერთად სოციალური ქსელებით ან ფოტოჰოსტინგით.

LYTRO Illum ასევე აღჭურვილია 4 დიუმიანი, 800 480-ზე მქონე გაფართოევის სენსორული ეკრანით.

თეგები
Close
Close