გართობაუცნაური

ცნობილი ფონის Windows XP Bliss-ის წარმოშობის ისტორია

92c922f77949
ცნობილი ფონის Windows XP Bliss-ის წარმოშობის ისტორია.

თითოეულ თქვენგანს დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გინახავთ ეს სურათი. ფონი, რომელიც სტანდარტულად დაყენებული არის ოპერაციულ სისტემა Windows XP-ზე, ეს ფონი დღესაც არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახვადი სურათი დედამიწაზე. ერთის მხრივ შესაძლოა გეჩვენოთ, რომ ეს ღია საღებავები და ხაზები – სურათი არის ფოტოშოპით დამუშავებული, მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა. ცნობილი ფოტო არის ამერიკელი მხატვრის ჩარლზ ო’რეარის(Charles O’Rear) პორტფოლიოს შემადგენელი ნაწილი.
61f347d03817
ფოტოგრაფი მიდიოდა გზატკეცილზე სან-ფრანცისკოდან ოდნავ მოშორებით და დაინახა თვალწარმტაცი პეიზაჟი, გააჩერა ავტომობილი, რომ გადაეღო რამდენიმე კადრი. სულ გადაღებული იყო 4 კადრი კამერა Mamiya RZ67-ით და მხოლოდ ერთმა მოუტანა ფოტოგრაფს მსოფლიო დიდება.
b210185cef2b
ჩარლზ ო’რეარი დაიბადა 1941 წელს შტატ მისურიში. ფოტოების გადაღება დაიწყო ძალიან ადრე, როდესაც 10 წლის იყო. როდესაც სრულწლოვანი გახდა დაიწყო მუშაობა ისეთი ცნობილი გამოცემებზე როგორებიცაა Emporia Gazette , Kansas City Star , Los Angeles Times და ჟურნალი National Geographic. რაც შეეხება თვითონ ცნობილ ფოტოს, ეს ბორცვი გახდა ოპერაციული სისტემის Windows XP-ის დესკტოპის სავიზიტო ბარათი. ამბობენ, რომ ჩარლზ ო’რეარს თხოვდნენ ფოტოების შერჩევარს Windows-ის ახალი ვერსიებისთვის, კერძოლდ კი მობილური მოწყობილობებისათვის.

მსგავსი ამბები

Back to top button