არქივი

იაპონური მოტოციკლების მწარმოებელი ფირმა Kawasaki-ს ისტორია

47e743cc0334

Kawasaki-ს გაგონებისას ადამიანთა უმეტესობას გონებაში მოტოციკლი და ავტონაწილები ამოუტივტივდება, თუმცა რაც არ უნდა უცნაური იყოს, Kawasaki–მ საქმიანობა გემთმშენებელი ტექნიკის წარმოებით დაიწყო.

 

აღნიშნული პროფილის კომპანია 1937 წელს დაარსდა და საომარი შეკვეთების წყალობით, რამდენიმე წელიწადში ერთ–ერთ უმსხვილეს ორგანიზაციად ჩამოყალიბდა იაპონიაში. ამის შემდეგ Kawasaki–ს ნამდვილად არ გაუმართლა: ომის დასრულებისთანავე დაბომბვის შედეგად მისი ქარხნის უდიდესი ნაწილი განადგურებული აღმოჩნდა. მშვიდობის დამყარების შემდეგ ქარხანა ხელახლა ააშენეს, თუმცა არა გემთმშენებლობისთვის, არამედ სამგზავრო თვითმფრინავების წარმოებისთვის.
236ec6735e6e

თვითმფრინავების წარმოება კომპანიისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა და Kawasaki–მ პარალელურად ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის ნაწილების გამოშვებაც დაიწყო. 1950 წელს შემუშავებულ იქნა მოტოციკლის ექსპერიმენტული ძრავა, ერთი წლის შემდეგ კი Kawasaki–ს პირველი ოთხტაქტიანი ძრავა, რომელიც ქარხანა “კოინში” შეიქმნა.
07c74fc6f225

1954 წელს მექანიკური გადამცემების საწარმოში დასრულდა მუშაობა Kawasaki–ს ორტაქტიან ძრავზე, რომლისმოცულობაც 58,2 სმ? იყო. მისი გამოშვება ტოკიოს მექანიკურმა ქარხანამ დაიწყო, სადაც ძრავს სახელად “ელვა” უწოდეს. “ელვას” ნამდვილად არ გაუმართლა: მისი სიცოცხლე ელვასავით ხანმოკლე გამოდგა. ტოკიოს მექანიკური ქარხანა გაკოტრდა. ბევრი ფირმა ამგვარი წარუმატებლობის შემდეგ საერთოდ შეწყვეტდა მოტოციკლებზე ფიქრს, თუმცა მათ რიცხვს Kawasaki ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა. სწორედ ამ ქარხანაში იქნა გამოშვებული Kawasaki–ს მოდერნიზებული ძრავები პოპულარული ველოსიპედებისთვის Noriz. ამავდროულად კომპანია სკუტერების წარმოებას იწყებს. მოგვიანებით კი, როდესაც იგი Meihazu–ს ქარხანასთან გაერთიანდა, საკუთარ ველოსიპედსაც ქმნის, რასაც მალე მოტოციკლიც მოჰყვა. მართალია, ეს მოტოციკლი ველოსიპედისგან მხოლოდ ძრავის სიმძლავრით განსხვავდებოდა, მაგრამ იგი მაინც მოტიციკლი იყო.
8291d1f7f25f

1958 წელს 125 BB გაჩნდა– Kawasaki–ს პირველი მოტოციკლი, რომლის დაპროექტება და დამზადება მთლიანად კომპანიის ქარხანაში მოხდა. იმისთვის, რომ მოტოციკლები პოპულარული გამხდარიყო, კომპანიის ხელმძღვანელობამ მოტოკროსის საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა. ეს კი უკვე  Kawasaki 125 BB–ს ცოცხალ რეკლამას წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი კი სამართლიანად ითვლებოდა მოტოკროსისთვის განკუთვნილ საუკეთესო მოტოციკლად. შეჯიბრებებში გამარჯვებამ უდიდესი გავლენა იქონია– Kawasaki 125 BB იაპონიაში ძალიან პოპულარული გახდა. მალევე კომპანიამ მოტოციკლები საგზაო გამოყენებისთვისაც შექმნა.
d6af6e7f02f5

1966 წელს Kawasaki–მ უკვე ავიამშენებლობა დაიწყო. პარალელურად კომპანია ამერიკის ბაზარზეც გამოჩნდა. მისმა მოტოციკლებმა ამერიკის დაპყრობა დაიწყო. ის, რაც ვერ მოხერხდა მეორე მსოფლიო ომის დროს იარაღით, არაჩვეულებრივად გამოვიდა მანქანათმშენებლობის მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით: Kawasaki–ს ნაწარმს აშშ–ში გაშლილი ხელებით შეეგებნენ. 1967 წელს უკვე მძლავრი სპორტული მოტოციკლი შეიქმნა, რომელიც ორტაქტიანი ძრავით, A1–ით იყო აღჭურვილი. მიუხედავად მისი სპორტულობისა, ამერიკა აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ძალიან მალე დღის სინათლე უკვე Kawasaki–ს მძიმე ქმნილებამაც იხილა, ეს იყო მოტოციკლი Kawasaki 500SS Mach III, რომელსაც იაპონური წარმოების წმინდა სისხლის ამერიკელს უწოდებდნენ.
8f2ae948d98b

ამჟამად Kawasaki–ს მოტოციკლი მსოფლიოს ნებისმიერი მოტო–ექსტრემალის ოცნებაა. Kawasaki–ეს არის ორიგინალური, არაორდინალური დიზაინი, სილამაზე და სიმძლავრე, ექსკლუზივი ადრენალინის მოყვარულთათვის. ერთი სიტყვით, “სუპერ მოტოციკლი”..
0098acef5e18
Kawasaki KX450F 2009–მ წინამორბედებისგან ბორბლები და სამუხრუჭე სისტემა მიიღო. სხვა დანარჩენი კი კომპანიის ახალი გამოგონებებია. ყოველ შემთხვევაში, მოტოექსტრემის მოყვარულები ნამდვილად მოხიბლულები დარჩებიან. Kawasaki მოჩვენებითი სიმსუბუქით ინარჩუნებს სპორტული მოტოციკლების წარმოების ფლაგმანის რეპუტაციას და მისი 2009 წლის მოდელებიც სწორედ ამის დადასტურებაა.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button