გართობაკულტურა

LaFerrari-ს ის ახალი სარბოლო მოდელი

7e2c5979daca

Ferrari თავის ფლაგმან LaFerrari-ს სატრეკო ვერსიასაც გამოუშვებს, რომელსაც XX მეტსახელი ექნება და რომელიც მხოლოდ სარბოლ ტრეკზე გამოყენებისთვის იქნება ვარგისი.

 

ეს ინფორმაცია, ავსტრიულ გამოცემა „დრაივს“, იტალიური კომპანიის სპორტული დეპარტამენტის შეფმა, ანტონიო კოლეტამ მიაწოდა, რომელიც ფორმულა ერთის გარდა, მარანელოელთა ყველა სხვა სპორტულ პროგრამას უძღვება.
54b363864332
” >
კოლეტას თქმით, უცვლელი დარჩება ჰიბრიდული ძალური დანადგარის სიმძლავრე, რაც 963 ცხენის ძალას შეადგენს. სამაგიეროდ, ძირეულად შეიცვლება „ლაფერარის“ აეროდინამიკური პაკეტი, მოდიფიკაცია ჩაუტარდება დაკიდების სისტემას, შეიცვლება მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამა და რა თქმა უნდა, ავტომობილი სარბოლო საბურავებზე (სლიკებზე) დადგება. კოლეტა ვარაუდობს, რომ სატრეკო „ლაფერარის“ შეძენა იანვრიდან იქნება შესაძლებელი. ოღონდ, მას არ დაუზუსტებია, თუ რა რაოდენობით LaFerrari XX-ის გამოშვება იგეგმება.

ცნობისათვის, სუპერ ავტომობილ LaFerrari-ს პრემიერა ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე გაიმართა, თუმცა ავტომობილის სრულ საწარმოო პაკეტზე შეკვეთები მანამდე უკვე მიღებული იყო. ამ პაკეტით, მხოლოდ 499 ცალი „ლაფერარის“ გამოშვებაა განსაზღვრული. თითოეული მათგანის ფასი 1.2 მილიონი ევროა. და ესეც არაა საკმარისი – ამ საინჟინრო შეძენის საშუალება მხოლოდ მათ ჰქონდათ, ვისაც ადრე „ფერარის“ მინიმუმ ხუთი ავტომობილი მაინც აქვს ნაყიდი.
0ee5e849038f

„ლაფერარის“ ჰიბრიდულ სისტემაში შედის 6.3-ლიტრიანი ატმოსფერული V12, რომლის სიმძლავრეც 800 ცხენის ძალას აღწევს. მასთან ორმაგი გადაბმულობით შეწყვილებულია 7-საფეხურიანი რობოტიზებული ტრანსმისია. ჰიბრიდულ სისტემაში ასევე შედის ელექტრო ძრავი (120 კილოვატი) და ენერგიით მისი მკვებავი ელემენტების ბლოკი. ამ აღჭურვილობით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.0 წამი ჰყოფნის, ორასს 7.0 წამში ავითარებს, სამასს კი – 15.0 წამში.
9a3425cbe1a7

სხვათა შორის, „დრაივთან“ საუბრისას, კოლეტამ აღნიშნა, რომ მისი კომპანია არ გეგმავს ლე მანის რბოლაში დაბრუნებას და მთელ თავის საიჟინრო პოტენციალს ისევ ფორმულა ერთს მოახმარს.
fffb7a2939ce

 

მსგავსი ამბები

Back to top button