ახალი ამბებიმისტიკაუცნაური

სამკუთხედი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ისევ ეწვია დედამიწას?

image

ბოლო რამდენიმე დღეში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაფიქსირებული იქნა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.

 

პირველად სამკუთხა ობიექტი შემჩნეული იქნა ა.შ.შ-ში, გადაიფრინა დიდი სიჩქარით ტეხასის ცაზე, შემდგომ მსგავსი ობიექტი შემჩნეული იქნა კანზასის შტატში.

 

ექსპერტები კამათობენ, ისინი ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა უახლესი გასაიდუმლოებული უპილოტო თვითმფრინავი RQ-180-ია.ან ახალი თაობის ბომბდამშენი LSRB-ი.სხვები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ეს იყოს უახლესი მზვერავი თვითმფრინავი SR-72, ცნობილი SR-71-ის მომდევნო თაობა. 1976 წელს ლონდონიდან ნიუ-იორკამდე SR-71 ორ საათში ჩაფრინდა.

 

თუმცა ყველაზე ძალიან მაინც ბომბდამშენ В-2-ს წააგავს.

 

image

ამო კანზასის თავზე.

image

ამო ტეხასის თავზე.

თუმცა უფოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ეს გახლავთ იგივე კლასის მფრინავი ობიექტი, რომელიც დაფრინავდა 1989-90 წლებში ევროპის თავზე, რომელსაც “ბელგიური სამკუთხედი” შეარქვეს.

image

 

ბელგიური სამკუთხედი.

 

უფოლოგების ვერსიას ისიც ადასტურებს, რომ მესამე სამკუთხედი ფორმის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი 19 აპრილს იქნა დაფიქსირებული ღამით ავსტრალიის ცაზე, რომელიც დაახლოებით ისევე ანათებდა, როგორც “ბელგიური სამკუთხედი”.

image

 

სხვათა შორის 1986 წელს “შატლის “ეკიპაჟმა ექსპედიცია STS61C-ის დროს ილუმინატორიდან გადაუღო ფოტო სამკუთხედი ფორმის ამოუცნობ მფრინავ ობიექტს, თუმცა შემდგომ NASA-მ განაცხადა, რომ ეს იყო კოსმოსური ნაგავი.

image

 

შატლ “კოლუმბიიდან” გადაღებული ფოტო 1986 წელს.

 

წყარო : intermedia.ge

loading...
თეგები
Close
Close